ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ლა ლიგის 34-ე ტურის თამაშების მსაჯები დაასახელა. ტურის ცენტრალურ შეხვედრას, რომელშიც ერთმანეთს “ესპანიოლი” და “ბარსელონა” დაუპირისპირდებიან, რიკარდო დე ბურგოს ბენგოეჩეა განსჯის.
ბენგოეჩეა 37 წლისაა. მან მსაჯობა 2009 წელს დაიწყო. 2011 წელს ის ესპანეთის ჩემპიონატის მე-2 დივიზიონში დაწინაურდა, 2015 წლიდან კი ლა ლიგაში მსაჯობს.
კარიერის განმავლობაში დე ბურგოს ბენგოეჩეა თამაშში საშუალოდ 24.9 ჯარიმასა და 0.28 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 5.14 ყვითელ და 0.18 წითელ ბარათს უჩვენებს. ესპანელის არბიტრის კვალობაზე ის საკმაოდ ლმობიერი მსაჯია. ბენგოეჩეას მიერ განსჯილი თამაშების 48%-ში მასპინძლები იგებენ, ხოლო 32%-ში – სტუმრები.
კარლოს დელ სერო გრანდეს სტატისტიკა “ესპანიოლისა” და “ბარსელონას” თამაშებში:
| ესპანიოლი | ბარსელონა | |
| თამაში | 19 | 26 |
| მოგება | 8 | 21 |
| ფრე | 4 | 1 |
| წაგება | 7 | 4 |
| მოგების % | 42% | 81% |
| სასარგებლოდ დანიშნული პენალტი | 2 | 7 |
| საწინააღმდეგოდ დანიშნული პენალტი | 2 | 0 |
| სასარგებლოდ ნაჩვენები წითელი | 1 | 6 |
| საწინააღმდეგოდ ნაჩვენები წითელი | 3 | 1 |
დავიჯერო სხვა სურათი არ არსებობს ამ ტიპის?!
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ლა ლიგის 34-ე ტურის თამაშების მსაჯები დაასახელა. ტურის ცენტრალურ შეხვედრას, რომელშიც ერთმანეთს "ესპანიოლი" და "ბარსელონა" დაუპირისპირდებიან, რიკარდო დე ბურგოს ბენგოეჩეა განსჯის.
კარლოს დელ სერო გრანდეს სტატისტიკა "ესპანიოლისა" და "ბარსელონას" თამაშებში:
და ეს ვიღაა? ვარის მსაჯი თუ გვერდითი დამხმარე?
ვაბშემ ტო ბენგოეჩეა გვირჩევნია, ეს ბასკია და ძალიან ობიექტური, კიდია რეალიც და პერესიც და ამიტომ მადრიდელები ამ მსაჯს კულეს ეძახიან.
ბოლო-ბოლო ჩამოყალიბდით რიკარდო დე ბურგოს ბენგოეჩეა იმსაჯებს თუ კარლოს დელ სერო გრანდე