workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რობერტ ლევანდოვსკი: ძალიან კარგი სეზონი მაქვს

რობერტ ლევანდოვსკი: ძალიან კარგი სეზონი მაქვს

გუშინ რობერტ ლევანდოვსკი Laureus-ის დაჯილდოებაზე იმყოფებოდა, რომელზეც ქველმოქმედებაში მონაწილეობისათვის სიკეთეში შეტანილი წვლილისათვის განკუთვნილი ჯილდო მიიღო.

პოლონელმა ფეხბურთელმა დაჯილდოების ცერემონიაზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

პირველი წელი “ბარსაში”? მე ძალიან კარგი სეზონი მაქვს, აქ ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენ ლა ლიგის მოგების კარგი შანსი გვაქვს, ეს ტიტული კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. გუნდი ჯერ კიდევ შენების პროცესშია, მაგრამ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ.

გუნდის ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელს ჯერ დიდი ტიტული არ მოუგია, ლა ლიგის მოგება კი შესაძლოა მათი განვითარების გზაზე ახალი ეტაპი აღმოჩნდეს.

ძალიან ბედნიერი ვარ იმ მიმართულებით, რომლითაც კლუბი ვითარდება. პრობლემების მიუხედავად, ჩვენ დიდი პოტენციალი გვაქვს. ახლა სწორ გზაზე ვდგავართ და, ვიმედოვნებ, უფრო მოვუმატებთ. 

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, მსოფლიო ჩემპიონატის წინ ჩატარების ნაცვლად, სამი თვით გვიან რომ გვეთამაშა, უფრო მომზადებულები ვიქნებოდით. ამიტომ ბუნებრივად ვფიქრობ, რომ მომდევნო სეზონი უკეთესი იქნება.

ეს ტერ შტეგენის სეზონია. ფეხბურთი გუნდური სპორტია, მაგრამ მას ბევრი გამორჩეული ინდივიდუალური პერფორმანსი ჰქონდა. მის გამო ძალიიან ბედნიერი ვარ, რადგან ვიცი, თუ რამდენს შრომობს ამის მისაღწევად.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 10 მაი 2023, 19:53

    თავის ასაკთან შედარებით ყველა ახალგაზრდას ჯობია. ვის აქვს ამდენი გოლი?

  • Rick Sanchez
    schedule 09 მაი 2023, 19:34

    რა კარგი სეზონი ღადაობ შეჩემა? მიუხედავად იმისა, რომ ამდენი გოლი გაიტანე ლევანდოვსკი ხარ და ორმაგი მოგეთხოვება

  • mari
    schedule 09 მაი 2023, 10:19

    ტერს ეკუთვნის წელს ,,ოქროს ხელთათმანი,, – ვფიქრობ კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს..
    მის გარეშე ბარსა შეიძლება ოთხეულშიც ვერ შესულიყო, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ამ წარმატებაში, და კიდევ + ჩვენი დაცვის "კედელი"! ყველას ბრავო, მაგრამ არაუხო გამორჩეული ზე-ბიჭია!!!
    იმედია მომავალი სეზონი ბევრად უკეთესი იქნება, განსაკუთრებით შემტევებისთვის..