“ბარსელონა” შემოსავლების გაზრდის ერთ-ერთ საშუალებად ამხანაგური მატჩების ჩატარებას ხედავს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიური კლუბი სეზონის დასრულების შემდეგ ტოკიოში გაემგზავრება და ანდრეს ინიესტას “ვისელ კობეს” დაუპირისპირდება.
წყაროს ცნობით, მატჩი 6 ივნისს იგეგმება. ჟოან ლაპორტა შეთანხმების გაოფიციალურებამდე დეტალებს აგვარებს.
2019 წელს “ბარსელონამ” ამერიკაში გამგზავრებამდე პრესეზონის ერთ-ერთი მატჩი სწორედ “ვისელ კობეს” წინააღმდეგ გამართა და 2-0 მოუგო.




შეხვდება ინი ბარსას კიდევ ერთხელ♥️
ინიესტა ყველამ დაივიწყა
ბარსელონა ვისელ კობეს დაუპირისპირდება
რატომ უპირისპირდება? ამხანაგური ითამაშონ არ ჯობია?