“ბარსელონამ” ლა ლიგის 32-ე ტურში “ბეტისი” 4-0 გაანადგურა და კარი მშრალად კიდევ ერთხელ შეინახა.
ეს ნიშნავს, რომ მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში გოლი უკვე 24-ე მატჩში არ გაუშვა და კლაუდიო ბრავოს რეკორდი მოხსნა, რომლის ანგარიშზეც 23 მშრალი შეხვედრაა.
შესაბამისად, ტერ შტეგენი ამ მაჩვენებლით “ბარსელონას” ისტორიაში საუკეთესო გახდა და თუ კარს მშრალად კიდევ სამჯერ შეინახავს, ლა ლიგის ისტორიაშიც ყველაზე მეტი ქლინშითი ექნება – ამჟამად რეკორდი 26 მშრალი მატჩია.
იმსახურებს წელს ყველანაირი რეკორდის დამხობას მარკი
მეკარეზე რო სადარდებელი არა გვაქვს ეგეც დიდი ფუფუნებაა.
კაცი იუბილარია 😊 ტერ გილოცავვ 🔥😅
ერთ დროს თავისი მეტოქე დაამხო, რომელიც ამას გვერდიდან უყურებდა. 😳
ძაან მაგარია უბრალოდ, ფეხით ხო ძაან კარგია, მშვიდი, თან მაგარი მენტალიტეტით და მეკარე როგორიცაა კი ვხედავთ, წინა სეზონის მერე ტიპმა სასწაულად მოუტატა და კარიერის საუკეთესო სეზონი აქვს, წარმატებები❤
თან ირონია ისაა რომ წინა თამაშში შეეძლო და მაინც დღეს, ზუსტად ბრავოს წინაშე დაამხო მისივე რეკორდი. არავითარი ცუდი, ვაფასებ ჩილელს ბარსაში გატარებულ წლებს, უბრალოდ ფაქტი აღვნიშნე. შტეგო გილოცავ, მომავალ თამაშებში ტალახაძესავით იქნები😁 ეგრე განაგრძე ლომო❤️✊