სანამ სტატიაზე გადავიდოდე მინდა პატარა მონოლოგი გავაკეთო. Barcamania.ge–ზე უამრავი ძალიან კარგი მწერალი მუშაობს. მე მინდა გავაგრძელო ერთ–ერთი საუკეთესო მწერლების: Henry_Messi–ს და sa_ba–ს დაწყებული საქმე. მათ უკვე შემოგვთავაზეს “ბარსას” მსოფლიო თასი: ესპანეთი; “ბარსას” მსოფლიო თასი: არგენტინა და “ბარსას” მსოფლიო თასი: ბრაზილია, სტატიები. მე მინდა ეს შესანიშნავი წამოწყება განვაგრძო და შემოგთავაზოთ “ბარსას” მსოფლიო თასი: საფრანგეთი.

საფრანგეთის ნაკრებმა სულ 10 მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა. 1998 წელს, საფრანგეთში, მასპინძლებმა პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ჩემპიონობის ტიტული მოიპოვეს. სხვათა შორის 1998–2000 წლების ერა “მამლებისთვის” ძალიან კარგი გამოდგა. მსოფლიო ჩემპიონობასთან ერთად, მათ ევროპის და კონფედერაციის ჩემპიონობის თასებიც აწიეს. რაც მთავარია “ბარსას” ფორვარდმა, ტიერი ანრიმ ამაში დიდი წვლილი შეიტანა.
დამსახურებული გამარჯვება?!
ფრანგებმა “მუნდიალის” შესარჩევ ეტაპზე, ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს და ფლეი–ოფში დაუპირისპირდნენ ირლანდიის ნაკრებს. 180 წუთი თანაბარი და ფრე თამაშის შემდეგ, ტიერი ანრიმ აშკარად ხელით ითამაშა, რითიც უილიამ გალასმა ისარგებლა და შეაგორა ბურთი მოწინააღმდეგეთა ცარიელ კარში. აი ასე მოიპოვეს “მამლებმა” სამხრეთ აფრიკის საგზური. ანრის ასეთ თამაშს დიდი აურზაური მოჰყვა. ირლანდიელებმა იჩივლეს კიდეც, თუმცა არაფერი გამოუვიდათ. ტიტი თავის დანაშაულს რა თქმა უნდა მიხვდა და განაცხადა, რომ მან ეს ინსტიქტურად გააკეთა და რომ იგი ძალიან წუხდა.
ანრის მეოთხე
ეს იქნება ტიერი ანრის მეოთხე მსოფლიო ჩემპიონატი. მისი სტარტი “მუნდიალზე” ძალიან კარგი იყო. 1998 წელს ფრანგები ჩემპიონები გახდნენ. შემდეგ იყო საშინლად ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატი კორეაში. ხოლო 4 წლის წინ “მამლებმა” გერმანიაში მეორე ადგილი დაიკავეს.
მძიმე ჯგუფი
საფრანგეთის ნაკრები მძიმე ჯგუფში მოხვდა. ურუგვაი, რაფა მარკესის მექსიკა და მასპინძელი სამხრეთ აფრიკა გაეჯიბრებიან “მამლებს” შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. რაიმონ დომენეკს შეუძლია იმით დაიმშვიდოს თავი, რომ აქედან არც ერთ ნაკრებს ჯერჯერობით არცერთხელ არ დაუმარცხებიათ მისი შეგირდები მსოფლიო ჩემპიონატზე. ფრანგები ერთხელ დაუპირისპირდნენ სამხრეთ აფრიკას 1998 წელს და გაიმარჯვეს 3:0. ტიერი ანრიმ გაიტანა მესამე გოლი. ურუგვაისთან 1966 წელს “მამლებმა” იმარჯვეს ხოლო კორეაში 2002 წელს ნაკრებებმა ქულები გაიყვეს და მატჩი 0:0 დასრულდა. მექსიკელები 3–ჯერ შეხვდნენ რაიმონ დომენეკის გუნდს და ვერცერთხელ ვერ დაამარცხეს.