“ბარსელონა” 20 წლის ურუგვაელი საყრდენით, ფაბრიციო დიასით ინტერესდება.
კატალონიური პრესის ინფორმაციით, “ბარსელონა” ახალგაზრდა ფეხბურთელში €6 მილიონს იხდის, მაგრამ მონტევიდეოს “ლივერპული” დიასის უფლებების 70%-ის სანაცვლოდ €8 მილიონს ითხოვს, დანარჩენი 30%-ისთვის კი – ბონუსებს, თუ “ბარსა” მას გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ გაყიდის.
მხარეებს შორის საერთო ენის გამონახვა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. ამ მომენტში ფაბრისიო და მისი გარემოცვა ბრაზილიური კლუბების (“პალმეირასი” და “ფლამენგო”) შემოთავაზებებს არ პასუხობენ, რადგან “ბარსელონას” ელოდებიან, მაგრამ კატალონიურ გრანდს ჯერ FFP-Ს წესებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება სჭირდება.
დიასით სხვა ევროპული კლუბებიც ინტერესდებიან.
აღარ ჩანს სხვა გზა, მიდი ლაპორტ გაყიდე რაღაც ობიექტი რო გაქვს ზაპასში თორემ ეს ბავშვი კი არა მესიც არ დაგვრჩეს გვერდზე.
დეიონგი,პედრი,გავი,კესი,ბუსკეტსი,ეს 5 კაციანი ბირთვი ამ მომენტისთვის კარგია მალე ბუსკეტსი შესაცვლელი იქნება და ამ ბიჭზე უარის თქმა არ ღირს გიუნდოგანის გამო რადგან გიუნდოგანიც ერთ სეზონიანი მგონია ჰა ჰა მაქსიმუმ 2 სეზონი კიდევ რადგან ეგეც კაი ასაკშია და ამ ბიჭის ვარიანტი მომწონს თან 6 მილიონად კაია ძაან..
ბარსა ბ ში დაარეგისტრირებენ, ეგრე რო ვიმსჯელოთ ტალანტებს აღარ უნდა გავეკაროთ. ბუსი ბებერია, გიუნდოგანი ან მოვა ან არა, თუ მოვიდა ეგეც 2 წლით. და რატო უნდა ითქვას უარი 20 წლის ბიჭზე? სამხრეთ ამერიკელები მაგრები არიან, ეგრე რო გვემსჯელა არაუხოც რათ გვინდოდა, პიკე უმტიტი მასკერანო გვყავდა, ან პედრი რათ გვინდოდა, მაშინ არტური დე იონგი ბუსი რაკეტა და პუჩი გვყავდა, არასდროს უნდა ვთქვათ უარი ახალგაზრდებზე, ლიდერი მებრძოლი ტიპია, ურუგვაელები მაგრები არიან
აუ ცოტა შეტევაზე გაამახვილოს რა ყურადღება მეტად თორემ აზრი არაა ამ შეტევით თამაშს მომდევნო სეზონში
რომ ვუკვირდები საერთოდ არ ჭირდებათ ამ ბიჭის ახლა მოყვანა, დეიონგი-პედრი-გავი ისედაც ხო არიან, პლიუს ბუსკეცი, კესი, ტორეც ხო ტყუილად არ მოუთრევიათ რად უნდათ ეგ ბიჭი აბა?! პლიუს ნიკო დაბრუნდება და გიუნდოგანსაც ჩაიგდებენ ხელში, აბა ეს რაღად უნდათ ან რაღას ევაჭრებიან? მე მარტო იმ შემთხვევაში ვამართლებ ამის მოყვანას თუ მერე კარგ ფასად უნდათ გაყიდვა რაც იდეაში აწყობთ ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, მარა ბარსას სატრანსფერო პოლიტიკა მაგის იმედს არ იძლევა რაღაც