რაიო-ბარსელონა | მატჩისწინა მიმოხილვა

რაიო-ბარსელონა | მატჩისწინა მიმოხილვა

“ჟირონასა” და მისი არგენტინელი შემტევის, ვალენტინ კასტელიანოსის წყალობით “ბარსელონას” საქმე კიდევ უფრო გამარტივდა. დღეს მადრიდში მოგების შემთხვევაში “ბლაუგრანას” უპირატესობა 14 ქულამდე გაიზრდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩავის გუნდს დარჩენილ 7 ტურში 4 წაგების უფლება ექნება. მადლობა “ჟირონასა” და კასტელიანოსს.

სათამაშო ფორმა

3 დღის წინ “ბარსელონამ” სამმატჩიანი მშრალი სერია შეწყვიტა. კატალონიელებმა ძალიან კარგ ფორმაში მყოფი “ატლეტიკო” კი დაამარცხეს, მაგრამ “ბლაუგრანას” თამაშში კითხვის ნიშნები კვლავ არის, განსაკუთრებით კი შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში. ბოლო 4 შეხვედრაში გატანილი ერთადერთი გოლი ამაზე ნათლად მეტყველებს.

კარგი ამბავი ისაა, რომ “ბარსას” ბოლო ოთხ გასვლით შეხვედრაში გოლი არ აქვს გაშვებული.

“რაიო ვალიეკანომ” ბოლო 10 თამაშიდან მხოლოდ 1 მოიგო, რის გამოც მადრიდული გუნდი ევროსაგზურისთვის ბრძოლას თითქმის გამოეთიშა.

საკუთარ კედლებში გამართულ ბოლო 5 შეხვედრაში “რაიოს” ერთადერთი მოგება აქვს.

დანაკლისი

ტრავმირებული უსმან დემბელეს, ანდრეას კრისტენსენისა და სერჟი რობერტოს გარდა “ბარსელონას” ვერც დისკვალიფიცირებული სერხიო ბუსკეტსი დაეხმარება.

სავარაუდოდ სრული მატჩის ჩასატარებლად უკვე მზად არიან ახლადგამოჯანმრთელებული პედრი და დე იონგი.

მასპინძელი გუნდი კი ტრავმირებულ რადამელ ფალკაოსა და დისკვალიფიცირებულ სანტი კომესანიას ვერ დაიხმარს.

ურთიერთშეხვედრები

ამ გუნდებს შორის გამართულ 42 დაპირისპირებაში “ბარსელონას” 27 მოგება, 9 ფრე და 6 წაგება, 122 გატანილი და 36 გაშვებული გოლი დაუგროვდა.

ბოლო დროს “ბარსას” “რაიოსთან” ძალიან უჭირს. ზედიზედ ორ მატჩში 0-1 წაგების შემდეგ მიმდინარე სეზონში კატალონიელებმა მადრიდელებთან “კამპ ნოუზე” 0-0 ითამაშეს. “ბლაუგრანამ” დღევანდელ მეტოქეს გოლი ბოლოს 2021 წლის იანვარში გაუტანა.

მეტოქის მოედანზე გამართული 21 შეხვედრიდან “ბარსამ” 11 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 4 დათმო. კატალონიელებს “ვალიეკასზე” მოგებათა 7-მატჩიანი სერია ჰქონდათ, რომელიც გასულ სეზონში შეწყდა.

არბიტრი

შეხვედრას ხესუს ხილ მანსანო განსჯის.

ხილ მანსანო 39 წლისაა. მან მსაჯობა 2006 წელს დაიწყო. 2009 წელს ის ესპანეთის ჩემპიონატის მე-2 დივიზიონში დაწინაურდა, 2012 წლიდან კი ლა ლიგაში მსაჯობს.

კარიერის განმავლობაში მანსანო თამაშში საშუალოდ 26.8 ჯარიმასა და 0.41 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 5.5 ყვითელ და 0.35 წითელ ბარათს უჩვენებს. ხილ მანსანოს მიერ განსჯილი თამაშების 48%-ში მასპინძლები იგებენ, ხოლო 28%-ში – სტუმრები.

ხესუს ხილ მანსანოს სტატისტიკა “რაიო ვალიეკანოსა” და “ბარსელონას” თამაშებში:

რაიო ბარსელონა
თამაში 15 35
მოგება 8 22
ფრე 1 7
წაგება 6 6
მოგების % 53% 63%
სასარგებლოდ დანიშნული პენალტი 2 6
საწინააღმდეგოდ დანიშნული პენალტი 2 5
სასარგებლოდ ნაჩვენები წითელი 1 7
საწინააღმდეგოდ ნაჩვენები წითელი 5 10

სტატისტიკა

  • “ბარსელონას” “რაიოსთან” გამართულ ბოლო 3 თამაშში გოლი არ აქვს გატანილი;
  • ამ გუნდების ბოლო 5 დაპირისპირებიდან ოთხში ანგარიშს “რაიო” ხსნიდა;
  • “რაიოსთან” გამართულ ბოლო 9 მატჩში “ბარსელონამ” კარი მშრალად მხოლოდ ერთხელ შეინახა;
  • “რაიოს” კარი მშრალად 6 მატჩია, არ შეუნახავს;
  • “რაიოს” ბოლო 6 თამაშიდან ხუთში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
  • “რაიოს” ბოლო 5 თამაშში გოლი ორივე გუნდს გაჰქონდა;
  • “რაიო” ბოლო 5 თამაშიდან ოთხში ანგარიშის გახსნას ახერხებდა;
  • “რაიოს” ბოლო 6 თამაშიდან ხუთში გუნდები 5 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
  • “ბარსელონამ” ლა ლიგის ბოლო 7 თამაშიდან ექვსში კარი მშრალად შეინახა;
  • “ბარსელონას” მიერ ლა ლიგაში ჩატარებული ბოლო 10 თამაშიდან რვაში 2 ან ნაკლები გოლი გადიოდა;
  • “ბარსელონას” ბოლო 8 თამაშიდან ექვსში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
  • ტოტალიზატორები “რაიოს” მოგებას კოეფიციენტს 4.75 ანიჭებენ, რაც მოგების 21%-იან შანსს უდრის, “რაიო” კი ასეთი თამაშების მხოლოდ 44%-ს იგებს.
  • ტოტალიზატორები “ბარსელონას” მოგებას კოეფიციენტს 1.73 ანიჭებენ, რაც მოგების 58%-იან შანსს უდრის, “ბარსელონა” კი ასეთი თამაშების 38%-ს იგებს.

ჩავი მატჩის წინ

რთული თამაში გველის. “რაიო ვალიეკანო” ძალიან ინტენსიურ ფეხბურთს თამაშობს.

მე ლა ლიგის მოგებაზე ვფიქრობ, რეკორდები არ მაინტერესებს. უნდა გვახსოვდეს, სად ვიყავით გასულ სეზონში. სწორედ შარშანდელ გუნდს უნდა შეგვადაროთ და არა გუნდს, რომელმაც ტრიპლეტები მოიგო.

ჩავის კომენტარი სრულად

სავარაუდო შემადგენლობები

Sport

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, გარსია, ალბა, დე იონგი, პედრი, გავი, რაფინია, ლევანდოვსკი, ტორესი.

Mundo Deportivo

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, ალონსო, ბალდე, გარსია, დე იონგი, პედრი, რაფინია, ლევანდოვსკი, გავი.

Marca

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, ალონსო, ბალდე, დე იონგი, პედრი, კესიე, რაფინია, ლევანდოვსკი, გავი.

AS

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, გარსია, ალბა, დე იონგი, პედრი, გავი, რაფინია, ლევანდოვსკი, ტორესი.

პროგნოზი

  • WhoScored: 0-2
  • SportsMole: 1-2
  • Sportskeeda: 1-3
  • 90min: 0-1

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (1)

  • nika 54
    26 აპრ 2023, 16:38

    "რაიო ვალიეკანომ" ბოლო 10 თამაშიდან მხოლოდ 1 მოიგო, რის გამოც მადრიდული გუნდი ევროსაგზურისთვის ბრძოლას თითქმის გამოეთიშა.
    საკუთარ კედლებში გამართულ ბოლო 5 შეხვედრაში "რაიოს" ერთადერთი მოგება აქვს.

    აი ამ გუნდს რო ვერ მოუგოს, ბარსამ არვიცი რა.