დიდი ფეხბურთელები ფეხბურთის თამაშს პატარა ასაკიდან იწყებენ, პეპ გვარდიოლამ კი ამის კეთება მუცელშივე დაიწყო.
“ის არ ჩერდებოდა და აგრძელებდა დარტყმებს მუცელში.” – იხსენებს მაესტროს დედა.
როდესაც გვარდიოლა დაიბადა, ბებიამისმა თქვა:”ბავშვი ბიჭია და იგი ძალიან ნიჭიერია.” – რა თქმა უნდა ყველა ბებია თავის შვილიშვილზე ასე ამბობს, მაგრამ დოლორს გვარდიოლას დედას ნამდვილად გაუმართლა.
ყოველთვის ჩუმი და თავის ფიქრებში გართული ხოსეპი, სადილის დასრულების შემდეგ სახლთან ახლოს მდებარე სკვერში მის მეგობრებთან ფეხბურთის სათამაშოდ გარბოდა.
11 წლის ასაკში პეპმა “ლა მასიასგან” პირველი შემოთავაზება მიიღო. მშობლებმა ბავშვი პატარა ასაკის გამო არ გაუშვეს. 2 წლის შემდეგ “ბარსელონას” სკაუტები კვლავ დაუბრუნდნენ ბიჭუნას. პეპის დედას კარგად ახსოვს, როცა მისი შვილი წავიდა, დიდხანს ტიროდა, რადგან ეგონა, რომ მას ბავშვი წაართვეს და ის აღარ დაბრუნდებოდა.
13 წლის ასაკში ბიჭები ყოველთვის ოცნებობენ წარმატებულ კარიერას ფეხბურთში, მაგრამ გვარდიოლას სულ სხვა ოცნება ჰქონდა.. როდესაც პირველად “ლა მასიაში” მივიდა, ოთახში დაბინავდა და ფანჯრიდან დაინახა სიხარულით წამოიყვირა:” დედა შეხედე! მე ყოველ დილით “კამპ ნოუს” დავინახავ.!” – ასე დაიწყო მისი კარიერა “ბარსაში”..
კარლეს ნავასი (“ბარსელონას” დელეგატი):” როდესაც ის ვნახე გამიკვირდა, რადგან არ იყო არც მაღალი და არც ძლიერი, მაგრამ თამაშობდა ისე როგორც ანგელოზი. მას ისეთი ხედვა ჰქონდა.. იგი ყველაფერს წამებში თვლიდა. “ლა მასიაში” ხშირად მეკითხებოდნენ მის ასაკს. ერთმა კაცმა კი მითხრა, რომ ფეხბურთში არ არსებობს სასწაული, მაგრამ იძულებულია ითამაშოს ფეხბურთი და ეს სასწაული სწორედ ეს ბიჭიაო.”
ორიოლ ტორტი იმ დროისთვის საუკეთესო სკაუტი იყო კატალონიურ გრანდში. როდესაც ის პეპის სანახავად გაუშვეს, ის აღფრთოვანებული დაბრუნდა.
კარლოს რექსაჩი იხსენებს:” ჩემი ყურადღება მან პატარა ასაკიდანვე მიიპყრო. მაშინ ფეხბურთში აქცენტი ძალაზე იყო გადატანილი, პეპი კი ძალიან გამხდარი და დაბალი იყო, მიუხედავად ამისა მისი ნიჭი მაინც ვლინდებოდა. იგი ბურთს მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ ეხებოდა, რაც ასე პატარა ბავშვისთვის უცნაურია.”
“ლა მასიაში” ბევრი ნიჭიერი ბავშვი დაიკარგა იმის გამო, რომ ვერ გაძლო ოჯახის გარეშე. პეპი აკადემიაში პატარა ქალაქიდან მივიდა და მიუხედავად წინააღმდეგობებისა, პატარა ასაკის მიუხედავად უკვე ჩამოყალიბებული იყო და გრძნობდა იმას, რატომ იღებდა ამხელა მსხვერპლს.
მისი სიგამხდრის გამო მწვრთნელები პეპის გაშვებას აპირებდნენ. მათ ეჭვი შეეპარათ იმაში, რომ იგი არ მოძლიერდებოდა, მაგრამ დროის გასვლის შემდეგ, მისცეს უფლება გაზრდილიყო ისეთი, როგორიც გაიზრდებოდა.
როდესაც ლუის მილია მადრიდის “რეალში” გადავიდა, იოჰან კრუიფმა კარლოს რექსაჩს ჰკითხა თუ იყო მისი მსგავსი აკადემიაში. კარლოსმაც არ დააყოვნა, უპასუხა, რომ არსებობს ასეთი ფეხბურთელი 18 წლის პეპ გვარდიოლა. რექსაჩმა კრუიფს მისი ნახვა საკუთარი თვალით ურჩია.
კვირა დღეს, ჰოლანდიელი გურუ მის სანახავად “ბარსა ბ-ში” მივიდა, მაგრამ მას უთხრეს, რომ ასეთი ფეხბურთელი მხოლოდ “ბარსა ც-ში” თამაშობდა. რექსაჩმა კი იოჰანს აუხსნა, რომ სუსტი ფიზიკური კონდიციების გამო იგი “ბარსა ბ-ში” არ გადმოჰყავდათ.
იოჰანმა ნახა პეპი საქმეში, რამდენიმე ვარჯიში ჩაატარებინა პირველ გუნდთან და სადებიუტო მატჩიც დაგეგმა.
სუბისარეტა იხსენებს:” მახსოვს, როცა ის პირველად მოვიდა ვარჯიშზე. ყველა კარგს ლაპარაკობდა მასზე, მაგრამ მისი თამაში არასდროს მენახა. ის ძალიან გამხდარი იყო და ვიფიქრე, რომ სპორტულ დარბაზში ბევრი მუშაობა მოუწევდა. მას როგორც ფეხბურთელს, ბევრი ხარვეზი ჰქონდა. ვერ თამაშობდა თავით, ვერ ურტყამდა მარცხენა ფეხით და არ ჰქონდა დრიბლინგი, მაგრამ ჰქონდა ნიჭი: ხედვა, რომელიც ძალიან ძვირი ღირს.”
P.S. თუ მოგეწონათ გაგრძელებას აუცილებლად დავდებ..