“ატლეტიკოსთან” მატჩისთვის ლამინე იამალის განაცხადში შეყვანა იმაზე მიუთითებს, რომ ჩავი ერნანდესი მას ძალიან აფასებს.
Relevo-ს ინფორმაციით, 15 წლის ფეხბურთელს სავარჯიშო სესიებზე პირველი გუნდის მოთამაშეები უბრალოდ ვერ აჩერებდნენ. ჩავი ფიქრობს, რომ ის დებიუტისთვის უკვე მზადაა.
თუ დღეს იამალი მოედანზე გამოვა, ის “ბარსელონას” ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი (15 წლისა და 284 დღის) გახდება, ვისაც ლა ლიგის ეგიდით უთამაშია – ლამინე ვისენს მარტინეს ალამას რეკორდს დაამხობს, რომელიც “რეალ მადრიდის” წინააღმდეგ 1941 წელს გამართულ მატჩში 16 წლის, 9 თვისა და 7 დღის იყო.
ამასთან, იამალი პრიმერა დივიზიონის ისტორიაში მე-3 ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი იქნება. მასზე უკეთესი შედეგი ლუკა რომეროსა (15 წლისა და 219 დღის) და სანსონს აქვთ (15 წლისა და 255 დღის). რომეროს დებიუტი 2020/21 წლების სეზონში “მალიორკას” რიგებში შედგა, სანსონი კი პირველად 1939/40 წლების სეზონში “სელტას” მაისურით გამოჩნდა.
ამ მომენტისთვის, ყველა ტურნირის ეგიდით, “ბარსელონას” ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ალბერ ალმასკეა, რომელმაც 1902 წელს კოპა მაკაიაზე “ისპანიას” წინააღმდეგ 13 წლის, 11 თვისა და 10 დღის ასაკში ითამაშა. ამ რეკორდის მოხსნა პრაქტიკულად შეუძლებელია.




"ბარსელონას" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ალბერ ალმასკეა, რომელმაც 1902 წელს კოპა მაკაიაზე "ისპანიას" წინააღმდეგ 13 წლის, 11 თვისა და 10 დღის ასაკში ითამაშა. ამ რეკორდის მოხსნა პრაქტიკულად შეუძლებელია.
ეს კოპა მაკაია რამე საბავშვო ტურნირი იყო?