workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ზუსტად 5 წლის წინ: ანდრეს ინიესტამ ბარსელონას მაისურით ბოლო გოლი გაიტანა

ზუსტად 5 წლის წინ: ანდრეს ინიესტამ ბარსელონას მაისურით ბოლო გოლი გაიტანა

ზუსტად 5 წლის წინ, 2018 წლის 21 აპრილს “ბარსელონამ” კოპა დელ რეის ფინალში “სევილია” 5-0 დაამარცხა.

ეს მატჩი კლუბის ლეგენდისთვის, ანდრეს ინიესტასთვის განსაკუთრებული იყო – ანდრესმა ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით ბოლო გოლი გაიტანა და კატალონიაში გატარებული 16 სეზონის შემდეგ გუნდს კოპა დელ რეის თასით დაემშვიდობა.

ერნესტო ვალვერდეს შეგირდები პირველი ტაიმის შემდეგ უკვე სამბურთიანი სხვაობით იგებდნენ, 52-ე წუთზე კი ლეო მესის პასის შემდეგ ინიესტამ “სევილიას” მეკარე დავიდ სორია მოატყუა, ცარიელ კარში გაიტანა და “ბარსელონას” უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.

ანდრესი 88-ზე წუთზე შეცვალეს, რა დროსაც ის მთელმა სტადიონმა მხურვალე აპლოდისმენტებით გააცილა. ინიესტას ტაშს როგორც “ბარსას”, ასევე “სევილიას” ფანები უკრავდნენ.

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ფინალის შემდეგ კიდევ 5 მატჩი ჩაატარა, მათ შორის, “რეალ მადრიდის” წინააღმდეგ. ანდრესს აღარ გაუტანია, მაგრამ “ვალენსიასთან” 5-1 მოგებულ შეხვედრაში ლიონელ მესის ასისტი გაუკეთა. მან ბოლო მატჩი “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ “კამპ ნოუზე” ჩაატარა.

“ბარსელონაში” ინიესტას ანგარიშზე 674 მატჩი, 57 გოლი და 32 ტიტულია (მათ შორის, 4 ჩემპიონთა ლიგა, 9 ლა ლიგა და 6 კოპა დელ რეი).

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • Rick Sanchez
    schedule 22 აპრ 2023, 23:08

    ასეთი გენიალური მოთამაშე დაიბადება კიდევ?

  • Footballfan
    schedule 21 აპრ 2023, 23:33

    isakichi, კაი ეხა მთლად ეგრეც არაა 'რა მოდრიჩს მიდრითო' მასე ვერ იტყვი ინი ჯობია სრათქმაუნდა მაგრამ მოდრიჩი რომ დღესაც მთლიან ჩვენ ცენტრს ჯობია ეგ ფაქტია რეალობას თუ ვერ ხედავ ეს სხვა საქმეა მაგრამ მე მთლიან ჩვენ ცენტრს მირჩევნია მოდრიჩის ერთი გარე ტერფით აჭრილი პასი ჩელსისთან წინა წელს, კაცი 37 წლისაა თუ 38 და ხვალ ზეგ სიტის ეთამაშება ნახევარ ფინალს ლიგის და ინიესტა ბოდიში ყველასთან და <<ცენზურის დარღვევა>> შია გაჩერილი ჩიხუახუას ეთამაშება იაპონიაში

  • CuleTillIDie
    schedule 21 აპრ 2023, 21:30

    გუშინდელი დღესავით მახსოვს და 5 წელი გასულა 😳😳😳

  • C.PC5
    schedule 21 აპრ 2023, 21:05

    ძაან კი წააგავს პედრი სტილით მარა რომ იყოს ინის დაკვირვების ქვეშ ჩემი აზრით კიდე მეტს ისწავლის და დაიხვეწება, ამიტო დროზე უნდა დაუბრუნდე ფესვებს ანდრეს heart_eyes

  • Don_Andresito
    schedule 21 აპრ 2023, 21:05

    ციტატა: nika 54
    თითქოს მთელი თამაში ეძებდა ლეო ინიესტას და ბოლოს ულამაზესი პასი გაუკეთა, უბურთოთ არ გაუშვა ბარსადან.


    ინიმაც დახატა მაგ თამაშში. დაჟე კოუს პენალტი დაარტყმევინეს მახსოვს, მარჯვნივ იდგა, რა კარგი იყო ეგეც ის 6 თვე. მერე გამოლევდა

  • nika 54
    schedule 21 აპრ 2023, 21:03

    თითქოს მთელი თამაში ეძებდა ლეო ინიესტას და ბოლოს ულამაზესი პასი გაუკეთა, უბურთოთ არ გაუშვა ბარსადან.