ჟოან ლაპორტას პრესკონფერენცია ნეგრეირას საქმეზე

ჟოან ლაპორტას პრესკონფერენცია ნეგრეირას საქმეზე

“ბარსელონას” პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ “ნეგრეირას საქმეზე” პრესკონფერენცია გამართა და სამსაჯო სკანდალის დეტალებზე განმარტებები გააკეთა.

“ბარსელონას” წინააღმდეგ უდიდესი კამპანია მოქმედებს, რომლის მიზანი კლუბის რეპუტაციის შელახვაა. “ბარსა”, თავისი 123-წლიანი ისტორიის განმავლობაში, სამართლიანი თამაშის მაგალით იყო მოედანსა თუ მის მიღმა. ჩვენ ძალიან ვამაყობთ ამ მოდელით, რომელსაც ახლა ვიცავთ.
როგორც კლუბის უმაღლეს წევრს, მინდოდა “ნეგრეირას საქმეზე” განმარტებები გამეკეთებინა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ამბები რამდენიმე წლის წინ მოხდა და ამჟამინდელი ბორდის პასუხისმგებლობა არაა, ის ახსნას საჭიროებს, რადგან კლუბი დიდ ზიანს განიცდის იმის გამო, რასაც რეალობასთან კავშირი არ აქვს.
“ბარსა” ყოველთვის “სუფთა” კლუბი იყო. ჩვენ მოგებას ერთად აღვნიშნავთ, წაგების შემდეგ კი საბაბს არ ვეძებთ. “ბლაუგრანა” ღირებულებებზეა დაფუძნებული და ჩვენ სამართლიანად მოგება გვსურს. მსაჯების დახმარებით გამარჯვება ჩვენი მიზანი არაა.
ჩვენი მეტოქეები კლუბის ღირსების შელახვას ცდილობენ, მაგრამ ეს არ გამოუვათ. ვერანაირი ბინძური კამპანია ვერ შეუშლის “ბარსას” ხელს, იყოს სამაგალითო მთელი მსოფლიოსთვის.
“ნეგრეირას საქმესთან” დაკავშირებით პირველი ცნობების გავრცელებას ზოგიერთი გამოცემების მხრიდან სწრაფი პასუხი მოჰყვა, რისი მიზანიც “ბარსას” რეპუტაციის შელახვა იყო. ეს დამთხვევა არაა.
კამპანია მაშინ დაიწყო, როდესაც CVC-ის გარიგებაზე უარი ვთქვით. ესეც დამთხვევაა, არა?!
“ბარსელონას” არასდროს განუხორციელებია ქმედება, რომლის მიზანიც ტურნირის შედეგების შეცვლა და სპორტული უპირატესობის მიღება იქნებოდა. მათ არ წარმოუდგენიათ მტკიცებულება, რომელიც აჩვენებდა, რომ “ბარსას” მსაჯზე ზემოქმედებით მატჩის შედეგზე გავლენის მოხდენა სურდა.
“ბარსა” ტექნიკურ და სამსაჯო რჩევებს იღებდა. ამაში უკანონო არაფერია. თითქმის ყველა კლუბი ამას ყოფილ პროფესიონალ მსაჯს ანდობს. “ბლაუგრანამ” ეს გამჭვირვალედ გააკეთა. კლუბს ამის დამალვა არასდროს უცდია. ანგარიშები კომპეტენტურმა ადამიანებმა მოამზადეს. გამოძიებამ 629 დოკუმენტური და 43 ვიდეო-მოხსენება აღმოაჩინა – ისინი მხოლოდ 2014-18 წლებს მოიცავს.
ჩვენ გარე გამოძიება ჩავატარეთ, რომელმაც განგვიმარტა, რომ უკანონო არაფერი ჩაგვიდენია. ახლა მართლმსაჯულებას უნდა დაველოდოთ. დარწმუნებული ვარ, “ბარსა” ყველა ეჭვს გააქარწყლებს. 
ტებასი უპასუხისმგებლოდ და არაპროფესიონალურად იქცევა. მან ყალბი დოკუმენტებიც კი გამოიყენა.
რუბიალესს, ფრანკოსა (ესპანეთის სპორტული საბჭოს პრეზიდენტი) და ინფანტინოს მადლობას ვუხდი, რადგან ისინი საყოველთაო ლინჩის წესით გასამართლებას არ შეუერთდნენ. მათ იციან, რომ სასამართლოს უნდა დაელოდონ.
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, მოვითხოვოთ ზიანის ანაზღაურება. კომპენსაცია შესაძლოა ასტრონომიული იყოს.

არის ერთი კლუბი, რომელსაც ჩვენ წინააღმდეგ სარჩელის შეტანა სურდა. “რეალ მადრიდზე” ვსაუბრობ. ეს არის კლუბი, რომელსაც მსაჯები ისტორიულადაც სწყალობდნენ და ეს ახლაც გრძელდება.

“რეალ მადრიდი” ყოველთვის განიხილებოდა სამეფო გუნდად, რომელიც ძალაუფლებასთან ახლოს იყო. 70 წლის განმავლობაში სამსაჯო კომიტეტის პრეზიდენტების უმრავლესობა “რეალ მადრიდის” წევრები იყვნენ. ეს 70 წელი გრძელდებოდა.

“რეალ მადრიდის” მხრიდან იმის თქმა, რომ ეს კლუბი თავს შეტევის სამიზნედ მიიჩნევს, ჩემი აზრით, ცინიზმის უპრეცედენტო გამოვლინებაა. იმედი მაქვს, მიმდინარე პროცესები ამ კლუბს ნიღაბს ჩამოხსნის.

პერესი წნეხის ქვეშ იყო, რომ განცხადება გაეკეთებინა. მესმის, რომ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა, მაგრამ ის სწორ მომენტს უნდა დალოდებოდა. მისი საქციელი არ მომეწონა.
“რეალ მადრიდთან” ურთიერთობა გაფუჭებულია. მადრიდული კლუბი შეუსაბამოდ მოიქცა. ამაზე ბევრი საუბარი არ მსურს. 
ეს ყველაზე დიდი შეტევაა, რაც კლუბს ოდესმე მიუღია. ფანებს მოვუწოდებ, გაერთიანდნენ გუნდის ღირსების დაცვისთვის.
“ნეგრეირას საქმეზე” საუბარი მაშინ დაიწყო, როდესაც “ესპაი ბარსას” პროექტის დაფინანსებაზე ვმუშაობდით. ეს დამთხვევა არაა.
ცდებიან, როდესაც ამბობენ, რომ ფული ენრიკეს ნეგრეირას გადავუხადეთ. თანხას მისი ვაჟი, ხავიერ ნეგრეირა იღებდა.
7 მილიონი 18 წლის განმავლობაში იქნა გადახდილი. ანგარიშები, რომლებსაც ნეგრეირას კომპანია გვაძლევდა, მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო.
ეს პრაქტიკა 2003 წელს ჩემი მოსვლის შემდეგ წინა ხელმძღვანელობისგან გადმოვიბარეთ. როდესაც მას გადავხედეთ, ვნახეთ, რომ მაღალი დონის ანგარიშები მნიშვნელოვანი იყო და სერვისი შევინარჩუნეთ.
სამსაჯო კომიტეტის პრეზიდენტს მსაჯების გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა არ შეეძლო. ეს ფედერაციის რეგულაციების მე-20 მუხლში წერია.
ნეგრეირას ვაჟი სხვადასხვა კლუბში მუშაობდა, ასევე ფედერაციაში, ლუის არაგონესთან. მისთვის “ბარსას” დახმარების თხოვნა აზრს მოკლებული იქნებოდა.
ტებასი უპასუხისმგებლოდ იქცევა და აზიანებს ლიგის იმიჯს, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს. ის მუდმივად ცდილობს, “ბარსას” რეპუტაცია შელახოს და საუბრობს ჰიპოთეზებზე, რომლებიც სრულიად მცდარია.
უეფა სამართლებრივ პროცედურებს ელოდება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ გაგვამართლებენ და ევროტურნირებზე ასპარეზობას ჩვეულებრივად გავაგრძელებთ.
დარწმუნებული ვარ, ჩემ წინამორბედ პრეზიდენტებს მსაჯების მოსყიდვა არასდროს უცდიათ. 
მათ, ვინც ამბობს, რომ ჩვენ მსაჯები მოვისყიდეთ, მოვუწოდებ, მაჩვენონ კონკრეტული თამაში, პენალტი, კონკრეტული წუთი, როდესაც მსაჯი ამ ანგარიშების გამო დაგვეხმარა. ისინი ამას ვერ შეძლებენ, რადგან მსგავსი შემთხვევა არ არსებობს.
ჩვენ სუპერ ლიგაში ვრჩებით, რადგან მიგვაჩნია, რომ კლუბების სტაბილურობასა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე უნდა ვიმუშაოთ. პროექტში “რეალ მადრიდის” ან “იუვენტუსის” გამო არ ვიმყოფებით, აქ იმიტომ ვართ, რომ ჩვენ გვსურს ასე.
როგორც წესი, დოკუმენტების უმრავლესობა ხუთი წლის შემდეგ ნადგურდება. ამ ტიპის ანგარიშების ვადა იწურება, განსაკუთრებით მათი, რომლებიც სკაუტინგს უკავშირდება. თუმცა ბოლოდროინდელი ანგარიშები ისევ არსებობს.
“ბარსა” პირველი მხარეა, რომელიც ბოლომდე გამოძიებით ინტერესდება. თუ დანაშაული არსებობს, დამნაშავეების იდენტიფიცირება და პასუხისგებაში მიცემა გვსურს.
UEFA ლინჩის წესით გასამართლებას არ შეუერთდა. დარწმუნებული ვარ, სანქციებს არ დაგვაკისრებენ. მათთან მუდმივი კონტაქტი გვაქვს. უეფამ იცის, რომ მცდარი ვარაუდები გამოითქვა. ჩვენ რიგ საკითხებზე განსხვავებული შეხედულებები გვაქვს, მაგრამ კონტაქტს ვინარჩუნებთ. 
როდესაც სუპერ ლიგაში მონაწილეობას ვაპირებდით, ლა ლიგამ უეფას ჩვენ წინააღმდეგ მოქმედება სთხოვა. 
“ბარსა” სოსიოებს ეკუთვნით და ეს მათ ყველაზე მეტად აღიზიანებთ. 
ზოგიერთი შეტევა პოლიტიკასაც უკავშირდება. ეს იმიტომ ხდება, რომ “ბარსა” კატალონიური კლუბია.
ჩვენ ანგარიშებს სასამართლოში წარვადგენთ. ისინი ღრმა და ყოვლისმომცველია.
UEFA-ს უნდა, ჩვენ წინააღმდეგ იმოქმედოს, რადგან ჩვენ სუპერ ლიგას მხარს ვუჭერთ. ჩეფერინი რამდენჯერმე შეტევაზე გადმოვიდა. მას ვთხოვ, ტებასისგან განსხვავებით, პასუხისმგებლობით და გონივრულად იმოქმედოს. თუ სასამართლო გაგვამართლებს, უეფა სანქციებს ვერ დაგვაკისრებს.
გარწმუნებთთ, და ეს უკვე გიჩვენეთ, რომ გადახდები სავსებით ლეგალური იყო.
კლუბის დაცვისთვის ულევი ენერგია გამაჩნია. თუ უნდათ, რომ შემომიტიონ, შეუძლიათ ასეც მოიქცნენ.
სხვადასხვა მედიისა და თუ ჟურნალისტის წინააღმდეგ 20 საქმე აღვძარით და ისევ ყველაფერს ვაანალიზებთ. არავის დავინდობთ, ვინც “ბარსას” ცილისწამებას შეეცდება.

ლაპორტამ 2014/15 წლების სეზონში მომზადებული ერთ-ერთი დოკუმენტი წარმოადგინა, რომელიც ადასტურებს, რომ ანგარიში მხოლოდ მსაჯთან დაკავშირებულ ტექნიკურ ინფორმაციას შეიცავდა, რაც ნორმალურ პრაქტიკად მიიჩნევა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward

forum კომენტარები (26)

  • pavlovichi56
    schedule 17 აპრ 2023, 19:52

    ეს თახსირი კიდევ "სუპერ ლიგა"-ს აბრეხვებს. ამ უაზრო ლიგას შეეწირა მესი და ამის გამო ძირავენ ბარსას.
    ეხლა ამ თახსირმა ლაპომ, მესის ტრანსფერის რეკლამა დაიწყო, ტრანსფერის რომელიც გამორიცხულია.

  • Gigazakaradze
    schedule 17 აპრ 2023, 19:50

    ციტატა: suxaaa
    ლაპორტა ვიცი რო მაგარი იურისტი ხარ და შენ თუ ტებას დედა არ მოუ<<ცენზურის დარღვევა>>ა იმ ყალბი დოკუმენტების გამო და იმის გამო რასაც ბარსას უკეთებს და საციხედ არ გაუხადო საქმე შენ იყო ნაბოზვარიაი როცა პრეზიდენტი იყო ლაპო და მაშინ სოსიებს არ მიექარათ და არ გადაეყენებინათ და ნაბოზარი როსელი და მერე ბერთო არ მოეყვანად და დღემდე ეს ყოფილიყო პრეზიდენტად რატომღაც მჯერა რო დღეს ვაბშე სხვაგან ვიქნებოდით ფეხბურთელების მხრიდანაც ფინანსურადაც და პრესტიჟითაც ამან რო ამოათრია მძღნერიდან ბარსა რომელის ლალიგაშიც 4 ადგილზე გასვლა გვიხაროდა ეტო და რონალდინიო დეკუ მოიყვანა რაიკაარდი დანიშნა მწვრთვნელად რომელმაც მესი აღმოაჩინა, შემდეგ გვარდიოლაზე ფსნონის გაკეთება საერთოდ უცნობ მწვრთვნელზე და პირველად დადებული ტრიპლეტი და შემდეგ 6 თასი მაგაზე მეტი რაღა უნდა ექნა, და ჩემი პირადი აზრია რო იმდენად ძლიერი ბარსა შექმნა მაშინ რო როსელის დროს კიდე უფრო ნაკლებად მარა ბერტოს დროს უკვე ინერციით მიდიოდა ბარსა და ბოლოს კი ჩამოიშალა


    Tan mrchevlan yohan cruiffi yavda

  • Barca1980
    schedule 17 აპრ 2023, 19:32

    აი ეს უკვე ის პრეზიდენტია , რომელიც ბარსელონას უნდა ყავდეს და კბილებით უნდა იცავდეს . ეს იყო ღირსეული პრეზიდენტის პასუხი გამოცხადებულ ომზე მადრიდის მხრიდან ტებასის საშუალებით , ეს იყო კონტრშეტევის კლასიკური მაგალითი არგუმენთებით და დარწმუნებული ვარ ამდენი ხანი იმიტომ დუმდა , რომ არანაირი კითხვისნიშანი არ დაეტოვებინა და საბაბი ტებასისათვის , იურიდიულად გადაღეჭილი ექნება ყველაფერი , ეგ მაინც იცის სხვა თუ არაფერი და შენ იყო ..ოზი ლაპორტ თუ გაჩერდე და ბოლომდე არ მიაწვე მაგ ნა….ზვრებს .

  • Chico
    schedule 17 აპრ 2023, 19:08

    ნამდვილად კარგად გამოვიდა… მტრები კი გაიჩინა, მაგრამ ეს მტრები სულ არსებობენ და ეხლა კიდევ გამოჩნდება ვინ მტერია, ვინ ვირთხა და ვინ მოყვარე…. ლაპომ უნდა დაიცვას ბარსა, აბა ვინ.? ყოჩაღ რომ არ შეშინდა…. ეს ყველაფერი პერესის ბოლო გაფანცქალებაა….. მუდმივი არაფერია…..

  • Magician
    schedule 17 აპრ 2023, 18:10

    ასე საჯაროდ გამოსვლა და მოსისხლე კლუბის კრიტიკა მაშინ, როცა "ბარსელონა" არასახარბიელო ვითარებაშია, საკმაოდ გაბედული ნაბიჯია და ჩვენ ასეთი "ბარსა" გვიყვარს! მიდი, ლაპო, ბოლომდე მიაწექი! ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო კლუბის გულშემატკივრები ვართ!
    ისე თუ დააკვირდით, გუნდი კრიზისშია და ყველამ წიხლის დაჭერა დაიწყო. იმედია, მალე მოვა დრო, როცა ყველას სამაგიერო გადაეხდება (რა თქმა უნდა, მოედანზე). რაც შეეხება მოედნის გარეთ, ლაპორტა და მისი გუნდი მოქმედებენ და მჯერა, რომ ბოლომდე ასე უნდა გააგრძელონ! არც ერთი წამით გაჩერება! ვისკა "ბარსა"!

  • Tamo
    schedule 17 აპრ 2023, 17:55

    მიდი დატეხე ეგ სოფლის კუკლები ძვლებში ლაპო შენ გვერდში ვართ
    ვისკა ბარსაა❤️

  • M10 S9 D11
    schedule 17 აპრ 2023, 17:38

    კომპენსაციეფის გადახდის სუნი მცემს მიდი ლაპო ბოლომდე გამოწურე ტებასი

  • Ertaoz Bregvadze
    schedule 17 აპრ 2023, 17:20

    ეგრე ლაპორტ. მიარჭო ყცველა ბო*ს ხახაში.

  • Don_Andresito
    schedule 17 აპრ 2023, 17:08

    ციტატა: nika 54
    დავიჯერო ამ დონის დებილები არიან იფიქრონ რომ, ბარსელონა მსაჯებს ყიდულობდა და ფულს უხდიდა, თანაც ოფიციალურად-ო?
    თუ მსაჯების ყიდვა უნდოდათ მსაჯებს ვერ მოისყიდნენ? როგორც პერესი აკეთებს, სამსაჯო კომიტეტთან რა ესაქმებოდათ მართლა დებილები ხო არ არიან. ეს იგივეა ვინმე მეწარმემ გადასახადებში რო აჩვენოს პუნქტი "საგადასახადოში მისატანი ქრთამი". ისე პერესი ყოიველთვის ამაყობდა რო მსაჯებს თამაშის წინ ხვდებოდა და მათ "სუვენირებით" აჯილდოებდა. ჟურნალისტებსაც არა ერთხელ აღუნიშნავთ ფაქტი როცა მსაჯები ბერნაბეუს მადრიდის საფირმო პაკეტებით ტოვებდნენ. და ბოლოს მახსენდება 7-8 წლის წინ, ბოლო ტურის წინ ბარსა რეალს მე მგონი ქულით ასწრებდა და თუ წააგებდა გასაგებია რეალის მოგების შემთხვევაში მადრიდელები გაჩემპიონდებოდნენ. მაშინდელი პერესის მიმართვა მახსოვს იმ გუნდისადმი, რომელიც ბარსას ხვდებოდა, რო თუ ბარსას დაამარცხებდნენ პერესი მათ ფულად ჯილდოდ 2 მილიონს გადაუხდიდა. მაშინ ფეხბურთს რუსულ სპორტზე ვუყურებდი და გამიკვირდა დიქტორების კომენტარი რომლებიც პერესის ამ მიმართვას განიხილავდნენ და ასე დაასკვნეს არა ეს ქრთამი არ არისო, ეს უბრალოდ გუნდის წახალისებაა და კარგიც არის უფრო ცოცხალ ფეხბურთს ვუყურებთო. მე მგონი 4-0 მოვიგეთ და მე მგონი ეს სუარესის პირველი წელი იყო ბომბარდირი რო გახდა ლა ლიგის და ამ თამაშშიც გაიტანა. თუ ვინმე გაიხსენებს ამ ამბავს და ალბათ ფეოლაზე უკეთ ვერც ვერავინ მადლობელი დაგრჩებით. მეც ვეცდები უფრო ზუსტად მოვიგონო ის ამბები.


    სუას პირველი წელი 14-15 იყო და ბოლოს დეპორს 2-2 ვეთამაშეთ. ეგ წელი არ იყო, მაგის მერე იყო ჩემი აზრით გრანადასთან, 3-0 სუას ჰეთთრიქით რო მოვიგეთ. ან მანამდე იყო. იმის მერე ლა ლიგა ბოლო ტურში მარტში მოგებული გვქონდა უკვე

  • C.PC5
    schedule 17 აპრ 2023, 16:49

    ფაქტიურად უკან დასახევი გზა მოჭრა ამ განცხადებით, რომელიც შეიძლება საეროდაც არ არსებობდა🙂 ვიცოდი რო რაღაცას იტყოდა ისეთს მარა ამდენს არ ველოდი ნამდვილად, ყველას გადაწვდა ვინც ბარსას ეჭიდავება, თან ყველაზე ღიად ილაპარაკა, ყველანაირი მორიდების გარეშე. იმედია მართლა ღირებული მტკიცებულებების წარდგენა შეუძლიათ თორე ისეთი ჩირქი მოეცხება კლუბის პრესტიჟს რო დიდ ლაქად დარჩება ისტორიაში. სუპერლიგიდან გამოსვლას დაადასტურებსო ვარაუდობდნენ და ისე გამოვიდა ლაპორტას თქმით რო პერესი შეიძლება დაშინებით გაიყვანონ მაინც და ბარსა კი რჩება ყველა ვარიანტში. ახლა მთავარია ნეგრეირას საქმე მოიგოს ლაპორტამ და ვისაც ბრალს დებს იმათ დასჯასაც მიაღწიოს, სუპერ ლიგას მერე მიხედონ მარა რეალის გასვლა რამენაირად უნდა აიცილონ თავიდან თორე ისე გამოვა მერე ლიგას ვერ ვიგებთ და საკუთარ ჩემპიონატზე დავუწყეთ ჩალიჩი😃

  • nika 54
    schedule 17 აპრ 2023, 16:45

    დავიჯერო ამ დონის დებილები არიან იფიქრონ რომ, ბარსელონა მსაჯებს ყიდულობდა და ფულს უხდიდა, თანაც ოფიციალურად-ო?
    თუ მსაჯების ყიდვა უნდოდათ მსაჯებს ვერ მოისყიდნენ? როგორც პერესი აკეთებს, სამსაჯო კომიტეტთან რა ესაქმებოდათ მართლა დებილები ხო არ არიან. ეს იგივეა ვინმე მეწარმემ გადასახადებში რო აჩვენოს პუნქტი "საგადასახადოში მისატანი ქრთამი". ისე პერესი ყოიველთვის ამაყობდა რო მსაჯებს თამაშის წინ ხვდებოდა და მათ "სუვენირებით" აჯილდოებდა. ჟურნალისტებსაც არა ერთხელ აღუნიშნავთ ფაქტი როცა მსაჯები ბერნაბეუს მადრიდის საფირმო პაკეტებით ტოვებდნენ. და ბოლოს მახსენდება 7-8 წლის წინ, ბოლო ტურის წინ ბარსა რეალს მე მგონი ქულით ასწრებდა და თუ წააგებდა გასაგებია რეალის მოგების შემთხვევაში მადრიდელები გაჩემპიონდებოდნენ. მაშინდელი პერესის მიმართვა მახსოვს იმ გუნდისადმი, რომელიც ბარსას ხვდებოდა, რო თუ ბარსას დაამარცხებდნენ პერესი მათ ფულად ჯილდოდ 2 მილიონს გადაუხდიდა. მაშინ ფეხბურთს რუსულ სპორტზე ვუყურებდი და გამიკვირდა დიქტორების კომენტარი რომლებიც პერესის ამ მიმართვას განიხილავდნენ და ასე დაასკვნეს არა ეს ქრთამი არ არისო, ეს უბრალოდ გუნდის წახალისებაა და კარგიც არის უფრო ცოცხალ ფეხბურთს ვუყურებთო. მე მგონი 4-0 მოვიგეთ და მე მგონი ეს სუარესის პირველი წელი იყო ბომბარდირი რო გახდა ლა ლიგის და ამ თამაშშიც გაიტანა. თუ ვინმე გაიხსენებს ამ ამბავს და ალბათ ფეოლაზე უკეთ ვერც ვერავინ მადლობელი დაგრჩებით. მეც ვეცდები უფრო ზუსტად მოვიგონო ის ამბები.

  • CuleTillIDie
    schedule 17 აპრ 2023, 16:16

    მიდი ლაპორტ მოჭიმე ეს არარაობები, შეაგდე უკან თავისსავე სოროებში საიდანაც გამოხოხდნენ

  • suxaaa
    schedule 17 აპრ 2023, 15:58

    ის ნაბოზარი ბერთოც რო პანდემიას აბრალებს ამ ფინანსურ კრიზის სხვა კლუბებისთვის არიყო პანდემია? თუ მხოლოდ ბარსასთვის იყო და საცოდაობაო რო ბერთო დღეს დღეობით სვაბოდაზე დადის ეგ ციხეში უნდალპეპოდეს თუნდაც იმ ტროლების გამო რა ფული აქვს გადახდილი იმ ტროლებში ეგ რაც სააშკარაოზე გამოვიდა და რაც არვიცით კიდე უი უი უი

  • Griezzy7
    schedule 17 აპრ 2023, 15:58

    რა ჯიგარი კაციაა 😆 ამოუტრიალა ტებას პერესს და ჩეფერინს ყველაფერი

  • suxaaa
    schedule 17 აპრ 2023, 15:56

    ლაპორტა ვიცი რო მაგარი იურისტი ხარ და შენ თუ ტებას დედა არ მოუ<<ცენზურის დარღვევა>>ა იმ ყალბი დოკუმენტების გამო და იმის გამო რასაც ბარსას უკეთებს და საციხედ არ გაუხადო საქმე შენ იყო ნაბოზვარიაი როცა პრეზიდენტი იყო ლაპო და მაშინ სოსიებს არ მიექარათ და არ გადაეყენებინათ და ნაბოზარი როსელი და მერე ბერთო არ მოეყვანად და დღემდე ეს ყოფილიყო პრეზიდენტად რატომღაც მჯერა რო დღეს ვაბშე სხვაგან ვიქნებოდით ფეხბურთელების მხრიდანაც ფინანსურადაც და პრესტიჟითაც ამან რო ამოათრია მძღნერიდან ბარსა რომელის ლალიგაშიც 4 ადგილზე გასვლა გვიხაროდა ეტო და რონალდინიო დეკუ მოიყვანა რაიკაარდი დანიშნა მწვრთვნელად რომელმაც მესი აღმოაჩინა, შემდეგ გვარდიოლაზე ფსნონის გაკეთება საერთოდ უცნობ მწვრთვნელზე და პირველად დადებული ტრიპლეტი და შემდეგ 6 თასი მაგაზე მეტი რაღა უნდა ექნა, და ჩემი პირადი აზრია რო იმდენად ძლიერი ბარსა შექმნა მაშინ რო როსელის დროს კიდე უფრო ნაკლებად მარა ბერტოს დროს უკვე ინერციით მიდიოდა ბარსა და ბოლოს კი ჩამოიშალა

  • Genius8
    schedule 17 აპრ 2023, 15:09

    მიდი მიაწექი ლაპო დედა უტირე რეალს და პერესს❤️

  • viska barsa
    schedule 17 აპრ 2023, 14:54

    peresis dedispirshi sheyo laportam

  • Justin Kluivert
    schedule 17 აპრ 2023, 14:09

    იმედია ლაპორტაში ეჭვი არავის გეპარებათ, ამ კაცმა იცის რასაც აკეთებს და ის ოქროს წლებიც გარკვეულწილად მისი დამსახურებაა, დარწმუნებული ვარ, ბოლომდე ამოიყვანს კლუბს ჭაობიდან, იდეალური სტაფი შექმნა, მატეუ ალემანითა და ჟორდი კრუიფით და სატრანსფერო პოლიტიკის მხრივაც ძალიან აქტიურია მიუხედავად ასეთი ღრმა კრიზისისა, ლეოსაც დააბრუნებს კლუბში, კიდევ 1-2 წელი და ეკონომიკურად მთლიანად ამოისუნთქავს კლუბი. არ დაგავიწყდეთ რომ გავლენიანი კაციცაა, განსხვავებით იდიოტი ბართომეუსგან, ნაბიჯ-ნაბიჯ სწორი გზით მიდის, ლა ლიგასაც ვიგებთ ხალხო, სუპერ თასი მოვიგეთ, წინა წელს ტიტულის მოგება სანატრელი იყო, ასე რომ მოთმინებაა საჭირო, ყველაფერი იქნება ძველებურად და დიდებულად, იცის ლაპომ თავისი საქმე barca-1

  • rivaldo80
    schedule 17 აპრ 2023, 14:05

    საღოლ ლაპოო რა რა და ეს კაცი ნ1 კულეა.ტიპებს როგორ უნდათ ვალენსია გავხდეთ ოცნებობენ ამაზე წაქცეულებმაც კი ვიხმარეთ ზედიზედ.ჯერ სად ხართ 👌🏼

  • kanja
    schedule 17 აპრ 2023, 13:51

    არ ვიცი, რაღაც რომ ხდება ადვილი მისახვედრია… აქ შემთხვევითობა გამორიცხულია…