ჟოან ლაპორტას პრესკონფერენცია ნეგრეირას საქმეზე

ჟოან ლაპორტას პრესკონფერენცია ნეგრეირას საქმეზე

“ბარსელონას” პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ “ნეგრეირას საქმეზე” პრესკონფერენცია გამართა და სამსაჯო სკანდალის დეტალებზე განმარტებები გააკეთა.

“ბარსელონას” წინააღმდეგ უდიდესი კამპანია მოქმედებს, რომლის მიზანი კლუბის რეპუტაციის შელახვაა. “ბარსა”, თავისი 123-წლიანი ისტორიის განმავლობაში, სამართლიანი თამაშის მაგალით იყო მოედანსა თუ მის მიღმა. ჩვენ ძალიან ვამაყობთ ამ მოდელით, რომელსაც ახლა ვიცავთ.
როგორც კლუბის უმაღლეს წევრს, მინდოდა “ნეგრეირას საქმეზე” განმარტებები გამეკეთებინა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ამბები რამდენიმე წლის წინ მოხდა და ამჟამინდელი ბორდის პასუხისმგებლობა არაა, ის ახსნას საჭიროებს, რადგან კლუბი დიდ ზიანს განიცდის იმის გამო, რასაც რეალობასთან კავშირი არ აქვს.
“ბარსა” ყოველთვის “სუფთა” კლუბი იყო. ჩვენ მოგებას ერთად აღვნიშნავთ, წაგების შემდეგ კი საბაბს არ ვეძებთ. “ბლაუგრანა” ღირებულებებზეა დაფუძნებული და ჩვენ სამართლიანად მოგება გვსურს. მსაჯების დახმარებით გამარჯვება ჩვენი მიზანი არაა.
ჩვენი მეტოქეები კლუბის ღირსების შელახვას ცდილობენ, მაგრამ ეს არ გამოუვათ. ვერანაირი ბინძური კამპანია ვერ შეუშლის “ბარსას” ხელს, იყოს სამაგალითო მთელი მსოფლიოსთვის.
“ნეგრეირას საქმესთან” დაკავშირებით პირველი ცნობების გავრცელებას ზოგიერთი გამოცემების მხრიდან სწრაფი პასუხი მოჰყვა, რისი მიზანიც “ბარსას” რეპუტაციის შელახვა იყო. ეს დამთხვევა არაა.
კამპანია მაშინ დაიწყო, როდესაც CVC-ის გარიგებაზე უარი ვთქვით. ესეც დამთხვევაა, არა?!
“ბარსელონას” არასდროს განუხორციელებია ქმედება, რომლის მიზანიც ტურნირის შედეგების შეცვლა და სპორტული უპირატესობის მიღება იქნებოდა. მათ არ წარმოუდგენიათ მტკიცებულება, რომელიც აჩვენებდა, რომ “ბარსას” მსაჯზე ზემოქმედებით მატჩის შედეგზე გავლენის მოხდენა სურდა.
“ბარსა” ტექნიკურ და სამსაჯო რჩევებს იღებდა. ამაში უკანონო არაფერია. თითქმის ყველა კლუბი ამას ყოფილ პროფესიონალ მსაჯს ანდობს. “ბლაუგრანამ” ეს გამჭვირვალედ გააკეთა. კლუბს ამის დამალვა არასდროს უცდია. ანგარიშები კომპეტენტურმა ადამიანებმა მოამზადეს. გამოძიებამ 629 დოკუმენტური და 43 ვიდეო-მოხსენება აღმოაჩინა – ისინი მხოლოდ 2014-18 წლებს მოიცავს.
ჩვენ გარე გამოძიება ჩავატარეთ, რომელმაც განგვიმარტა, რომ უკანონო არაფერი ჩაგვიდენია. ახლა მართლმსაჯულებას უნდა დაველოდოთ. დარწმუნებული ვარ, “ბარსა” ყველა ეჭვს გააქარწყლებს. 
ტებასი უპასუხისმგებლოდ და არაპროფესიონალურად იქცევა. მან ყალბი დოკუმენტებიც კი გამოიყენა.
რუბიალესს, ფრანკოსა (ესპანეთის სპორტული საბჭოს პრეზიდენტი) და ინფანტინოს მადლობას ვუხდი, რადგან ისინი საყოველთაო ლინჩის წესით გასამართლებას არ შეუერთდნენ. მათ იციან, რომ სასამართლოს უნდა დაელოდონ.
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, მოვითხოვოთ ზიანის ანაზღაურება. კომპენსაცია შესაძლოა ასტრონომიული იყოს.

არის ერთი კლუბი, რომელსაც ჩვენ წინააღმდეგ სარჩელის შეტანა სურდა. “რეალ მადრიდზე” ვსაუბრობ. ეს არის კლუბი, რომელსაც მსაჯები ისტორიულადაც სწყალობდნენ და ეს ახლაც გრძელდება.

“რეალ მადრიდი” ყოველთვის განიხილებოდა სამეფო გუნდად, რომელიც ძალაუფლებასთან ახლოს იყო. 70 წლის განმავლობაში სამსაჯო კომიტეტის პრეზიდენტების უმრავლესობა “რეალ მადრიდის” წევრები იყვნენ. ეს 70 წელი გრძელდებოდა.

“რეალ მადრიდის” მხრიდან იმის თქმა, რომ ეს კლუბი თავს შეტევის სამიზნედ მიიჩნევს, ჩემი აზრით, ცინიზმის უპრეცედენტო გამოვლინებაა. იმედი მაქვს, მიმდინარე პროცესები ამ კლუბს ნიღაბს ჩამოხსნის.

პერესი წნეხის ქვეშ იყო, რომ განცხადება გაეკეთებინა. მესმის, რომ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა, მაგრამ ის სწორ მომენტს უნდა დალოდებოდა. მისი საქციელი არ მომეწონა.
“რეალ მადრიდთან” ურთიერთობა გაფუჭებულია. მადრიდული კლუბი შეუსაბამოდ მოიქცა. ამაზე ბევრი საუბარი არ მსურს. 
ეს ყველაზე დიდი შეტევაა, რაც კლუბს ოდესმე მიუღია. ფანებს მოვუწოდებ, გაერთიანდნენ გუნდის ღირსების დაცვისთვის.
“ნეგრეირას საქმეზე” საუბარი მაშინ დაიწყო, როდესაც “ესპაი ბარსას” პროექტის დაფინანსებაზე ვმუშაობდით. ეს დამთხვევა არაა.
ცდებიან, როდესაც ამბობენ, რომ ფული ენრიკეს ნეგრეირას გადავუხადეთ. თანხას მისი ვაჟი, ხავიერ ნეგრეირა იღებდა.
7 მილიონი 18 წლის განმავლობაში იქნა გადახდილი. ანგარიშები, რომლებსაც ნეგრეირას კომპანია გვაძლევდა, მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო.
ეს პრაქტიკა 2003 წელს ჩემი მოსვლის შემდეგ წინა ხელმძღვანელობისგან გადმოვიბარეთ. როდესაც მას გადავხედეთ, ვნახეთ, რომ მაღალი დონის ანგარიშები მნიშვნელოვანი იყო და სერვისი შევინარჩუნეთ.
სამსაჯო კომიტეტის პრეზიდენტს მსაჯების გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა არ შეეძლო. ეს ფედერაციის რეგულაციების მე-20 მუხლში წერია.
ნეგრეირას ვაჟი სხვადასხვა კლუბში მუშაობდა, ასევე ფედერაციაში, ლუის არაგონესთან. მისთვის “ბარსას” დახმარების თხოვნა აზრს მოკლებული იქნებოდა.
ტებასი უპასუხისმგებლოდ იქცევა და აზიანებს ლიგის იმიჯს, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს. ის მუდმივად ცდილობს, “ბარსას” რეპუტაცია შელახოს და საუბრობს ჰიპოთეზებზე, რომლებიც სრულიად მცდარია.
უეფა სამართლებრივ პროცედურებს ელოდება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ გაგვამართლებენ და ევროტურნირებზე ასპარეზობას ჩვეულებრივად გავაგრძელებთ.
დარწმუნებული ვარ, ჩემ წინამორბედ პრეზიდენტებს მსაჯების მოსყიდვა არასდროს უცდიათ. 
მათ, ვინც ამბობს, რომ ჩვენ მსაჯები მოვისყიდეთ, მოვუწოდებ, მაჩვენონ კონკრეტული თამაში, პენალტი, კონკრეტული წუთი, როდესაც მსაჯი ამ ანგარიშების გამო დაგვეხმარა. ისინი ამას ვერ შეძლებენ, რადგან მსგავსი შემთხვევა არ არსებობს.
ჩვენ სუპერ ლიგაში ვრჩებით, რადგან მიგვაჩნია, რომ კლუბების სტაბილურობასა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე უნდა ვიმუშაოთ. პროექტში “რეალ მადრიდის” ან “იუვენტუსის” გამო არ ვიმყოფებით, აქ იმიტომ ვართ, რომ ჩვენ გვსურს ასე.
როგორც წესი, დოკუმენტების უმრავლესობა ხუთი წლის შემდეგ ნადგურდება. ამ ტიპის ანგარიშების ვადა იწურება, განსაკუთრებით მათი, რომლებიც სკაუტინგს უკავშირდება. თუმცა ბოლოდროინდელი ანგარიშები ისევ არსებობს.
“ბარსა” პირველი მხარეა, რომელიც ბოლომდე გამოძიებით ინტერესდება. თუ დანაშაული არსებობს, დამნაშავეების იდენტიფიცირება და პასუხისგებაში მიცემა გვსურს.
UEFA ლინჩის წესით გასამართლებას არ შეუერთდა. დარწმუნებული ვარ, სანქციებს არ დაგვაკისრებენ. მათთან მუდმივი კონტაქტი გვაქვს. უეფამ იცის, რომ მცდარი ვარაუდები გამოითქვა. ჩვენ რიგ საკითხებზე განსხვავებული შეხედულებები გვაქვს, მაგრამ კონტაქტს ვინარჩუნებთ. 
როდესაც სუპერ ლიგაში მონაწილეობას ვაპირებდით, ლა ლიგამ უეფას ჩვენ წინააღმდეგ მოქმედება სთხოვა. 
“ბარსა” სოსიოებს ეკუთვნით და ეს მათ ყველაზე მეტად აღიზიანებთ. 
ზოგიერთი შეტევა პოლიტიკასაც უკავშირდება. ეს იმიტომ ხდება, რომ “ბარსა” კატალონიური კლუბია.
ჩვენ ანგარიშებს სასამართლოში წარვადგენთ. ისინი ღრმა და ყოვლისმომცველია.
UEFA-ს უნდა, ჩვენ წინააღმდეგ იმოქმედოს, რადგან ჩვენ სუპერ ლიგას მხარს ვუჭერთ. ჩეფერინი რამდენჯერმე შეტევაზე გადმოვიდა. მას ვთხოვ, ტებასისგან განსხვავებით, პასუხისმგებლობით და გონივრულად იმოქმედოს. თუ სასამართლო გაგვამართლებს, უეფა სანქციებს ვერ დაგვაკისრებს.
გარწმუნებთთ, და ეს უკვე გიჩვენეთ, რომ გადახდები სავსებით ლეგალური იყო.
კლუბის დაცვისთვის ულევი ენერგია გამაჩნია. თუ უნდათ, რომ შემომიტიონ, შეუძლიათ ასეც მოიქცნენ.
სხვადასხვა მედიისა და თუ ჟურნალისტის წინააღმდეგ 20 საქმე აღვძარით და ისევ ყველაფერს ვაანალიზებთ. არავის დავინდობთ, ვინც “ბარსას” ცილისწამებას შეეცდება.

ლაპორტამ 2014/15 წლების სეზონში მომზადებული ერთ-ერთი დოკუმენტი წარმოადგინა, რომელიც ადასტურებს, რომ ანგარიში მხოლოდ მსაჯთან დაკავშირებულ ტექნიკურ ინფორმაციას შეიცავდა, რაც ნორმალურ პრაქტიკად მიიჩნევა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (26)

  • cruyff9
    18 აპრ 2023, 21:32

    ნამბერ ვანია ეს კაცი🥰🥰🥰🥰

  • Rick Sanchez
    18 აპრ 2023, 20:18

    მოკლედ რო ვთქვათ "გამოიღეთო"🤩🤩

  • Gaucho24
    18 აპრ 2023, 10:46

    " ჩვენ არ უნდა დავამტკიცოთ რომ უდანაშაულოები ვართ , იმათმა უნდა დაამტკიცონ რომ დამნაშავეები ვართ! " ეს ლაპოს არ ეშლება და გზად მჯერა რომ მოჭიმავს ყველას ჰარვი სპექტრივით..

  • levanoza
    18 აპრ 2023, 00:14

    მსოფლიოში ყველაზე ღირსეული კლუბის, ღირსეული პასუხი ყველას.
    დე ძრწოდეს ყველა კლუბ „ბარსელონას“ წინაშე!!!

  • Bakero
    17 აპრ 2023, 23:55

    ლაპო შენ იყო @ოზის გაგდებული თუ ბოლომდე არ მიაწვე ! ყველაფერი დაულაგე ! აი იმენნა ყველაფერი და ათრიე ეგ დედაზე ადრე მ@@@@ულები სასამართლოებში! ჟურნალისტებიდან დაწყებული ტებას/ჩეფერინით დამთავრებული ყველა სიტყვაზე და ცილისწამებაზე ! პირველ რიგში ბართომეუს ხალხი ვინც კიდევ ბორდშია დარჩენილი იმათგან დაიწყე შინაური და გარეული არ არსებობს მტერი მტერია

  • ♠️Spookyfy♠️
    17 აპრ 2023, 22:04

    Amaze tesli prezidentis dedas shvc. Peresi peresio aqedan shestiris xalxi,peresis bo* dedas shvc. Pirdapir krisas saxwli daarqvA prezidentsac da mis gundsac. Gauiasna mteli misi istoria. Tebas da cheferins raa daaj**aa imennaa. Ai tqven dedas shvc visac barcas waqceva gindat da magas chalichobt,geubnebit bicho sle ver mogvchamos veravin,chalit kiaraa es qveyana dafaruli,qveda instancia tu gagvamtyunebs zevit viblatavebt.didi dge ar uweriat am sulit bo*ebs. Amaze magari sityva arcerti prezidentis ar maxsovs,ki cota afiristia,ki cota populisticaa mara amas ro uyvars club ise aravis da daayenebs isev fexze,rogorc adre ukve gaaketa.aq vigacaebi kide peresis chmoriao ddd peress movu**an damsmeli,daasxa yvela mxridan,bartomeudhi ar ageriot bicho.