“ბარსელონა” “ჟირონასთან” მატჩისთვის მზადებას განაგრძობს და დღეს მორიგი სავარჯიშო სესია გამართა.
Sport-ის ცნობით, დღევანდელ სესიაზე ჩავი ერნანდესმა მარკ კასადო (“ბარსა ატლეტიკი”), არნაუ კასასი (“ბარსა ატლეტიკი”) ესტანის პედროლა (“ბარსა ატლეტიკი”), ალეიშ გარიდო (U19), ანხელ ალარკონი (U19) და ლამინე იამალი (ჟუვენილ ა) გამოიძახა.
კატალონიური პრესის თანახმად, “ჟირონასთან” 10 აპრილს გასამართი მატჩისთვის ჩავი განაცხადში ალეიშ გარიდოს, ესტანის პედროლას, მარკ კასადოსა და ანხელ ალარკონს შეიყვანს.
ჩემპიონობა ფაქტიურად განაღდებულია და რატო ეშინია ჩავის ასე ახალგაზრდების უფრო გაბედულად დატვირთვა არ მესმის. გავიმ და პედრიმ ხო გაამართლეს იქნებ ამათშიც არის ვინმე ტალანტი.
გავკარი შეყვანას, მოედანზე არ შეყავს