workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟოან გასპარი: მესის ბარსელონაში დაბრუნება მარადონას გაცოცხლების ტოლფასი იქნება

ჟოან გასპარი: მესის ბარსელონაში დაბრუნება მარადონას გაცოცხლების ტოლფასი იქნება

“ბარსელონას” ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟოან გასპარმა ლიონელ მესიზე ისაუბრა:

მესის “ბარსელონაში” დაბრუნება მარადონას გაცოცხლებისა და 25 წლის ასაკში “ბარსაში” თამაშის ტოლი იქნება.

ვისურვებდი, ლეოს “ბლაუგრანა” არასდროს დაეტოვებინა და ახლა მის დაბრუნებაზე ფიქრი არ გვიწევდეს… მესის კვლავ ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით ხილვა ძალიან მინდა. მას სამუდამო კონტრაქტს გავიფორმებდი და კლუბის ამბასადორად დავნიშნავდი.

მესის დასაბრუნებლად შეუძლებელს გავაკეთებდი და ამის მიღწევით მსოფლიოში უბედნიერესი ადამიანი ვიქნებოდი. ერთადერთი პიროვნება არსებობს, ვინც მესი გაიფორმა და ეს მე ვარ.

“კამპ ნოუზე” ლეოსთვის არასდროს უსტვენიათ და ეს არც არასდროს მოხდება. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 05 აპრ 2023, 20:24
    #3

    ჟოან გასპარი: მესის ბარსელონაში დაბრუნება მარადონას გაცოცხლების ტოლფასი იქნება
    მარადონას გაცოცხლების რა მოგახსენოთ, მაგრამ კულეებს რო უდიდესი ზეიმი ექნებათ ეს ფაქტია.

  • Rick Sanchez
    schedule 05 აპრ 2023, 11:17
    #2

    ზედმეტად მაცდურია იმ ალ რაღაცის შეთავაზება… მგონია ცდუნებას ვერ გაუძლებს ლეო

  • LM10RG10
    schedule 05 აპრ 2023, 00:15
    #1

    დარწმუნებული ვარ მესი,რომ არ არსებობდეს,მე და კიდევ უამრავ ადამიანს ფეხბურთი ამ დოზით არ გვეყვარებოდა💘