ლიონელ მესის “ბარსელონაში” შესაძლო დაბრუნების საკითხი ბოლო დროს აქტუალობას უფრო და უფრო იძენს.
ცნობილია, რომ დაბრუნებით ორივე მხარეა დაინტერესებული, მაგრამ პრობლემას “ბარსას” ფინანსური მდგომარეობა და ლა ლიგის მიერ სახელფასო ხარჯზე დაწესებული შეზღუდვები ქმნის.
El Chiringuito-ს ცნობით “ბარსელონამ” უკვე იცის, თუ რა შეთავაზებას გაუკეთებს ლეოს. საუბარია წელიწადში ხელფასის სახით 6-7 მილიონი ევროს მიღებაზე. ეს თანხა გათვალისწინებულია გადასახადების გადახდის შემდეგ, “ბარსას” კი მესის ხელფასი წელიწადში დაახლოებით 14-15 მილიონი ევრო დაუჯდება.
თანხმობის შემთხვევაში ლეო მესი დაახლოებით იმდენს მიიღებს, რამდენსაც ანსუ ფატი იღებს. ამაზე მაღალი ანაზღაურება დღეს ფრენკი დე იონგს, სერხიო ბუსკეტსს, რობერტ ლევანდოვსკისა და ჟორდი ალბას აქვთ. თუ ბუსკეტსი კლუბში დარჩება, მისი ხელფასი მნიშვნელოვნად შემცირდება. ასევე მოსალოდნელია, რომ კლუბი ალბას ანაზღაურების მნიშვნელოვნად შემცირებასაც შეეცდება. თუ ასე მოხდა და მესიც დაბრუნდა, “ბარსაში” მასზე მაღალი ხელფასი მხოლოდ დე იონგსა და ლევანდოვსკის ექნებათ.
თუმცა ხელფასი ერთადერთი შემოსავალი არ იქნება, რომელსაც “ბარსა” მესის შესთავაზებს. კატალონიელები მზად არიან, არგენტინელს დაუთმონ წილი კლუბის იმ მოგებიდან, რომელსაც ლეოს დაბრუნება მოიტანს.
შედარებისთვის, ამჟამად პსჟ-ში მესის წლიური ხელფასი გადასახადების გადახდის შემდეგ 35 მილიონი ევროა, ანუ დაახლოებით 5-ჯერ მეტი, ვიდრე “ბარსელონაში” დაბრუნების შემთხვევაში ექნება.
14 მილიონი გადასახადების გადახდამდე
5 ჯერ შემცირება ხმამაღლა ჟღერს თორემ 14 მილიონი არავისააქ მგონი ბარსაში
ალბას რო უფრო მეტი ხელფასი ექნება ლეოზე არ შერცხვება მაინც. და თუ მაინც იტყვის ლეო დავბრუნდებიო და ეს ზემოთ ჩამოთვლილ ამხანაგებს: ფრენკი დე იონგს, სერხიო ბუსკეტსს, რობერტ ლევანდოვსკისა და ჟორდი ალბას ამის შემდეგ არ შერცხვებათ, მართლა გასაყრელები იქნებიან სუყველანი +ლაპორტა.
ფატი გასა*მეინებელია წერტილი.
თუ დაბრუნდება ლეო დაბრუნდეს თუ არადა წამოვდგებით ფინანსურად ფეხზე 1 2 წელში და მაშინ დავაბრუნოთ და გავაცილოთ სავსე კამპ ნოუთი ლეო ფატი კიდე რაში იღებს ამხელა ხელფასს არვიცი უნდა გაუშვან აუცილებლად პლიუს მიყვეს ალბაც ან დაიკლოს ხელფასი ასევე ბუსკეცმაც და ალონსო გარსია უმტიტი ლენგლე დესტი ტორესიც მიაყოლონ და ამოისუნთქავს ცოტა გუნდი
Magaze es ar datanxmdeba,arc amis mamiko da dzmebi. Tyuilad imeds nu gavichent…
დარჩენილა პსჟ ში და ეგაა
უხელფასოდ უხელფასოდ უკეთესია🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣