workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლეჩეს უმტიტის შენარჩუნება სურს

ლეჩეს უმტიტის შენარჩუნება სურს

“ლეჩეს” სამუელ უმტიტის მუდმივი ტრანსფერით დამატება სურს. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, იტალიური კლუბი ფრანგის თამაშით კმაყოფილია და მას გუნდის მნიშვნელოვან წევრად მიიჩნევს.

წყაროს ცნობით, “ლეჩე” აღნიშნულთან დაკავშირებით “ბარსელონას” უკვე დაუკავშირდა, თუმცა თავად ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მიღება ადრეა. 

უმტიტის გარემოცვა აცნობიერებს, რომ “ბარსაში” თავის დამკვიდრება რთული იქნება, თუმცა ფრანგი სეზონის დასრულებას ელოდება, რათა სხვა კლუბების პოტენციური შემოთავაზებებიც განიხილოს და გადაწყვეტილება ამის მიხედვით მიიღოს. 

“ბარსელონამ” უმტიტი “ლეჩეში” გასულ ზაფხულს ერთი სეზონით, გამოსყიდვის უფლების გარეშე, გაანათხოვრა. 29 წლის უკანახაზელმა სეზონი ცუდად დაიწყო და სათამაშო დროს იშვიათად იღებდა, თუმცა ბოლო მატჩებში ის ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 24 მარ 2023, 17:21
    #6

    გული მიგრძნობს ეხლა ამაზე დაიწყება უფასოდ დათრევის ვარიანტების ძებნა, ატლეტიკოს სტილში. მოკლედ ჩვენ ვერავინ გავყიდეთ თავის ფასში და ჩვენ ყველა ორმაგ ფასში გვატენის ყველანაირ ნაგავს.

  • Rick Sanchez
    schedule 24 მარ 2023, 16:19
    #5

    ციტატა: I N I E S T A 8
    20 ვერ გავყიდით ათამაშდა როგორც იქნა მაგრამ ნდობით არაა სანდო მაინც რო დავიტოვოთ
    უმტიტი დესტი გარსია ფერანი ფატი რაფინია ალონსო ალბა აი ეს ის ხალხია ვინც აუცებლად უნდა დატოვოს კლუბი ზაფხულში.
    მოსაყვანი გუნდოგანი უფასოდ უპრობლემოდ მოვა კანსელუ პავაროდან ერთი კანსელუ ჯობს ჩემი აზრით არც ეგაა უარის მთქმელი და ალვარესი აქაც დაიწერა იჯარაზე და ბარსელონაში. ლაპარაკობნ ძალიან უნდათ შეტევაში არგენტინელი და ალვარესზე კარგი ვინ მოჩანს ამ წუთს.ცენტრ მცველიც გვინდა ნდიკა თუ დამავიწყდა რა ქვია უფასოდ მაგის მოყვანაც შეიძლება.ვირტცი მოვიდა ხოდზეო და მაგის შანსი თუ დავიმატოთ ჯობია დავინატოთ გიჟდება ბარსელონაზე და თუ აღიდგინა ფორმა კანფეეტ კარგი ზაფხული გველოდება ოღონდ ჯერ ოერესი ტებას უნდა ჩავახტეთ სულში


    რაფინია გასაშვებიაო რო წავიკოთხე აღარ ჩამიმთავრებია

  • პეპ გუარდიოლა
    schedule 24 მარ 2023, 14:04
    #4

    უმტიტი აუცილებლად გასაყიდია, ვერ ინდობი აწი მაგას, გარსიას არ გავყიდიდი, იყოს სკამზე ან გააიჯაროონ, პოტენციალი აქვს მაგ ბიჭს. დალშე ფერანი ფატი ტორესი გასაყიდია, მაგათში ჯამში 120 ლიმონი რო აიღონ მაინც კაია, ისე კი ლაპორტას ყველას ჩაახტა აბრუქებული უმტიტი, ეს რა სლეებში ყარა 60 მილიონები.

  • I N I E S T A 8
    schedule 24 მარ 2023, 13:21
    #3

    20 ვერ გავყიდით ათამაშდა როგორც იქნა მაგრამ ნდობით არაა სანდო მაინც რო დავიტოვოთ
    უმტიტი დესტი გარსია ფერანი ფატი რაფინია ალონსო ალბა აი ეს ის ხალხია ვინც აუცებლად უნდა დატოვოს კლუბი ზაფხულში.
    მოსაყვანი გუნდოგანი უფასოდ უპრობლემოდ მოვა კანსელუ პავაროდან ერთი კანსელუ ჯობს ჩემი აზრით არც ეგაა უარის მთქმელი და ალვარესი აქაც დაიწერა იჯარაზე და ბარსელონაში. ლაპარაკობნ ძალიან უნდათ შეტევაში არგენტინელი და ალვარესზე კარგი ვინ მოჩანს ამ წუთს.ცენტრ მცველიც გვინდა ნდიკა თუ დამავიწყდა რა ქვია უფასოდ მაგის მოყვანაც შეიძლება.ვირტცი მოვიდა ხოდზეო და მაგის შანსი თუ დავიმატოთ ჯობია დავინატოთ გიჟდება ბარსელონაზე და თუ აღიდგინა ფორმა კანფეეტ კარგი ზაფხული გველოდება ოღონდ ჯერ ოერესი ტებას უნდა ჩავახტეთ სულში

  • Don_Andresito
    schedule 24 მარ 2023, 13:20
    #2

    ტრავმა თუ აღარ მიიღო უფრო ზედა გუნდებშიც გაქაჩავს, ინტერს შკრინიარი ტოვებს, რატომაც არა. ვინმემ წაიყვანოს სრული ტრანსფერით და რას დავეძებთ. ხელფასს ისევ ბარსა უხდის

  • Rick Sanchez
    schedule 24 მარ 2023, 13:13
    #1

    ოღონდაც წავიდეს და თუ უნდათ საერთოდ ნუ გადაუხდიან კლუბს ფულს