workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას უმტიტის პრობლემის მოგვარების კარგი შანსი აქვს

ბარსელონას უმტიტის პრობლემის მოგვარების კარგი შანსი აქვს

სამუელ უმტიტი “ბარსელონას” მაისურით, ალბათ, აღარასდროს ითამაშებს, მაგრამ კატალონიურ კლუბს მისი შენახვა მაინც საკმაოდ ძვირი უჯდება.

ფრანგი მცველი წელიწადში ხელფასის სახით 9 მილიონ ევროზე ცოტათი მეტს იღებს, თუმცა გადასახადების ჩათვლით “ბარსას” უმტიტი წელიწადში 20 მილიონი ევრო უჯდება. ეს ინფორმაცია ამ სფეროში ყველაზე სანდო წყარო Capology-დანაა აღებული.

გასულ ზაფხულში “ბარსამ” საკმაოდ სარისკო გადაწყვეტილება მიიღო – კატალონიელები “ლეჩეს” დასთანხმდნენ, უმტიტი იტალიაში უფასოდ გაენათხოვრებინათ და ფეხბურთელის ხელფასიც სრულად გადაეხადათ. ხოლო თუ 29 წლის უკანახაზელი ათამაშდებოდა, “ლეჩე” მისი ანაზღაურების მცირე ნაწილს დაფარავდა. “ბლაუგრანას” მხრიდან გაწეული რისკი გამართლდებოდა, თუ სამუელი კარგ და სტაბილურ თამაშს აჩვენებდა. ასეც ხდება.

ბოლო თვეებში უმტიტი სტაბილურად და მაღალ დონეზე თამაშობს, რაც “ბარსელონას” მისი პრობლემის მოგვარების იმედს უტოვებს. “ლეჩეს” სურვილი აქვს, სამუელთან სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმოს. Sport ვარაუდობს, რომ ფრანგს მსურველები სხვა იტალიური გუნდებიდანაც გამოუჩნდებიან, სამშობლოდან რამდენიმე კლუბი კი უკვე აკვირდება. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ “ბარსელონას” კარგი შანსი ექნება, ზაფხულში უმტიტი კონტრაქტის გაწყვეტაზე დაითანხმოს. თუ ასე მოხდება, “ბლაუგრანას” სახელფასო ხარჯი მნიშვნელოვნად შემცირდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • Chico
    schedule 14 თებ 2023, 21:02
    #6

    ამისთანა არც მინახავს და არც გამიგია.
    ნუთუ არავის დაუთვლია რა დაუჯდა ბარსას ეს უმტიტი ამდენი წლის განმავლობაში და რამდენი უნდა გადეხადა რომ კონტრაქტი გაეწყვიტა. არაფრით არ შეიძლება რომ ეს არ დაეთვალათ, მაგრამ როგორც ყოველთვის გაუმაძღობა იმარჯვებს და იმის იმედით, რომ ვიღაცა იყიდიდა, ადგნენ და ძლივს დამთავრებული კონტრაქტი გაუხანგრძლივეს. შედეგად კი 20 მილიონი ხარჯი წელიწადში და დამტვრეული უმტიტი. არ ვიცი ჟორდი კრუიფი ხელმძღვანელობს ამ საქმეს თუ ვინმე სხვა, მაგრამ ფაქტია რომ ბარსას სატრანსფერო სისტემა მოშლილი და უსუსურია. უამრავ შეცდომებს უშვებენ და უზარმაზარ ფულს ფუჭად ხარჯავენ. უმტიტის კიდევ დაემატება ლანგლე, დესტი და აშენებულა ბარსას საქმე.
    არ მინდა რაიმე ცუდი ვთქვა და ნეგატივი გავცე, გუნდი აღზევების გზაზე დგას, მაგრამ მათი სატრანსფერო პოლიტიკა ნამდვილად მაკვირვებს….

  • Bakero
    schedule 14 თებ 2023, 01:11
    #5

    აქვე ბართომეუს და ტებასის ოჯახებს მოვიხსენიებ მრავალჯერად ბრუნვებში rage rage

  • TaTo Abuladze
    schedule 13 თებ 2023, 23:28
    #4

    წარსულის დედა …. ძლივს გუნდი ავაწყვეთ… წარსულიდან ერთი ვინც უნდა დავაბრუნოდ მესიააა ვსიო დანარჩენი ნაგვები ყველა

  • Rick Sanchez
    schedule 13 თებ 2023, 16:58
    #3

    აუ ოღონდ ეს მოვიშოროთ და თუ უნდათ იქით გადავუხდით მსურველ კლუბს 5 მილიონს

  • Don_Andresito
    schedule 13 თებ 2023, 15:17
    #2

    ეს ლენგლე დესტი ტორესი გარსია რომ გავუშვათ, საკმაო ხელფასი გამოთავისუფლდება. ლენგლე დესტში ერთად 20 იც რო ავიღოთ, ტორესი გარსია გავაიჯაროთ ბოლო ბოლო სადმე ესპანეთში ისე რო ხელფასი სრულად გადაიხადოს მოიჯარე გუნდმა. უმტიტი რო წავიდეს, ტრინკაო გამოსყიდულია ფაქტიურად, შეიძლება აღარ მოგვიწიოს სხვების გაშვება. თუ მაინც არ ეყო ეგ ამბავი მაშინ კესის გაყიდვაც მოგვიწევს, მთავარია კრისტიანსენს არ შეეხონ. არაუხო ბარსა ბ ში დარეგისტრირდება. ეგ ხელფასი კიდე 3-4 კაცს დაგვარეგისტრირებინებს წესით. თუ რა თქმა უნდა ტებასი მორიგ ბრძანებას არ მიიღებს პერესისგან ან შეიხებისგან რო არაუხოს ახალი კონტრქტი არ დაარეგისტრირებინოო ჩვენ გვინდაო

  • nika 54
    schedule 13 თებ 2023, 15:13
    #1

    აზრზე ხარ რამდენს გვახარჯინებს ეს ზარალი. მახსოვს წერდნენ კონტრაქტი გავუხანგრძლივეთ რო წავიდესო, და რა გამოვიდა? 20 მილიონს თუ ვხარჯავთ აქ გდებულიყო ეგება ეგეც აეთამაშებინა ჩავის და მერე მართლა გაგვეყიდა.