გუშინ სამუელ უმტიტის “ლეჩეში” დებიუტი შედგა. ფრანგმა ცენტრალურმა მცველმა 2021 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად ითამაშა და 10-თვიანი პაუზის შემდეგ ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა.
“ლეჩე” “რომასთან” ანგარიშით 1-2 დამარცხდა. არადა ათკაციანმა სტუმრებმა რომაელებთან მატჩში გათანაბრება მოახერხეს. ამ გოლის დროს საგოლე გადაცემა შემთხვევით სწორედ უმტიტიმ მიითვალა.
სამუელ უმტიტის სტატისტიკა “ლეჩეში” სადებიუტო მატჩში:
- 90 წუთი
- 1 ყვითელი ბარათი
- 4 მოგერიება
- 1 დაბლოკილი დარტყმა
- 1 ართმევა
- 2 ვარდნა
- 6 ორთაბრძოლა მიწაზე (4 მოგებული)
- 2 საჰაერო ორთაბრძოლა (2 მოგებული)
- 6 ბურთის დაკარგვა
- 2 ჯარიმა
- 49 შეხება
- 34 პასი (85% ზუსტი)
უმტიტი “ბარსელონადან” “ლეჩეში” უბრალო იჯარითაა გაშვებული, იტალიელებს მისი გამოსყიდვის უფლება არ აქვთ.
არტურიც დამტვრეულა ლივერპულში და 2-3 თვე არ იქნებაო.