“ბარსელონას” ახალწვეულმა, ხულიან არაუხომ ESPN-თან ისაუბრა:
აქ ყოფნა წარმოუდგენელია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, საიდან ვარ. ლომპოკი შეუმჩნეველი ქალაქია, სადაც ბავშვებს ბევრი შესაძლებლობა არ აქვთ.
ბავშვობაში, დიდი გუნდში თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი. მსოფლიოს უდიდესი ქალაქში ყოფნა შესანიშნავია.
რაფა მარკესი ბრწყინვალედ მექცევა. ის რჩევებს მაძლევს და მეუბნება, რისი გაუმჯობესება შემიძლია.
ვცდილობ, ჟორდი ალბას მივბაძო. ის ყოველთვის ჩემი კუმირი იყო. ჟორდის ბრწყინვალე კარიერა აქვს და შევეცდები, ყველაფერზე ვკითხო.
იმედგაცრუებული ვიყავი, რომ ჩემი ტრანსფერი 18 წამით დაგვიანდა და არაფრის გაკეთება შემეძლო. კარიერის განმავლობაში ვისწავლე, რომ ის უნდა მართო, რისი კონტროლიც შეგიძლია.
ადაპტაცია რთული არაა, მაგრამ როცა თანაგუნდელები სწრაფად საუბრობენ, ზოგჯერ კატალონიურ სიტყვებსაც ურევენ და ამ დროს მათ უცნაურად ვუყურებ [იცინის].
პირველი გუნდის ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიში ბრწყინვალეა. ყველაფრისთვის ყოველთვის მზად უნდა იყო.
პირველ შეხებაში უნდა მოვუმატო. ასევე, უნდა ვიცოდე, ჩემს უკან რა ხდება და კარგ პოზიციაში ვიყო. ბევრი რამ სასწავლი მაქვს.
“ბარსელონამ” ხულიან არაუხო იანვარში, “ლოს ანჯელეს გელექსიდან” შეიძინა. დოკუმენტების 18 წამით დაგვიანებით გადაგზავნის გამო, მას თამაშის უფლება მომავალ სეზონამდე არ ექნება.
ამჟამად, ახალგაზრდა მარჯვენა მცველი “ბარსა ატლეტიკთან” ერთად ვარჯიშობს, თუმცა პირველ გუნდშიც არაერთხელ ივარჯიშა.
Imedia gaqachavs da desti ar daemarteba.
ალვესის წყევლა თუ ამან მოხსნა და საღოლ. ისე თვითონაც ამბობს და აშკარაა, რომ ბევრი მუშაობა მოუწევს. იმედია გამოითლება ამისგან ბარსას დონის ფეხბურთელი
ფიზიკა და სისწრაფე კი ბატონო რაც მახსოვს ცუდი ნამდვილად არ იყო მაგრამ დანარჩენი ყველაფერი ? 🙂 აგერ თითონ ლაპარაკობს ბევრი რამ სასწავლი მაქვსო იმედია გამოგვადგება
ის 18 წამი რო არ ყოფილიყო კიდევ საკითხავია ტებასი თუ დაგვირეგისტრირებდა. ეგ გნიდა.
დესტზე უარესი იქნება ასე მგონია
გვყავს ერთი არაუხო ხომ სუპერ დაცვაა ახლა კიდევ მეორე არაუხო და ეგაა რა ჩინეთის გაუვალი კედელი
აუ ამის დიდი იმედი მაქვს და ღირს დიდი ფულის გადაგდება მეორე მარჯვენა მცველში?
იმედია მარჯვენა მცველის პრობლემა მოგვიხსნის კაი ხნით