“ბარსელონას” მარცხენა მცველმა, ჟორდი ალბამ ცოტა ხნის წინ Chester Cuatro-ს ინტერვიუ მისცა, რომლის დროსაც რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა.
მესის წასვლა
იმ დღეს, როდესაც მესის წასვლაზე ინფორმაცია გავრცელდა, დილით მას ვესაუბრე. ლეომ მითხრა, რომ ახალი კონტრაქტის გაფორმებასა და ჩვენთან დარჩენას აპირებდა.
მახსოვს, სახლში მეუღლესთან ერთად ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ მესი მიდიოდა. ვერ დავიჯერე. შოკში ვიყავი. რთული მომენტი იყო, რადგან მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა.
ვიცი, რომ როდესაც ჩვენგან წავიდა, რთული პერიოდი ჰქონდა. ამის შემდეგ მას შევხვდი და ვისაუბრეთ, მაგრამ არა ამ საკითხზე. აქ მას ოჯახი ჰყავდა, მეგობრები და მისი დამსახურებით გუნდმა ბევრი რამ მოიგო.
ახლა მესი პარიზში ბედნიერია, თუმცა პირველი წელი იდეალური არ ჰქონია. ადაპტაციის პროცესი გაურთულდა, მაგრამ წელს მას ველაპარაკე და ახლა თავს ბევრად უკეთ გრძნობს.
არ ვიცი, დაბრუნდება თუ არა. ამ თემაზე არ გვისაუბრია. მისი დაბრუნება გამიხარდებოდა.
მომავალი
მსაჯები
არაფერი ვიცი. 2014 წელს ჩემპიონობა წაგვართვეს. თუ ბოლო თამაშს მოვიგებდით, ჩემპიონები ვხდებოდით. მოგება გვჭირდებოდა. თამაში 1-1 დასრულდა, მაგრამ მესის სამართლიანად გატანილი გოლი არ ჩაგვითვალეს და ჩემპიონობა დაგვაკარგვინეს.
მოედანზე საეჭვო არასდროს არაფერი შემიმჩნევია. ზოგი მსაჯი მოგწონს, ზოგი – არა, მაგრამ თამაშის დროს არაფერი შემიმჩნევია.
მარტო ეგ? ატლეტიკოსთან? ლიგაზე არარსებული პენალტი.