workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა მესის მოგებიდან წილს შესთავაზებს

ბარსელონა მესის მოგებიდან წილს შესთავაზებს

ლიონელ მესის “ბარსელონაში” დაბრუნება უფრო და უფრო რეალური ხდება.

ბოლო კვირებში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ არგენტინელს კარიერის ევროპაში გაგრძელება სურს, “პარი სენ-ჟერმენთან” კი ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას ვერ ახერხებს. ამას პსჟ-ს გულშემატკივრებთან არცთუ კარგი ურთიერთობაც ემატება. გარდა ამისა, ბოლო დროს მესის ბანაკმა “ბარსელონასთან” კონტაქტები აღადგინა.

ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ლა ლიგის მხრიდან “ბარსელონასთვის” დაწესებული ფინანსური შეზღუდვები რჩება. კლუბს არ შეუძლია, მესის მისთვის შესაფერისი ანაზღაურება შესთავაზოს.

Mundo Deportivo-ს ცნობით “ბარსელონაში” მუშაობენ იმაზე, რომ მესის მიმზიდველი და რეალისტური შეთავაზება გაუკეთონ. განიხილება ვარიანტი, რომ არგენტინელს დაბალი ფიქსირებული ხელფასი შესთავაზონ, სამაგიეროდ მას შეხვდება წილი იმ მოგებიდან, რომელსაც კლუბი ლეოს დაბრუნებით მიიღებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 22 მარ 2023, 14:19
    #7

    Es mshvenieri pirobaa❤️💙🤍

  • M10 S9 D11
    schedule 22 მარ 2023, 01:54
    #6

    წილი კი არა ლიგაზე კონკურენტუნარიანი გუნდი შეუქმენით და მეტი არ უნდა არაფერი

  • Rick Sanchez
    schedule 21 მარ 2023, 22:57
    #5

    ამ კაცის დაბრუნება თუ გამოვიდა მერე ნახეთ თქვენ შედეგები და სტატისტიკა

  • Albicelecte
    schedule 21 მარ 2023, 19:21
    #4

    ციტატა: lesane C
    რავი თუ მოვა და დაბალ ხელფასზე ითამაშებს კიდე ჯანდაბას, მარა მოგების წილები და 30 მილიონები თუ უნდა უხადონ სულ ნუ მოიყვანენ


    გაყიდული მაისურებიდან, კიდევ რეკლამებიდან;
    მესი ბრებნდია, ნებისმიერი გრანდის გაყიდვებს გააორმაგებს და გაასამმაგებს;
    მით უმეტეს, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონების, კოპას და ფინალისიმას გამარჯვებულების კაპიტანია…
    და ფეხბურთის ერთადერთი ცოცხალი მეფე; პელე-მარადონას წასვლის შემდეგ

  • nika 54
    schedule 21 მარ 2023, 18:22
    #3

    ციტატა: lesane C
    რავი თუ მოვა და დაბალ ხელფასზე ითამაშებს კიდე ჯანდაბას, მარა მოგების წილები და 30 მილიონები თუ უნდა უხადონ სულ ნუ მოიყვანენ

    მას შეხვდება წილი იმ მოგებიდან, რომელსაც კლუბი ლეოს დაბრუნებით მიიღებს.
    ეს მისაღებია, თუ მოვა მოგება მაისურის გაყიდვაცაა და რა არ ეკუთვნის იქიდან მოგება. მბაპეს კლუბის ყველა შემოსავლიდან უხდიან ფულს და ლეოს კი ეკუთვნის თავისი მოტანილი ფულიდან აიღოს წილი, რო არ მოვიდეს ხო ვერც გუნდი ვერ იხეირებს და რა გამოდის "ავი ძაღლი არც თვითონ ჭამს და არც სხვას აჭმევსო"?

  • lesane C
    schedule 21 მარ 2023, 16:43
    #2

    რავი თუ მოვა და დაბალ ხელფასზე ითამაშებს კიდე ჯანდაბას, მარა მოგების წილები და 30 მილიონები თუ უნდა უხადონ სულ ნუ მოიყვანენ

  • .Gladiator.
    schedule 21 მარ 2023, 16:21
    #1

    ხო უჭირს ძაან ბანკის ვალები აქ და ვუშველოთ რამე
    რაის მოგებიდან წილი ისედაც დედა აღარ ყავს კლუბს
    მესის იმდენი ფული აქ მთელ როსარიოს არჩენს