workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი ერნანდესი ელ კლასიკოს მოგების შემდეგ

ჩავი ერნანდესი ელ კლასიკოს მოგების შემდეგ

ჩავი ერნანდესმა “რეალ მადრიდის” დამარცხების (2-1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

დამსახურებულად გავიმარჯვეთ. დიდებული გუნდის დამარცხების შემდეგ სახლში კმაყოფილი მივდივარ. ბურთს უფრო ხშირად ვაკონტროლებდით და უფრო მეტი შანსი გვქონდა. “რეალ მადრიდმა” იცოდა, როგორ დაეძლია ჩვენი პრესინგი და პრობლემები შეგვიქმნა, თუმცა მთლიანობაში ჩვენ მეტოქეს ვაჯობეთ.
შემადგენლობის შერჩევისას რობერტოსა და კესიეს შორის არჩევანის გაკეთება ბოლო მომენტამდე მიჭირდა… საბოლოოდ ორივემ მათგანმა გაიტანა.
ერთ-ერთი გადამწყვეტი ბურთის ნაკლები დაკარგვა იყო და მეტოქისთვის კონტრშეტევების საშუალების არ მიცემა იყო.

გასახდელი ოთახი ერთი ოჯახია. ჩვენ კარგად გამოვიყურებით. ძალიან ამაყი ვარ.

არ ვიცი, სერჟი რობერტოზე რა ვთქვა. სხვა გუნდში რომ თამაშობდეს, ის ყველაზე დაფასებული მოთამაშე იქნებოდა, აქ კი მუდმივად აკრიტიკებენ. მან დიდებული მატჩი ჩაატარა.
დღევანდელი დღე “ბარსას” მწვრთნელობის პერიოდში ერთ-ერთი საუკეთესოა. კესიეს გოლის მომენტში ტანში ჟრუანტელმა დამიარა. ფეხბურთელების გამო ძალიან ბედნიერი ვარ.
ანჩელოტის ეჭვები თამაშგარესთან დაკავშირებით? მისი კომენტარით გაკვირვებული ვარ. თამაშგარე აშკარა იყო, საკამათო არაფერია.
სეზონი იდეალური ჯერ მაინც არაა. მხოლოდ სუპერ თასი მოვიგეთ. 
ასენსიოს გოლი რომ გასულიყო, შედეგი უსამართლო იქნებოდა.
კლუბის პრობლემა ისაა, რომ ფეხბურთელებს სათანადოდ არ ვაფასებთ. სერჟი რობერტო სამაგალითო ფეხბურთელია, მან მატჩის საუკეთესო მოთამაშის წოდება დაიმსახურა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (11)

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 20 მარ 2023, 22:49

    Momaval wels la ligac gvinda da ligaze unda gaatrako seriozulad

  • Rick Sanchez
    schedule 20 მარ 2023, 17:39

    ნამდვილად დანსახურებულად მოვიგეთ! ბრავო ჩავის და ბრავო ბიჭებს!

  • mari
    schedule 20 მარ 2023, 14:33

    ციტატა: nika 54
    ეს ჩვენა ვართ ასეთი პრეტენზიულები რო გუნდში ყველა პოზიციაზე მინიმუმ მესი უნდა გვყავდეს, ნებისმიერ სხვა გუნდში რობერტო ერთი კარგი ფეხბურთელი იქნებოდა. და იცით რა მომწონს მთელი თამაში თითქოს არ ჩანს და მერე ვიგებთ რო ძირითადში იყო. მსგავსი რამ ვისენტე დელ ბოსკემ თქვა ბუსკეტზე და ის ნამდვილად 100%-იანი იყო. თუმცა დაამატა, მაგრამ თუ უყურებთ მარტო ბუსკეტს ხვდებით რო ეს მთელი თამაში მასზე გადისო, თუ რაღაც ამის მსგავსი.


    heart_eyes heart_eyes heart_eyes
    " უყურებ თამაშს და ვერ ხედავ ბუსკეტსს, უყურებ ბუსკეტსს და ხედავ მთელ თამაშს "
    " ფეხბუთელი რომ ვიყო, ბუსკეტსი ვიქნებოდი "

    blush – ვისენტე დელ ბოსკე.

  • Barca1980
    schedule 20 მარ 2023, 10:47

    ყველაზე მეტად ალბათ ჩავი იმსახურებდა , რომ ეს თამაში მოეგო . პაპა კარლო რას ბოდიალობს ეგ ერთი საკითხია , მაგრამ ობიექტურად თუ განვიხილავთ , გადავუარეთ თამაშით და ლევანას რომ პირველივე წუთებზე ის ბურთი გაეტანა და თამაში ეგრძნო , ალბათ მართლა წავლეკავდით . გოლმა არაუხოზე ძალიან მაგრა იმოქმედა , უდიდესი მოტივაციით იყო გამოსული და მიუხედავად იმისა რომ პირველ ტაიმში შცდომა აღარ დაუშვია , ის ვერ გააკეთა მაინც რაც ჩაფიქრებული ჰქონდა . აი მეორე ტაიმში ჩვული არაუხო ვიხილეთ , თუმცა სისწრაფე აქვს თითქოს ცოტა დაკარგული .

  • nika 54
    schedule 20 მარ 2023, 09:56

    ეს ჩვენა ვართ ასეთი პრეტენზიულები რო გუნდში ყველა პოზიციაზე მინიმუმ მესი უნდა გვყავდეს, ნებისმიერ სხვა გუნდში რობერტო ერთი კარგი ფეხბურთელი იქნებოდა. და იცით რა მომწონს მთელი თამაში თითქოს არ ჩანს და მერე ვიგებთ რო ძირითადში იყო. მსგავსი რამ ვისენტე დელ ბოსკემ თქვა ბუსკეტზე და ის ნამდვილად 100%-იანი იყო. თუმცა დაამატა, მაგრამ თუ უყურებთ მარტო ბუსკეტს ხვდებით რო ეს მთელი თამაში მასზე გადისო, თუ რაღაც ამის მსგავსი.

  • M10 S9 D11
    schedule 20 მარ 2023, 02:57

    ერთი კოპაზეს წაკუზეთ და ეგაა იქითა სეზონამდე დაასვენეთ

  • Albicelecte
    schedule 20 მარ 2023, 02:54

    რაც კარგია, კარგია… ეხლა თასზეც და უკვე საკმაოდ წარმატებული სეზონი გამოდის, 3 ტიტულით, მოგებული კლასიკოებით და გაუმჯობესებული თამაშით

  • Teddy
    schedule 20 მარ 2023, 02:49

    ხო გელოდბით ლიგაზე მიუხენში

  • C.PC5
    schedule 20 მარ 2023, 02:39

    ლევანდოვსკისთან წაიმუშავო პერსონალურად ჯობს, თორე არეულია აშკარად, უნდა რათქმაუნდა გოლის გატანა მაგრამ ზედემტად დაძაბულია და არ გამოსდის. დალშე ფაქტია ნებისმიერ პრობლემას შეგიძლია ისე მოუარო რომ გუნდმა სამარცხვინოდ არ ითამაშოს და რაღაც იდეა იყოს ჩადებული, დღესაც აშკარად ამოხსნილი ქონდა ჩავის რა უნდა გაეკეთებინათ რეალი რომ დაემარცხებინათ, როგორც კი უმატებდა ბარსა ტემპს ეგრევე დიდი შანსი ჩნდებოდა რეალის კართან. ეგრე გააგრძელე ჩავიჯან, იქეთ სეზონიდან ლიგაზეც უნდა მოიხოდო✊❤️

  • Genius8
    schedule 20 მარ 2023, 02:38

    ბრავო მაესტრო რაღა უნდა ვთქვა შენზე სასწაული კაცი ხარ მერამდენედ უნდა გამოისვა ანჩელოტი👏❤️☺️ერთი წუნი გაქ ის რო ცვლილებას აგვიანებ ამაში გუარდიოლას გავხარ რომელიც დღეს ესწრებოდა თამაშს❤️

  • araujo4
    schedule 20 მარ 2023, 02:36

    გუნდში კარგ მარჯვენა მცველს რო მოიყვანენ, მერე რა უნდა ქნან, არაუხო კუნდე კრისტენსენი რო დაგვრჩება, რომელი უნდა დასვან სკამზე?