“ბარსას” მაისური ტვირთია. დიახ, ეს არ გეგონოთ უბრალოდ ნათქვამი ან რაიმე სახის მეტაფორა. ფაქტია, რომ გუნდის ფეხბურთელები ყოველკვირეულად უფრო მძიმე ტვირთს ატარებენ მას შემდეგ, რაც მათ ახალი მაისურები მოირგეს. “ბლაუგრანას” მაისურები გადამუშავებული პოლიესტერისგან მზადდება. თითოეული მაისური რვა გადამუშავებული პოლიესთერის ბოთლის წონისაა. თეორიულად, ეგრეთ წოდებული Dri-FIT იწოვს ოფლს კანიდან ქსოვილის ზედაპირზე, საიდანაც სითხე ადვილად ორთქლდება და ეს ყველაფერი შექმნილია იმისათვის, რომ “თქვენ იყოთ მშრალად და თავი იგრძნოთ კომფორტულად.”
ამერიკის ტურნეს დროს, ფეხბურთელებმა აღმოაჩინეს, რომ მაისურები იყო გაჟღენთილი. ფორმები იმდენად სველი იყო, რომ თითქმის ბურთის წონისა იყვნენ და “კანზე წებოსავით ეკრობოდნენ.” თავდაპირველად ფეხბურთელებმა ჩათვალეს, რომ ყველაფერი ნესტისა და მაღალი ტემპერატურის გამო იყო, მაგრამ ესპანეთის სუპერთასის გათამაშებისას, მათ აღმოაჩინეს, რომ იგივე ხდებოდა ესპანეთშიც. შემდეგ ლა ლიგა დაიწყო და კვლავ არაფერი შეცვლილა. ვალენსიაში ყოფნისას ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს, რომ ნათელი მოეფინათ თავიანთი ეჭვებისთვის. მათ თამაშის დაწყებამდე აწონეს მაისური და ის 200 გრამი აღმოჩნდა. პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ მაისური ნახევარ კილოს (500 გრამს) იწონიდა.
პარასკევს, “ბარსელონას” მარკეტინგის განყოფილების წარმომადგენელი “ნაიკის” წარმომადგენლებს შეხვდა. ეს უკანასკნელნი უკვე მუშაობენ პრობლემის აღმოფხვრაზე. “ორ კვირაში ყველაფერი მოგვარდება.”- განუცხადა ამერიკული კომპანიის მხარემ El Pais-ის ჟურნალისტს.