“ბარსელონამ” გადაწყვიტა, რომ ლამინე იამალს ესპანეთის 17-წლამდელთა ნაკრებში ჩადენილი უდისციპლინო ქმედებისთვის ჟუვენილ ა-ს 4 მატჩი გამოატოვებინოს.
Sport-ის ინფორმაციით, ამ ინციდენტში “რეალ მადრიდისა” და მადრიდის “ატლეტიკოს” ფეხბურთელებიც იყვნენ ჩართულნი და მათაც იდენტური სასჯელი დაეკისრებათ.
თებერვალში, პორტუგალიაში გამართულ ახალგაზრდულ ტურნირზე, ალგარვის თასზე ლამინე იამალი გამორჩეული ფეხბურთელი იყო – გათამაშება ესპანეთის 17-წლამდელთა ნაკრებმა მოიგო, ლამინე კი 3 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა. თუმცა, სწორედ ამ დროს მან ორ თანაგუნდელთან ერთად წესები დაარღვია.
ამის მიზეზის გამო, ესპანეთის 17-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ხულენ გერერომ იამალი მარტში გასამართი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის არ გამოიძახა.
ლამინე ჟუვენილ ა-ს “სარაგოსასთან” ჩასატარებელ მნიშვნელოვან შეხვედრაში ძალიან დააკლდება, მაგრამ კლუბმა გადაწყვიტა, რომ ფეხბურთელის დასჯა აუცილებელი იყო.
მოვკვდით ხალხი ნერვიულობით, რა დააშავეს ასეთი მიუტევებელი
რა ქნეს ესეთი, ქუჩის ობოლი ძაღლი გააუპატივრეს თუ რა?!
ტრასის დეიდებში გაძვრნენ ალბათ ღამით ბიჭები და გადააყოლეს თან :)))
რა წესები დაარღვია მოძრაობის? რას მალავენ კაცი ხო არ მოუკლავს. თუ ტებასის მოგონილი წესები იყო კი ყოფილა დასარღვევი.
მაგ გაზიანი სასმელების და შოკოლადის სიყვარულით იყო რო მოედანზე არწყევდა ხოლმე ხანდახან.
რა ქნა ასეთი? ან უფრო სწორედ რა ქნეს?
Barem itqvas ra dargvevazea saubari. Ise ki magari imedi mqonda amis da ase ar gaagrdzelebs imedia…
თუ არ ვცდები 15 წლისაა და ეს სასჯელიც წაადგება აუცილებლად , ბავშვია და ამ ასაკში ეგეთი შეცდომა გარდაუვალია, მთავარია ამ შეცდომაზე ისწავლოს და მეტად აღარ გაიმეოროს
გუნდელის დასთან დაამყარა სექსობრივი კავშირი თუ ასე გასაიდმლოებული რატოა ეს საქმე😀
ბარში დათვნენ და მუზიკანტებს არწყიეს
მაგ თუ გვითხრეს დასკვნას ხომ გავაკეთებთ. თვითონ უნდა მივხვდეთ:)
რა ჩაიდინა ასეთი
რა ჩაიდინა გააჩნია. ეგრე მესი წერს ავტობიოგრაფიაში ნაკრების შეკრებაზე ღამით მე რა აგუერო მარკეტში გავიპარეთ და გაზიანი სასმელები ვიყიდეთო
და რაქნა რა