workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხავიერ მასკერანო: როცა უმტიტი პირველად დავინახე, მივხვდი, რომ ჩემი დრო დასრულებული იყო

ხავიერ მასკერანო: როცა უმტიტი პირველად დავინახე, მივხვდი, რომ ჩემი დრო დასრულებული იყო

“ბარსელონას” ლეგენდარული ფეხბურთელი, ხავიერ მასკერანო სამუელ უმტიტის პირველად ნახვას იხსენებს:

ლუის ენრიკეს ბოლო სეზონში სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დავკარგე. როცა უმტიტი ვარჯიშზე პირველად დავინახე, ჩემს აგენტს დავურეკე და ვუთხარი: “ვალტერ, “ბარსაში” ჩემი დრო დასრულებულია, გუნდში ვიღაც არანორმალური მოვიდა.”

სამუელ უმტიტი “ბარსელონაში” 2016 წელს გადმოვიდა და სტარტი ნამდვილად შესანიშნავი ჰქონდა, მაგრამ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მისი კარიერა უკან წავიდა და მიმდინარე სეზონამდე პრაქტიკულად არ უთამაშია. ამჟამად ფრანგი იჯარით “ლეჩეშია”, დაბრუნების შემდეგ კი კლუბი მას გაყიდის.

რაც შეეხება მასკერანოს – არგენტინელი ლეგენდა “ბარსამ” 2010 წელს შეიძინა, რის შემდეგაც მან კატალონიაში არაერთი შესანიშნავი სეზონი დაჰყო. “ელ ხეფესიტომ” ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურის ტარება 2018 წელს შეწყვიტა.

მასკერანოსა და უმტიტის ერთმანეთის მხარდამხარ 33 მატჩი ჩაუტარებიათ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • Rick Sanchez
    schedule 16 მარ 2023, 18:18
    #5

    მაშინდელი უმტიტი რო გვყოლოდა 2019-2020-2021 ში არ მოხდებოდა ის რაც მოხდა

  • CHEPE
    schedule 16 მარ 2023, 17:44
    #4

    ტიპი საყრდენი იყო და დაცვის ლიდერი გახდა😄😄😄 მასკე მაგარი იყო და მევასებოდა რა მისი თამაში…

  • nika 54
    schedule 16 მარ 2023, 16:47
    #3

    პატარა ბოსი! ასე ეძახდნენ გუნდში.

  • Frenkie de Jong_
    schedule 16 მარ 2023, 07:53
    #2

    მასკე წელს არგენტინასთან ერთად მასაც უნდა აეწია თასი….
    იჩქარა დამთავრდება

  • El pistolero 9
    schedule 16 მარ 2023, 02:46
    #1

    მართლა შავი მალდინი იყო ტიპი და მსოფლიოს გულისთვის გაიფუჭა კარიერა.