“ბარსელონას” ბრაზილიელი შემტევი, რაფინია სეზონის ცუდი დასაწყისის შემდეგ ფორმაში შევიდა და ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად ჩამოყალიბდა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “ბლაუგრანა” 26 წლის ფეხბურთელს სრულ ნდობას უცხადებს და მას აწმყოსა და მომავლის მნიშვნელოვან მოთამაშედ მიიჩნევს.
იმ შემთხვევაში, თუ “ბარსელონას” ფინანსურ Fair Play-სთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები არ შეექმნება, კლუბი რაფინიას არ შეელევა. ბრაზილიელის შეძენით “ჩელსი” და “ნიუკასლი” ინტერესდებიან.
რაფინიას ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 9 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.




რა დრო დადგა, 9 გოლი გვიხარია მეორე წრის შუაში. აფსუს ნეიმარი და მესი ან სუარესი ალბათ სირცხვილით დაიწვებოდნენ ასე ცოტა რო ქონოდათ რომელიმეს გატანილი.
მსოფლიოში ყველაზე ცუდი ბრაზილიელი რატო გვყავს მაინც და მაინც ჩვენ
სად კითხულობთ მსგავს ჭორებს? 150 მილიონის დახარჯვა, რომ უნდოდეს ნიუ კასლს სხვა ბევრი, ბევრად კარგი ვინგერი არსებობს
სკამისთვის კარგია…არ უნდა გაუშვან…ფერანია გასაშვები ფერანი,თან სასწრაფოდ და ანსუს აცადონ იქით ზამთრის ტრანსფერამდე და ააცმეინონ თუ ვერ მოვიდა კიდე აზრზე
Ra ar sheeleva kaco, niukasli 150 milions ixdiso da tu martalia daufiqreblad unda gayidon