ფრენკი დე იონგმა RAC1-თან ისაუბრა:
მომავალ სეზონში ევროასპარეზზე უკეთესად უნდა ვითამაშოთ. გასული 2 წელი რთული იყო, მაგრამ ახლა ბევრად ძლიერი გუნდი გვყავს.
ახალი სისტემა ძალიან მომწონს, რადგან თავს ბევრად კომფორტულად ვგრძნობ და მეტი თავისუფლება მაქვს.
გასულ ზაფხულში მშვიდად ვიყავი, რადგან ვიცოდი, რომ “ბარსაში” დავრჩებოდი – კლუბში, სადაც თამაშზეც ყოველთვის ვოცნებობდი. აზრი არასდროს შემიცვლია.
წარმატებების მიღწევა აქ მსურს.
ბუსკეტსი ძალიან მაღალ დონეზეა. ის გვეხმარება და გვინდა, ჩვენთან დარჩეს, თუმცა გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს.
შიდა ტრებლის მოგება შესანიშნავი იქნება, მაგრამ მინდა, მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზე ბევრად შორს წავიდეთ.
“ბილბაო” ერთ-ერთი ყველაზე რთული მეტოქეა. ამ მატჩზე ფოკუსირებულნი ვართ, შემდეგ კი ფიქრი “ელ კლასიკოზე” მოგვიწევს.
ეს ორი მომდევნო თამაში ბევრ რამეს გაარკვევს პირველ რიგში კი იმას გვაქვს თუ არა საჩემპიონო ხასიათი, რეალს რო ლიგაზე მუდამ თან ახლავს.