workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
4 - 2
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
დუე 38'sports_soccer ერნანდესი 72'sports_soccer ვიტინია 81'sports_soccer რუისი 86'sports_soccer
ესპარტი 55'sports_soccer იამალი 79'sports_soccer
ჟოან ლაპორტა: ჩავი მეუბნება, რომ თუ ლა ლიგას ვერ მოიგებს, წავა

ჟოან ლაპორტა: ჩავი მეუბნება, რომ თუ ლა ლიგას ვერ მოიგებს, წავა

“ბარსელონას” პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ საინტერესო საკითხებზე ისაუბრა:

ვფიქრობ, ჩავის კონტრაქტი უნდა გავუხანგრძლივოთ – ის გრძელვადიან ხელშეკრულებას იმსახურებს. 

ჩავი ამბობს, რომ კონტრაქტის გახანგრძლივებამდე ლა ლიგის მოგება სურს და თუ ასე არ მოხდება, წავა. მაგრამ მე მას ვენდობი და ახალ ხელშეკრულებაზე უკვე ვფიქრობ.

ასეა ბუსკეტსის შემთხვევაშიც. სერხიო ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და ჩავი ითხოვს, რომ ის კიდევ 1 წლით დარჩეს. კაპიტანს ერთწლიან კონტრაქტს შევთავაზებთ.

სერხიომ საკუთარი მომავალი თავად უნდა გადაწყვიტოს, რადგან ბევრი შემოთავაზება აქვს.

ხორხე მესის შევხვდი. მსოფლიო ჩემპიონატსა და მისი შვილისთვის პატივსაცემად მატჩის გამართვაზე ვისაუბრეთ. ლეოს შესაძლო დაბრუნებაზე ლაპარაკი არ მსურს.

მესისთან დაკავშირებით ახლაც იგივენაირად მოვიქცეოდი – კლუბი ყველაზე მაღლა დგას. ამ გადაწყვეტილების მიღება FFP-ს წესების გამო მომიწია. ლეოს მომავალზე საუბარს არ ვაპირებ. ის პარიზში ვნახე და მივულოცე.

გვსურს, მარჯვენა მცველი შევიძინოთ. ასევე, თუ შესაძლებელი იქნება, ცენტრალური მცველიც. რა თქმა უნდა, ცენტრფორვარდიც გვინდა, მაგრამ ვინმეს გაყიდვა მოგვიწევს.

არ ვფიქრობ, რომ ახალი ნახევარმცველი გვჭირდება, რადგან დიდებული შუახაზი გვყავს.

ზაფხულში ერთ-ერთი შემტევის გაყიდვას ვერ გამოვრიცხავთ. როცა მემფის დეპაი წავიდა, შესაძლოა, მისი შემცვლელი უნდა მოგვეყვანა, მაგრამ ფინანსური ვითარება ძალიან რთულია. ვინმეს გასხვისება არ უნდა გამოვრიცხოთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 11 მარ 2023, 10:40
    #7

    Fatic da torresic gaajvamen,ijarit wasulebidan umetesoba gaasxams, roque uechveli mova, mgonia ro turamic mara sheidzleba marcxniv abde daitovon da turams sheeshvan,arada turami mirchevnia,9zec sheudzlia da fizikurad nadiria…marjvniv arauxo ragas iyides aba ig hoaraaqvt. Micen im bichs dro,tu rame koundec dgeba da robertoc da arauxoc…ar gvaq amdeni fuli wels. Roque/turam/ndika/gundogan an amrabat mosayvania. Garciasac da eget sleebsac unda gaa*meinon.

  • Rick Sanchez
    schedule 08 მარ 2023, 22:57
    #6

    ის ერთი შემტევი ვინაა? ფატი თუ ტორესი

  • nika 54
    schedule 08 მარ 2023, 15:18
    #5

    ზაფხულში ერთ-ერთი შემტევის გაყიდვას ვერ გამოვრიცხავთ.
    ერთის კი არა მინიმუმ 2-ის და იქნებ 3-საც.

  • La Pulga10
    schedule 08 მარ 2023, 14:27
    #4

    ციტატა: Griezzy7
    1.ლენგლე (10-20 მილიონი)
    2.უმტიტი (5 მილიონი)
    3.დესტი (10 მილიონი)
    4.ნიკო გონსალესი (5 მილიონი)
    5.ინიაკი პენია (5 მილიონი)
    6.გარსია (10 მილიონი)
    7.კესიე (20-30 მილიონი)
    8.ფატი (10-15 მილიონი მილიონი)
    9.ტორესი (20 მილიონი)
    10.ეზალზული (5 მილიონი)
    ალბამ, რობერტომ და ბუსკეცმა ხელფასები უნდა შეიმცირონ ძალიან!
    იმედია დაახლოებით ამ ფასად მაინც გაყიდიან ფეხბურთელებს და მინიმუმ 90 მილიონის შოვნა კი შეიძლება

    – მარჯვენა მცველი
    – ამრაბატი
    – ტილემანსი & გიუნდოგანი (უფასო)
    – მესი (უფასო)
    – ალვარესი (იჯარა გამოსყიდვის უფლებით)
    – როკე
    – მარცხენა ვინგერი


    აი ნდიკასაც დავამატებდი.ეს ხალხი რომ მოიყვანა ჩვენი გამჩერებელი არავინ იქნება.

  • Griezzy7
    schedule 08 მარ 2023, 00:19
    #3

    1.ლენგლე (10-20 მილიონი)
    2.უმტიტი (5 მილიონი)
    3.დესტი (10 მილიონი)
    4.ნიკო გონსალესი (5 მილიონი)
    5.ინიაკი პენია (5 მილიონი)
    6.გარსია (10 მილიონი)
    7.კესიე (20-30 მილიონი)
    8.ფატი (10-15 მილიონი მილიონი)
    9.ტორესი (20 მილიონი)
    10.ეზალზული (5 მილიონი)
    ალბამ, რობერტომ და ბუსკეცმა ხელფასები უნდა შეიმცირონ ძალიან!
    იმედია დაახლოებით ამ ფასად მაინც გაყიდიან ფეხბურთელებს და მინიმუმ 90 მილიონის შოვნა კი შეიძლება

    – მარჯვენა მცველი
    – ამრაბატი
    – ტილემანსი & გიუნდოგანი (უფასო)
    – მესი (უფასო)
    – ალვარესი (იჯარა გამოსყიდვის უფლებით)
    – როკე
    – მარცხენა ვინგერი

  • Frenkie de Jong_
    schedule 07 მარ 2023, 23:47
    #2

    ფატის გააასხვისებენ მგონი

  • rivaldo80
    schedule 07 მარ 2023, 23:37
    #1

    ზოგადად ტრენერბის უაზრი ცვლა ანგრევს კლუბს ეგრე არტეტა ლამის გაგდეს და კი დაყენა კლუბი