workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რაფინია უსმან დემბელეს საქმეს არ გაუმარტივებს

რაფინია უსმან დემბელეს საქმეს არ გაუმარტივებს

უსმან დემბელე დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა – ეს, შესაძლოა, “ბილბაოსთან” მატჩში მოხდეს, მაგრამ მას რაფინია საქმეს ნამდვილად არ გაუმარტივებს. 

ფრანგის ტრავმის დროს რაფინიამ გუნდში ადგილი ნელ-ნელა დაიმკვიდრა და კარგად გამოიყურება. მათ შორის ჯანსაღი კონკურენცია “ბარსელონასთვის” ნამდვილად სასარგებლო იქნება. 

ჩავი ერნანდესს არასდროს დაუმალავს, რომ მას დემბელე ძალიან მოსწონს და უთქვამს კიდეც, რომ ფრანგს შეუძლია, თავის პოზიციაზე საუკეთესო იყოს. ჩავის ხელში მან “ბარსელონურ” კარიერაში საუკეთესო პერიოდი შემოგვთავაზა და უდიდესი პროგრესი განიცადა.

ჩავის მოსწონს რაფინიაც და არაერთხელ აღნიშნა, რომ მას ენდობა. “ვალენსიასთან” გატანილი გამარჯვების გოლით ბრაზილიელმა გუნდს 3 ქულა კიდევ ერთხელ მოუტანა, “რეალ მადრიდისა” და “ბეტისის” შეხვედრის ფრედ დასრულების წყალობით კი “ბარსა” წინ 9 ქულით გაიჭრა.

რაფინიამ ბოლო 9 მატჩში 4 გოლი (“ბეტისის”, “სევილიას”, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ვალენსიას” კარში) გაიტანა. იდენტური სტატისტიკა აქვს დემბელესაც, მაგრამ ბრაზილიელმა ორით მეტი ასისტი მიითვალა. ბელოლის აქტივში 9 საგოლე გადაცემაა, რითაც ის გუნდში საუკეთესოა.

რაფინიას პროგრესი აშკარაა. სეზონის დასაწყისში ის თავის გამოჩენას ვერ ახერხებდა, რადგან ხშირად თამაში მარცხენა ფლანგზე უწევდა. ამის გამო ბრაზილიელმა ჩავისთან საუბარი გადაწყვიტა.

პირადი საუბარი ყოველთვის მნიშვნელოვანია, რადგან უნდა იცოდე, სამწვრთნელო შტაბი გენდობა თუ არა. ჩემთვის ეს უმთავრესი იყო, რადგან ახალ კლუბში ვარ.

მენტალურად შევიცვალე, ფიზიკურად კი ყოველთვის კარგი ვიყავი. როცა ახალ კლუბში გადადიხარ, ოდნავი ეჭვები ბუნებრივია. ახლა უკეთ გამოვიყურები, ვიდრე სეზონის დასაწყისში და ვიმედოვნებ, რომ ასე გავაგრძელებ. 

– თქვა რაფინიამ “მანჩესტერ იუნაიტედთან” მატჩამდე

“ბარსას” ქომაგებმა ბრაზილიელს კარგი თამაში დაუფასეს და “ვალენსიასთან” მატჩისას, როცა მოედნიდან გადიოდა, ის ოვაციებით გააცილეს.

ფაქტია, რომ დემბელეს ფორმაში ჩადგომა მალევე მოუწევს, თუ სურს, რომ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაიბრუნოს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (18)

  • nika 54
    schedule 07 მარ 2023, 13:57

    თუ მაინც და მაინც ორივემ "დაგლიჯა" ითამაშონ ერთად დემბელე გადმოწიონ მარცხნივ და მორჩა. ფატი და ტორესი იყვნენ შეცვლაზე და თუ რამე აჩვენეს კიდევ დაფიქრდეს ჩავი.

  • I N I E S T A 8
    schedule 06 მარ 2023, 23:54

    ციტატა: Bakero
    პირველ რიგში ზუსტად ეგ ორი ფეხბურთელი გვჭირდება როდრი/ხულიან ალვარესი


    დაგვაკვდება ეს ორი ფეხბურთელი.როდრი ჩემი ოცნებაა ბუსის იდიალური შემცვლელი.🙃

    ციტატა: Genius8
    🚨 ნეიმარი ტრავმის გამო ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს ❌ძაან მეცოდება ტიპი რასაც ქვია მაგარი მიქარა რო წავიდა ბარსადან მამამის რო დაუჯერა ფულის გამო რო გაიქცა ნაკლები ქონდა ბარსაში თუ რა?ეჰ ნემო ნემო


    უნახავმა რა ნახაო.ჩვენც როგორ მოგვაკლო ლიგის თასები და თვითონაც მოიკლო ოქროს ბურთი და სხვა ინდივიდვალური ჯილდო. მანიმარი დავარქვი ამის ფულისტი დედაც ჯეკ

  • La Pulga10
    schedule 06 მარ 2023, 22:54

    უცნაურია მაგრამ დემბელე არ ააყენებს სკამიდან

  • Bakero
    schedule 06 მარ 2023, 22:10

    ციტატა: I N I E S T A 8
    2 შემტევი აუცილებლად გვჭირდება ფატის ასაკის გამო დავტოვდი კიდევ ერთი სეზონი ტორეს და რაფინიას ყველაფრის ფასად გავყიდდი🙃ალვარესის ხელიდან გაშვება არ შეიძლება არანაირად მოსაყვანია ასევე დე იონგის მეწყვილე და პავარი ნიკოს ნდობა არამგონია სწორი იყოს არც კესი უნდა განიხილებოდეს სასტარტოში ჩამშლელი გვინდა სუფთა სისხლის არაუხოს ხასიათის🙃როდრის ვინ მოგვცემს თორე ზედ დააკვდება დე იონგს😀


    პირველ რიგში ზუსტად ეგ ორი ფეხბურთელი გვჭირდება როდრი/ხულიან ალვარესი

  • Genius8
    schedule 06 მარ 2023, 21:33

    🚨 ნეიმარი ტრავმის გამო ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს ❌ძაან მეცოდება ტიპი რასაც ქვია მაგარი მიქარა რო წავიდა ბარსადან მამამის რო დაუჯერა ფულის გამო რო გაიქცა ნაკლები ქონდა ბარსაში თუ რა?ეჰ ნემო ნემო

  • I N I E S T A 8
    schedule 06 მარ 2023, 21:27

    2 შემტევი აუცილებლად გვჭირდება ფატის ასაკის გამო დავტოვდი კიდევ ერთი სეზონი ტორეს და რაფინიას ყველაფრის ფასად გავყიდდი🙃ალვარესის ხელიდან გაშვება არ შეიძლება არანაირად მოსაყვანია ასევე დე იონგის მეწყვილე და პავარი ნიკოს ნდობა არამგონია სწორი იყოს არც კესი უნდა განიხილებოდეს სასტარტოში ჩამშლელი გვინდა სუფთა სისხლის არაუხოს ხასიათის🙃როდრის ვინ მოგვცემს თორე ზედ დააკვდება დე იონგს😀

  • MSN G.O.A.T
    schedule 06 მარ 2023, 21:14

    ციტატა: Genius8
    🚨 ბერნარდო სილვას შემდეგ, მან. სიტის დატოვებას ემერიკ ლაპორტიც განიხილავს – ინგლისური კლუბი სეზონის ბოლოს მზადაა ორივე მათგანს სოლიდური თანხის სანაცვლოდ შეელიოს 💰

    ☑️ ორივე ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ბარსელონა იჩენსლაპორტე არანაირად არ გვინდა ბერნანდუ კამფეტი იქნება და ალვარესიც❤️🤌უმტიტი ლენგლე დესტი ფერანი ფატი ალონსო გარსია ნა@უით ალვარესი ბერნანდუ ნდიკა გაასწორებდა მაგრად პლიუს ტილემანსიც


    ლაპორტე რატოარგინდა 😀😀😀😀

  • CuleTillIDie
    schedule 06 მარ 2023, 20:34

    ნაბი კეიტას მოყვანას აპირებენო უფასოდ იწერება, გამაგიჟებენ ბიჭო ესენი

  • Visca el barca
    schedule 06 მარ 2023, 20:15

    ამის გაყიდვა შეიძლება ზაფხულში კარგ ფასად, არსენალში ან სადმე და სონ ჰინ მინ მოვიყვანდი

  • Dani alves
    schedule 06 მარ 2023, 19:57

    გავარდნა ფეხბურთელია რაფინიაც და დემბელეც. რაფინია უფრო. თუ წაუვიდათ თამაში ერთსაც და მეორესაც სასწაულებს იზამენ თუ არა "სასწაულებს" იზამენ. დემბელეზე კიდევ შეიძლება რაღაცა თქვა მაგრამ რაფინია ლიდს იქეთ არ უნდა წასულიყო.

  • Rick Sanchez
    schedule 06 მარ 2023, 19:47

    რაფინიას ნორმალური სტატისტიკა აქვს,მაგრამ მაღიზიანებს მაგის თამაშის ყურება. როგორია ბრაზილიის ნაკრების ფანი ვუყურებ საყვარელ კლუბში რაფინიას, რომელიც კაცს ვერ ატყუებს. ასეთი უტექნიკო ბრაზილიელი…

  • Genius8
    schedule 06 მარ 2023, 19:26

    🚨 ბერნარდო სილვას შემდეგ, მან. სიტის დატოვებას ემერიკ ლაპორტიც განიხილავს – ინგლისური კლუბი სეზონის ბოლოს მზადაა ორივე მათგანს სოლიდური თანხის სანაცვლოდ შეელიოს 💰

    ☑️ ორივე ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ბარსელონა იჩენსლაპორტე არანაირად არ გვინდა ბერნანდუ კამფეტი იქნება და ალვარესიც❤️🤌უმტიტი ლენგლე დესტი ფერანი ფატი ალონსო გარსია ნა@უით ალვარესი ბერნანდუ ნდიკა გაასწორებდა მაგრად პლიუს ტილემანსიც

  • CuleTillIDie
    schedule 06 მარ 2023, 19:11

    ისე ჩვენ კი მოვითხოვთ ფატი ტორესი გასაშვებიაო, მარა აგერ ნახავთ მომავალ სეზონშიც აქ იქნებიან და ისევ დაგვაწყვეტენ ნერვებს. არაფრის დიდებით არ გააშვებიებს ჩავი.

  • Don_Andresito
    schedule 06 მარ 2023, 19:09

    ორივე სკამზე უნდა იყოს, როტაციაში. ძირითადში ტოპ შემტევები გვინდა

  • cezo45
    schedule 06 მარ 2023, 19:04

    დემბელე.ლევანდოვსკი.რაფინია..
    ეს ტრიო უნდა იყოს ძირითადში ფატი ტორესი ზამენაზე და სეზონის ბოლოს გასაშვებია ორივე

  • C.PC5
    schedule 06 მარ 2023, 18:56

    ნელა ზვიადი😃 ერთს გაიქცევა დემბელე და ისეთ მომენტს შექმნის ეს რო მთელი სეზონია ვერ აკეთებს, ჰაჰა მარცხნივ დადგეს დემბელე ამის გამო თორე რაის ამოგდება, ტორესიც კი უფრო ამწვავებს თამაშს ფლანგიდან ვიდრე ეს, ასისტები და გოლები სხვა საქმეა ვინგერი თუ ქვია კეთილი ინებოს და კაცის მოტყუება ისწავლოს.

  • ROUCH
    schedule 06 მარ 2023, 18:02

    უდემბელობა ისე დაგვეტყო არამგონია რაფინიამ სკამზე მოსვას სუ რო პოჭოზე გაიხას. თუ მაინცდამაინც მარცხნივ დავაყენოთ ყვერანს და ფატის მაინც აჯობებს

  • LM10RG10
    schedule 06 მარ 2023, 17:43

    სად დემბელეს გამწვავებები სად რაფინიას ფაფხური😀ლევანდოვსკისაც ბევრად უფრო კარგად უგებს თან