14. ხოსეპ სამიტიერ ვილიალტა
ეროვნება: ესპანელი, კატალონიელი
ამპლუა: თავდამსხმელი
“ბარსელონა” (1919–1932) 2 “პრიმერა” , 5 ესპანეთის თასი
“რეალი” (1932–1935) “პრიმერა”, ესპანეთის თასი
15. ლუსიენ მიულერი
ეროვნება: ფრანგი
ამპლუა: საყრდენი ნახევარმცველი
“რეალი” (1962–1965) 3 “პრიმერა”
“ბარსელონა” (1965–1968) უეფას თასი
16. ლუის მილია ასპასი
ეროვნება: ესპანელი
ამპლუა: მცველი, საყრდენი ნახევარმცველი
“ბარსელონა” (1984–1990) “პრიმერა”, ესპანეთის თასი, თასების მფლობელთა თასი
“რეალი” (1990–1997) 2 “პრიმერა”, ესპანეთის თასი, 2 ესპანეთის სუპერ თასი
17. ბერნდ შუსტერი
ეროვნება: გერმანელი
ამპლუა: ცენტრალური ნახევარმცველი,საყრდენი ნახევარმცველი, შემტევი ნახევარმცველი
“ბარსელონა” (1980–1988) “პრიმერა”, 3 ესპანეთის თასი, თასების მფლობელთა თასი, ესპანეთის სუპერ თასი.
“რეალი” (1988–1990) 2 “პრიმერა”, ესპანეთის თასი, 2 ესპანეთის სუპერ თასი.
18. მიქაელ ლაუდრუპი
ეროვნება: დანიელი
ამპლუა: შემტევი ნახევარმცველი
“ბარსელონა” (1989–1994) ჩემპიონთა თასი, 4 “პრიმერა”, ესპანეთის თასი, 2 ესპანეთის სუპერ თასი, ევროპის სუპერ თასი
“რეალი” (1994–1996) “პრიმერა”
19. ლუის ენრიკე მარტინეს გარსია
ეროვნება: ესპანელი, ასტურიელი
ამპლუა: ცენტრალური ნახევარმცველი, შემტევი ნახევარმცველი, თავდამსხმელი
“რეალი” (1991–1996) “პრიმერა”, ესპანეთის თასი, ესპანეთის სუპერ თასი
“ბარსელონა” (1996–2004) 2 “პრიმერა”, 2 ესპანეთის თასი, თასების მფლობელთა თასი, ევროპის სუპერ თასი, 2 ესპანეთის სუპერ თასი.
ისტორია:
1995 წელს, ლუის ენრიკე, “რეალში” სკანდალური პიროვნების რეპუტაციის მქონე, მუდმივ ოპოზიციაში მყოფი კლუბის ხელმძღვანელობასთან, აძლევს კიდევ ერთ სკანდალურ ინტერვიუს: ” რას ვგრძნობ როცა “ბარსელონას” კარში გოლი გამაქვს? განსაკუთრებულს არაფერს, იმას რასაც ვგრძნობ სხვა ნებისმიერი გუნდის კარში გოლის გატანისას. “ბარსელონა” ჩემი ერთ–ერთი საყვარელი კლუბია…”
მომდევნო ვარჯიშზე ფანებმა იგი სტვენით გააცილეს, ენრიკე იმავე წელს “ბარსელონაში” გადავიდა!
კატალონიელი გულშემატკივარი ეჭვის თვალით უყურებდა ამ ტრანსფერს, თუმცა “ლუჩომ” პირველივე თამაშში გააქრო ყველა კითხვის ნიშანი. “ოვიედოსთან” გასვლითი შეხვედრის დროს, იგი ცვლის ხრისტო სტოიჩკოვს და პირველივე მატჩში 2 გოლს იტანს, კატალონიელები 4:2 იმარჯვებენ. ამ დღიდან იწყება ლუის ენრიკეს გრძელი გზა “ბარსელონაში”.
მისი პირველი ვიზიტი “სანტიაგო ბერნაბეუზე” 1996 წლის 8 დეკემბერს შედგა. “მე არ დავიბნევი ისე, როგორც ლაუდრუპი “კამპ ნოუს” წინაშე, მე “ბარსელონასთვის” ვიბრძოლებ, მინდა გამარჯვებული დავბუნდე კატალონიაში”– განაცხადა ენრიკემ, თუმცა ამჯერად ეს არ გამოვიდა. ნადალმა, რონალდომ, გვარდიოლამ რამდენჯერმე მოარტყეს ძელს, მაგრამ “ბარსამ” მატში 0:2 წააგო.
პირველივე სეზონში, ლუის ენრიკე ბევრისთვის გასაკვირად, ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად იქცა. რობსონი მას თავდასხმაში ათამაშებდა, რონალდოსთან ერთად, თუმცა შემდეგ იგი მწვრთნელმა უკან დაწია, ნახევარმცველის პოზიციაზე. ამას ხელი არ შეუშლია მისთვის პირველივე სეზონში, კლუბის ბომბარდირთა შორის მეორე ადგილი დაეკავებინა, რონალდოს შემდეგ, “ლუჩომ” 16 გოლი შეაგდო.
მისი პირველი ჰეთ–თრიკი 1997 წლის 19 იანვარს შედგა. “ბლაუგრანამ” 4:2 დაამარცხა “ბეტისი”, 3 გოლი ენრიკეს ანგარიშზეა, სამივე გოლი თავური დარტყმით.
შემდეგ სეზონში, ლუი ვან გაალუის მოსვლასთან ერთად ბევრი რამ შეიცვალა. თუმცა “ლუჩო” კვლავ ძირითადის გეხბურთელად თამაშობდა, იგი ფლეიმეიქერის პოზიციაზეა განლაგებული, ფლანგებზე კი რივალდო და ფიგუ მოსვენებას არ აძლევენ მეტოქის მცველებს.
1997 წლის ნოემბერში, ჩემპიონთა ლიგაზე კიევის “დინამოსგან” განადგურებული “ბარსელონა” მადრიდშ ჩაფრინდა. წინ ელ კლასიკოა! მე–5 წუთზე რივალდომ გახსნა ანგარიში, თუმცა მადრიდელებმა მეორე ტაიმში გაათანაბრეს და მაყურებელთა არნახული მხარდაჭერით შეგულიანებულები შეტევაზეც გადავიდნენ. სწორედ ამ დროს გაეპარათ სასიკვდილო კონტრშეტევა. ლუის ენრიკემ ცენტრში მიიღო ბურთი, ჩამოიშორა 2 მცველი და საჯარიმოს გარედან უძლიერესად დაარტყა…გოლის აღნიშვნისას, ის მადრიდიდელების ყველაზე რადიკალური ფანების ტრიბუნასთან მიიჭრა, “თბილი სიტყვებით” შეამკო ისინი და მუშტით დაემუქრა.
” მე აფექტში ვიყავი, ეს იყო მაქსიმალური ბედნიერების წუთები, რომელიმე ფეხბურთელს ახსოვს რას ყვიროდა როცა კუმანმა “უემბლის” ფინალში გაიტანა? ალბათ არა! არც მე მახსოვს რას ვყვიროდი “ბერნაბეუზე”. კატალონიელებმა ის მატჩი 3:2 მოიგეს.
ამის შემდეგ გადიოდა წლები, მოდიოდა ტიტულები, ენრიკე უარით ისტუმრებდა ყველა კლუბს, რომელსაც მისი გადაბირება სურდა. “მე აქ ბედნიერი ვარ და ვაპირებ აქ დავასრულო კარიერა”.
ყველაფერი კარგად მიდიოდა 2000 წლამდე. შემდგე კი დადგა გასპარის ეპოქა, საშინელი, მძიმე და დამთრგუნველი.
ამ დროის ლუის ენრიკეს ფიგურამ პირველ პლანზე წამოიწია. იგი “ბარსელონას” 3 კაპიტანში ითვლებოდა, იგი სარგებლობდა ამ უფლებით, სერხი ბარხუანთან ერთად ატარებდა პრეს–კონფერენციებს და გულშემატკივრების მოუწოდებდა გვერდით დადგომოდნენ გუნდს ამ ურთულეს პერიოდში.
“ჩვენ ისე გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა, როგორც არასდროს.დიახ, პეპი წავიდა, მაგრამ ის ყოველთვის იქნება ჩვენს გულებში. ჩვენ ყველა “ბარსელონაში” ვრჩებით, პეპის გარეშეც და თქვენ კვლავ “ბარსელონას” გულშემატკივრები ხართ”.
ლუის ენრიკე ახალ ლიდერად, კუმირად იქცა. სეზონის ჩაგდების შემდეგ, მან კვლავ მოიწვია პრეს–კონფერენცია და განახადა, რომ ის და სხვა ვეტერანები მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებენ და მხოლოდ ისინი არიან დამნაშავენი ყველაფერში.
“ბერნაბეუზე” მას კვლავ უსტვენდნ, ის კი აღარ ამცირებდა “რეალის” ფანებს. იგი შეიცვალა, რადგან მას მკლავს უმშვენებდა წითელ–ყვითელი სამკლაური, რომელსაც თავის დროზე ატარებდნენ: ლადისლაო კუბალა, იოჰან კრუიფი, ანდონი სუბისარეტა და პეპ გვარდიოლა.
2002 წელს, როდესაც ლუი ვან გაალი დაბრუნდა კატალონიაში, სწორედ ენრიკემ დააწყნარა გაბრაზებული ფანები, ის არეგულირებდა სიტუაციას მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის, ალაგებდა ურთიერთობას პრესასთან.
მისი მაგიური ძალა და სულიერი სიძლიერე ყოველთვის “ბარსასთან” ერთად იყო. სწორედ მისი გამოჩენის შემდეგ “სანტიაგო ბერნაბეუზე” კატალონიელები დაწყნარდნენ, 2 გოლი გაიტანეს და გამარჯვებულები დაბრუნდნენ სახლში.
თუმცა ყველაფერს აქვს დასასრული. არაა საჭირო სტატისტიკის წაკითხვა, უბრალოდ უყურეთ მის თუნდაც 1 მატჩს მაინც და ყველაფერს მიხვდებით. 2004 წლის 16 მაისს “ლუჩო” ფეხბურთიდან წავიდა…
პირველად მან კაპიტნის სამკლაურის მოხსნა 54–ე წუთზე დააპირა, თუმცა “კამპ ნოუს” ტრიბუნები მაშინვე “აფეთქდა”: “ლუის ენრიკე! ლუის ენრიკე! ლუის ენრიკე!”–ყვიროდა 100 000 კაცი. მეორედაც თითქოს ბედისწერას არ უნდოდა მისი წასვლა. ოვერმარსი, რომელსაც “ლუჩო” უნდა შეეცვალა დიდი ხანი იდგა შეცვლის მოლოდინში, ბურთი კი აუტში არ გადადიოდა. პუბლიკა ექსტაზში იყო: “ლუის ენრიკე! ლუის ენრიკე! ლუის ენრიკე!”
ბოლოს კი მაინც დადგა საზარელი წუთი…უზარმაზარი “კამპ ნოუ” ვულკანს დაემსგავსა, ყველა წამოდგა ფეხზე და ტაშით გააცილა კაპიტანი, ფეხზე იდგა ორივე გუნდის სათადარიგოთა სკამიც…
იყო თუ არა დაბნეული? ეს არაა მნიშვნელოვანი. მაყურებელი კვლავ ფეხზე იდგა, “ბარსელონას” ფეხბურთელები კი რიგ–რიგობით მირბოდნენ მასთან. პირველი პუიოლი მივიდა, რაც ალბათ სიბოლურია, სწორედ ის იქცა კლუბის სიმბოლოდ ენრიკეს წასვლის შემდეგ. სათადარიგოთა სკამთან ცრემლიანი თვალებით მას გადაეხვია კარლეს ნავალი, ჰენკ ტენ კატე და ფრენკ რაიკაარდი. მასთან მიირბინა ვიქტორ ვალდესმა და ცრემლიანი თვალებით გადაეხვია. ენრიკემ მადლობა გადაუხადა ტრიბუნებს და სკამზე დაჯდა…და ალბათ, სწორედ ამ წუთას “ბარსელონას” ყველა გულშემატკივარის სახეზე ენით აუწერელი ტკივილი აღიბეჭდა…რადგან ადრე ყველამ ვიცოდით, რომ ლუის ენრიკე სადაც არ უნდა ყოფილიყო, მოედანზე, სათადარიგოთა სკამზე თუ სულაც სახლში, ყოველთვის მზად იყო გამოჩენილიყო, გაემხნევებინა კატალონიელები და დიადი გამარჯვებებისკენ გაძღოლოდა მათ.
შენ ყოველთვის ჩვენს გულებში იქნები “ლუჩო” !!!
V ნაწილის დასასრული