workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნ’გოლო კანტე ბარსელონას ელოდება

ნ’გოლო კანტე ბარსელონას ელოდება

ლონდონის “ჩელსის” საყრდენი ნახევარმცველი ნ’გოლო კანტე “ბარსელონას” კიდევ ერთხელ დაუკავშირეს.

31 წლის ფეხბურთელს “ლურჯებთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება და “ბარსელონას” შანსი აქვს, ის უფასოდ დაიმატოს.

Sport-ის ცნობით ფრანგმა ფეხბურთელმა “ჩელსის” ახალ ხელშეკრულებაზე უარი უთხრა. მიზეზი მისთვის მიუღებელი პირობებია. ლონდონელები კანტეს კონტრაქტს 2+1 წლის სისტემით სთავაზობენ, თავად ნ’გოლოს კი გარანტირებულად სამწლიანი ხელშეკრულება სურს.

კატალონიური მედია ასევე იტყობინება, რომ კანტე “ბარსელონას” ელოდება. თუმცა ფეხბურთელის ტრავმიანობისა და ასაკის გათვალისწინებით, ძნელად წარმოსადგენია, “ბარსამ” მას გარანტირებულად სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (14)

  • nika 54
    schedule 13 თებ 2023, 15:07
    #14

    და კიდევ ერთხელ, ამას 3 წლიანი კონტრაქტი აინტერესებს თუ უფრო ჩელსიზე მაღალი ხელფასი ჩვენთან. სწორედ ასაკის გათვალისწინებით პატარა ხელფასზე შეიძლება მოყვანა.

  • Don_Andresito
    schedule 12 თებ 2023, 22:33
    #13

    ციტატა: ♠️spookify♠️
    Ar mgonia awi amis moyvana swori, axalgazrdebze unda gaketes aqcenti,max 25-27 wlis xalxze. 2 welshi amis shemcvleli kide mosadzebni gveyoleba da kai tu dzmaxar,gavichirvot moviyvanot amrabat an vinme mase axalgazrda da nichieri bichi da centri gveyoleba 10 weli xelsheuxebeli


    ცენტრი ისედაც 10 წლით ხელშეუხებელია, გავი პედრი ფრენკი ისედაც ძირითადია იდეაში. კი რა თქმა უნდა ახალგაზრდას მოყვანა ჯობს, მარა ერთი ვეტერანი გამოცდილი ნახევარმცველი საჭიროა გუნდში. კანტე ან გიუნდოგანი. გიუნდოგანი უფრო სტაბილურია, ნაკლებად ტრავმიანი. კანტეს რა ხანია არ უთამაშია მარა ზოგადად დონით ზე კლასი იყო ყოველთვის. ამრაბატი ფული ღირს, ფიორენტინა იაფად არ გამოუშვებს, ტიელემანსი უფასოა და შესაბამისად მაღალ ხელფასს მოითხოვს. ბუსკეცი თუ წავა, კანტე გიუნდოგანიდან ერთ ერთი უნდა დავიმატოთ. პლიუს კიდე ამრაბატი. თუ ბუსი დარჩება 1 წლით, მაშინ ან მაგ ორი სტარიკიდან ერთი. ამ ეტაპზე 10-15 მილიონიან ტრანსფერების გაკეთEბას ჯობს უფასოდ დავიმატოთ ხალხი და გუნდის ფინანსურად ამოსუნთქვას დაველოდოთ. აი მერე უკვე მარტო ტოპ იგროკები ან ახალგაზრდები ვიყიდოთ. მარა სანამ გუნდი ამ დღეშია რო სკამებს ყიდის, მანამდე 15 მილიონიც ბევრია საეჭვო დონის ნახევარმცველში რომელმაც უბრალოდ მსოფლიო ითამაშა მაგრად და სერია ა ში დიდი ვერაფერია. ვინც არ უყურებთ და მარტო 1 თამაშს უყურეთ ან იუთუბით აფასებთ გაჩუმდით და ნუ გამომეხმაურებით. ნახევარდაცვაში 15-15 მილიონებად ვიღაცების ყიდვას ჯჯობს 1 წელი თავი შევიკავოთ და მერე როცა ბუსი უეჭველი წავა როდრი ვიყიდოთ ვინც უეჭველად გამოგვადგება. ამრაბატი მეც მევასა მსოფლიოზე მარა დარწმუნებული ვარ ბარსას დონეს ვერ დადებს. თან საყრდენზე, ყველაზე საპასუხისმგებლო პოზიციაზე გუნდში. თავისი ქვეყნისთვის რო ითამაშა ეგ სხვააა, აქ ერთი ნი პალადკა და ეეგრევე ანდრე გომეში გაიჩითება. და ის ჭორი რო უფასოდ სათამაშოდ იყო მზად არ ნიშნავს რო ბარსაზე შეყვარებულია. უფასოდ ვერ მოვიყვანთ და მაგისი საყიდელი ფული თუ კრისტიანსენის გაყიდვით უნდა ვიშოვოთ არ მინდა ძმაო. ისევ უფასო გიუნდოგანი მირჩევნია ან კანტე

  • datio
    schedule 12 თებ 2023, 22:28
    #12

    წესიერი კონტაქტი, ანაზღაურების ნაწილი ნათამაშევი თამაშების მიხედვით და ეგაა. კანტი პრემიერ ლიგის ტემპს ვერ უძლებს, თორემ ლა ლიგაში 3-დან 2 წელი მაინც საოცრად ეფექტური იქნება

  • Pirat❤️💙
    schedule 12 თებ 2023, 22:19
    #11

    ტილემანსი ან გიუნდოგანი გვინდა ორივე ჯობია კანტეს

  • M.S.N
    schedule 12 თებ 2023, 22:04
    #10

    ციტატა: ♠️spookify♠️
    Ar mgonia awi amis moyvana swori, axalgazrdebze unda gaketes aqcenti,max 25-27 wlis xalxze. 2 welshi amis shemcvleli kide mosadzebni gveyoleba da kai tu dzmaxar,gavichirvot moviyvanot amrabat an vinme mase axalgazrda da nichieri bichi da centri gveyoleba 10 weli xelsheuxebeli


    დაცვაც შეიკრა და მარტო შეტევა დაგვრჩა.

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 12 თებ 2023, 21:50
    #9

    Ar mgonia awi amis moyvana swori, axalgazrdebze unda gaketes aqcenti,max 25-27 wlis xalxze. 2 welshi amis shemcvleli kide mosadzebni gveyoleba da kai tu dzmaxar,gavichirvot moviyvanot amrabat an vinme mase axalgazrda da nichieri bichi da centri gveyoleba 10 weli xelsheuxebeli

  • cruyff9
    schedule 12 თებ 2023, 21:44
    #8

    38 წლისაა მოდრიჩი და ვერ თამაშობს???მოიყვანეთ ბიჭოო მოიყვანეთ!!!!!

  • Iniesta_8
    schedule 12 თებ 2023, 20:48
    #7

    ჩამოწერილი ფეხბურთელია ეს უკვე. 5 წლის წინ უნდა მოეყვანათ ბუსკეცის მაგივრად. ახლა აზრი არ აქვს.

  • Rick Sanchez
    schedule 12 თებ 2023, 20:45
    #6

    სიბერე სიბერე…

  • LM10RG10
    schedule 12 თებ 2023, 19:41
    #5

    კანტე-დეიონგი-პედრი-გავი ნახევარდაცვაში იქნება რაღაც სასწაულიიი,ბურთი,რო არ უნდა დაანახონ არავის აი ეგეთიი

  • ფრედი
    schedule 12 თებ 2023, 18:56
    #4

    ბარსელონას არსაიდან დაეცა 220 მილიონი, ფეხბურთში გაუგონარი სატრანსფერო თანხა, თან ისე რო ტოპ 3 ფეხბურთელიდან მესამე დათმეს მარტო. მერე ადგნენ და მაგ თანხიდან140 მილიონი გადაიხადეს კოუტინიოში და თუ კოუტინიო ჩემპიონთა ლიგას მოიგებდა ლივერპულს ბარსელონა კიდევ დაუმატებდა თანხას. ლივერპულმა კოუტინიოს ფულით ვან დაიკი იყიდა და დაცვა დააცემენტა, ალისონით კი დაცვიდან თამაშის კომპონენტი გაიძლიერა და ფაქტობრივად მაგ ფეხბურთელების ხარჯზე 3:0-დან 4:0 დაუქამბექა ბარსელონას. კოუტინიო საშინელება იყო ბარსელონაში და ამაზე გამწარებულმა ბარსელონამ ადგა და ეს კოუტინიო ბაიერნში გაანათხოვრა ჩუმად იქნება და იქნებ რამეს გამოვრჩეთ და კოუტინიოც იქნებ ამ ბაიერნში მოიხოდოსო, შეხვდათ ეს ბაიერნი ჩემპიონთა ლიგაზე და 8:2 წააგეს და იმ 8 გოლიდან 3 გოლი პირადად კოუტინიომ გაუტანა ბარსელონას. ბოლოს კოუტინიომ ამ ბაიერნთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ბარსელონას ლივერპულისთვის კონტრაქტში გათვალისწინებული ზედმეტი თანხის გადახდა მოუწია რადგან კოუტინიომ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. შემდეგ ბორდი შეიკრიბა იფიქრეს ფიქრეს და რაღაც ვერაა გუნდში კარგადო და 100+ მილიონად ნაყიდი გრიზმანი და სუარესი ატლეტიკოს მისცეს ჯამში ორივე ერთად 20 მილიონად და ეს შენი ატლეტიკოც ადგა და ამ შენი სუარესით და გრიზმანით ლა ლიგამ მოუგო ბარსას. მერე დაფიქრდნენ, რაღაც ძალიან ბევრი აყლიოზი დაგვიგროვდა და ამ მესის ძალიან ბევრს ხო არ ვუხდით, მოდი უფასოდ გავუშვათ და 70 მილიონად დავიმატოდ უფანტაზიო რაფინია, ეგ გვიშველისო. ამჯერადაც კიდევ ერთხელ შეიკრიბა ბარსელონას ხელმღღვანელობა და საკმარისი ღლეობები არ დაგვმართნიაო და კიდევ ერთი ბაჯაღლო ღლეობა გადაწყვეტილება მიიღეს მოდი დაცვას რომელსაც 20 თამაშში მხოლოდ 7 გოლი აქვს გაშვებული მოდი ეგ უმაგრესი დაცვა დავშალოთ და ამ დაცვის ერთ ერთი ლიდერი ანდრეას კრისტენსენი გავყიდოთ და ერიკ გარსია დავიტოვოთო.

    მოკლედ ოდესმე თუ რომელიმემ თავი უსარგებლოდ და გამოყენენებულად ან ბოლო დონის ###ედ ჩათვალოთ, გაიხსენეთ ბოლო წლებში ბარსელონას ხელმძღვანელობამ რეები აკეთა და ეგრევე მოგეშვებათ. დამიჯერეთ. 😁😁😁😁😁😁😁

  • Frenkie de Jong_
    schedule 12 თებ 2023, 18:54
    #3

    უფასოდ მოიყვანონ. ძან ჭჯვიანი ფეხბურთელია კანტე

  • I N I E S T A 8
    schedule 12 თებ 2023, 18:36
    #2

    ისე არ იქნება კანტე დე იონგი ცენტრში ცუდი მაგრამ ეს ტრავმიანობა ატრაკებს თორე უფასოდ ბუსკეცის გარდა ამაზე კარგს ვის მოიყვანს კაცი 🙂
    როდრი ჩემი ოცნებაა და იმედია შეულაგებენ სიტის😁იქნებ დავითრიოთ როგორმე დაცვა და ნახ დახვა 7-8 წელი ხელშეუხებელი იქნება:)))

  • Maestro 6
    schedule 12 თებ 2023, 18:34
    #1

    რავი რაღაც ძაან უკან მგონია ამისი კარიერა წასული, ბოლოს ფეხბურთი როდის ითამაშა აღარც მახსოვს, მგონი ვინმე სხვა მოიყვანონ ჯობია