ბარსელონელების 7 ნაკრები მუნდიალის ფლეი ოფში გავიდა

ბარსელონელების 7 ნაკრები მუნდიალის ფლეი ოფში გავიდა

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ჯერ დასრულებული არაა, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ იმ 8 ნაკრებიდან, სადაც “ბარსელონას” ფეხბურთელები თამაშობენ, 7 მომდევნო ეტაპზე გავიდა.

ჯგუფში თავიანთი გამოსვლა დაასრულეს ბრაზილიამ (პირველი ადგილი), ნიდერლანდებმა (პირველი ადგილი), ეგვიპტემ (მეორე ადგილი), ესპანეთმა (პირველი ადგილი), ურუგვაიმ (მესამე ადგილი) და საფრანგეთმა (პირველი ადგილი).

თითო თამაში აქვთ დარჩენილი პორტუგალიასა და ინგლისს. ჟოაუ კანსელუს პორტუგალია კოლუმბიასთან მოგების შემთხვევაში ჯგუფს პირველ ადგილზე დაასრულებს, ფრე ევროპელებს მე-2 ადგილს შეუნარჩუნებს. პორტუგალიელები სავარაუდოდ მეორე ადგილს შეინარჩუნებენ წაგების შემთხვევაშიც, მაგრამ არის თეორიული შანსი, რომ მე-3 ადგილზე გადავიდნენ, თუმცა ისინი ჯგუფიდან გასულები მაინც არიან.

ენტონი გორდონსა და მარკუს რაშფორდს 1/16-ფინალის საგზური განაღდებული აქვთ, მაგრამ ჯერ უცნობია, ინგლისი ჯგუფს პირველ ადგილზე დაასრულებს, მეორეზე თუ მესამეზე.

წუხელ “ბარსელონელების” სამმა გუნდმა ითამაშა. საფრანგეთმა ნორვეგია 4-1 გაანადგურა. ჟიულ კუნდე ტრადიციულად სასტარტოში იყო და მან 87 წუთი ითამაშა.

1/16-ფინალში გავიდა “ბარსა ატლეტიკის” 18 წლის თავდამსხმელის, ჰამზა აბდელკარიმის ეგვიპტე, რომელსაც ჯგუფში მე-2 ადგილის დასაკავებლად ბოლო ტურში ირანთან ფრეც ეყო. ჰამზამ ტრადიციულად შეხვედრის ბოლო 14 წუთი ითამაშა.

“ბარსელონელების” დაპირისპირება არ შედგა ესპანეთისა და ურუგვაის თამაშში, რადგან რონალდ არაუხო კვლავ ტრავმირებულია. “ფურია როხას” ძირითად შემადგენლობაში ვიხილეთ პაუ კუბარსი, პედრი და ლამინ იამალი. პირველმა ტრადიციულად სრულად ითამაშა, პედრი მე-60 წუთზე შეცვალეს, ხოლო იამალი – 76-ეზე. დანი ოლმომ 30 წუთი ითამაშა, ფერან ტორესმა 14, ხოლო ერიკ გარსიას, ჟოან გარსიასა და გავის მოედანზე შესვლის საშუალება არ მიეცათ. ესპანეთმა 1-0 მოიგო, რის გამოც ურუგვაი ჯგუფში ჩარჩა.

“ბარსელონელების” უმეტესობამ 1/16-ფინალში მეტოქის ვინაობა უკვე იცის. საფრანგეთი შვედეთს დაუპირისპირდება, ნიდერლანდები მაროკოს, ბრაზილია იაპონიას, ეგვიპტე ავსტრალიას. ესპანეთის მეტოქე, დიდი ალბათობით, ავსტრია იქნება. რაც შეეხებათ ინგლისსა და პორტუგალიას – ისინი, შესაძლოა, ერთმანეთის პირისპირ ვიხილოთ.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (2)

დატოვე კომენტარი

  • Motamashe
    Motamashe ახალბედა
    27 ივნ 2026, 10:38

    🚨 ბარსელონას მიერ რასინგ სანტანდერის მცველის, ხორხე სალინასის ტრანსფერი შეჩერდა. მხარეები ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხაზე ვერ თანხმდებიან.

    კატალონიურ კლუბში მიაჩნიათ, რომ 1 ივლისამდე მოთამაშის შეძენა 8 მილიონ ევროდ არის შესაძლებელი. რასინგი კი ამტკიცებს, რომ ლა ლიგაში აღზევების შემდეგ, გამოსასყიდი ფასი მომენტალურად გაორმაგდა და 16 მილიონი ევრო გახდა.

    ბარსელონა გარიგებაში ფეხბურთელის იჯარით ჩართვასაც განიხილავს, თუმცა ვიდრე მხარეები ფასზე არ შეთანხმდებიან, ტრანსფერი შეჩერებულია.

    (წყარო: Diario Sport). ცირკის კლოუნები😕

  • barca9999
    barca9999 გულშემატკივარი
    27 ივნ 2026, 10:09

    სალამი მეგობრებო როგორ ხართ? მოკლედ რას მირჩევთ ბილეთი მქონდა დაწერილი აქ ამერიკულ ტოტალიზატორში 30$ იანი. სანამ მსოფლიო დაიწყებოდა 11 თამაში მქონდა აღებული პატარა კუშები ბოლოს კი მივამატე არგენტინის ჩემპიონობა. თასს რო აწევს ფეხბურთის მეფე🙈😁 ყველა დაჯდა და 650$ მაძლევდ აქეშაუტს. რათქმაუნდა არ ამიღია. 326 კუშია… ახლა როცა ჯგუფიდან გავედით 1214$ მაძლევს… ვფიქრობ ფინალამდე დაველოდო და ერთ 5,6 $ შემომთავაზებს. სულ 9800$ ს იგებს. თან ბადეც გამართლდა, ესპანეთი და საფრანგეთიც აგვცდა. ბრაზილია არი აქეთ ბადეში არგენტინასთან და დაცელოდოთ პორტუგალიაც საით წავა… ფინალმად ედავლოდო თუ რას მირჩევთ?