“ბარსელონას” თამაშის სტილიდან გამომდინარე კატალონიელთათვის ყველაზე დიდ საფრთხეს კონტრშეტევები წარმოადგენს, რადგან ხშირად ხდება ხოლმე, რომ გუნდი შეტევაში დიდი ძალებითაა წასული.
ბოლო წლებში მეტოქის კონტრშეტევებთან გამკლავება დიდი პრობლემა იყო, რადგან ასაკოვანი ფეხბურთელები დაცვაში დროულად დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ. გვახსოვს, ამის გამო არაერთი გოლი გაგვიშვია.
“ბეტისთან” გუშინ გამართულ შეხვედრაში კი გულშემატკივართა ყურადღება ერთმა ეპიზოდმა მიიქცია. “ბეტისი” ძალიან სახიფათო კონტრშეტევაზე გადმოვიდა, მეტოქეს რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ წამიც და სევილიელებს შეტევის გაგრძელების ვარიანტები გაუქრათ.
მართლაც მაგრა შრომობს და რა ქნას მეტი. ალბათ ამისთვის მოიყვანეს გუნდში და თუ განვითარდება ჩვენც ეგ არ გვინდა?
შრომობსო ისე იძახით გეგონება ყანაში სათოხნელად გვყავს მოყვანილი. თავდამსხმელია და პირველ როგში შეტევაში შედეგიანი ქმედება ევალება, ამას კიდე 3 გოლი აქვს გატანილი სულ როცა დრო საკმაოდ ბევრი ეძლევა. დაცვას სხვა ვინგერებიც ეხმარებიან და შეტევაშიც არ აკლებენ, ეს კიდე მარჯვენა მცველივით თამაშობს როცა გუნდს შეტევაში ასე უჭირს. დემბელეს ვაგინებდით ( სამართლიანად) მარა ამას მაინც ჯობდა.
რაფინია ლუის ნაზარიო სუზანას უყვარდა ლოლანდო