ჩავი ერნანდესმა “ხეტაფესთან” მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
“ხეტაფე” რთული მეტოქეა, რომელიც თავს კარგად იცავს. ხვალ მარტივი თამაში არ გველის.
მემფისმა “ატლეტიკოში” გაშვება ითხოვა. ის “ბარსაში” თავს კომფორტულად ვერ გრძნობდა. ვნახავთ, შევძლებთ თუ არა მისი შემცვლელის დამატებას.
ალვესის შემთხვევა? ამაზე კომენტირება ძალიან რთულია. მე გაკვირვებული და შოკირებული ვარ, რადგან დანის ძალიან კარგად ვიცნობ.
კოპა დელ რეი? ჩვენ “სოსიედადის” სახით, ამ მომენტისთვის ესპანეთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს ვეთამაშებით, თუმცა სახლში თამაშის უპირატესობა გვაქვს.
დე იონგსა და არაუხოს თამაში შეუძლიათ, თუმცა მათ მცირე დისკომფორტი ჰქონდათ. ხვალ გადავწყვეტთ, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას შეხვედრაში, მაგრამ ამიერიდან ყოველი მატჩი მნიშვნელოვანია.
გავი ძალიან მალე მომწიფდა. მან იცის როდის უნდა დაჯარიმდეს. ის განსაკუთრებული მონდომებით თამაშობს.
არ ვფიქრობ, რომ ფეხბურთმა ენთუზიაზმი დაკარგა.
მემფისის შემცვლელი არ მომითხოვია. მე ბევრჯერ ვთქვი, რომ შემადგენლობით კმაყოფილი ვარ. თუ შემცვლელს დავიმატებთ, კარგი იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სარეზერვო გუნდის ფეხბურთელებს გამოვიძახებ.
“რეალ მადრიდთან” გამარჯვება თავდაჯერებულობას გვმატებს.
როდესაც კრისტენსენი თამაშობს, მშვიდად ვართ. ის ბურთთან ერთად კარგად მოქმედებს და შეცდომებს არ უშვებს. ის ბედნიერია და კლუბისთვის იდეალური ფეხბურთელია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ანდრეასი ახალგაზრდაა და ჯერ კიდევ ესპანური ენის სწავლის პროცესშია.
“რეალ მადრიდი”? ჩვენ არცერთ გუნდს არ ვედრებით, მხოლოდ საკუთარ თავს ვუყურებთ.
ანსუ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მას განსხვავების შექმნა შეუძლია.
ფერანი კარგადაა, თუმცა ის ცოტა გოლს იტანს, რის გამოც თავდაჯერებულობს კარგავს. მიუხედავად ამისა, ჩვენ მას ვენდობით.
სუბიმენდი? სხვა გუნდის ფეხბურთელებზე საუბარი არ მიყვარს.
პიკეს “მეფეების ლიგა”(Kings League)? მას არ ვაკვირდები, მაგრამ ვიცი, რომ “ბარსელონას” მასთან შეთანხმება აქვს. ჟერარს წარმატებას ვუსურვებ.
“ლა მასიას” ფეხბურთელებს მუდმივად ვაკვირდებით.
აბა შენ იცი ნაპოლისთან თამაშის შემდეგ არ იყოს გამოდი აქაც თქვი წაგების ან უკეთეს ვარიანტში ფრედ დამთავრების შემთხვევაში რომ მოგებას ვიმსახურებდითო.
10 მილიონს შენ გადაუხდი ბრაიტონს კომპენსაციისთვის ? მატერიალური თვალსაზრისით არანაირად არ ჯობია და კიდევ მეორე საკითხია გასარკვევი რამდენად გაქაჩავს დიდ გუნდში დეძერბი რადგან ბევრი კარგი მწვრთნელი გრანდებში ურევენ
ბაიერნი ალონსოსთან მოლაპარაკებებს იწყებსო ხოდა ფლიკს არ ეჩალიჩებიან ანუ 70/80% ით ფლიკის კანდიდადურა მაინც იქნება მერე თუ მოაგვარებენ და შეთანხმდებიან დეტალებზე კი მოვა ფლიკი თუ არადა ტუხელს დე ძერბი ჯობია და ტენ ჰააგიც
ნეიმარი ალ ჰილალში წავიდა.
ნეიმარი არაა ის ვისაც დაეყრდნობი, ტიპს ფეხბურთი კარგახანია რაც კიდია უკვე და როდის დაგაღალატებს ვერ გაიგებ
ნეიმარზე სხვანაირად ბაზრობს უკვე. ფაქტია მუშაობენ ბრაზილიელზე.
კაროჩე თუ ნეიმარი მოვა ფატი ჯობია წავიდეს,იჯარით გავუშვებდი იქნებ სხვაგან გაიხსნას და განვითარდეს
კონკრეტულადფ ილაპარაკე, სულ ღობიდან გვესაუბრები!..
პეპის თანაშემწეობით, რომ დაგეწყო კარიერა არა?
ეხლა ისე უნდა ითამაშონ როგორც ჟირონასთან? ოფლის დაღვრა რო დაეზარათ, გეგონებოდა 100% იცოდნენ რო ბურთი მაინც გავიდოდა როგორც პირველ წრეში იმავე ჟირონასთან.
იმედია ბევრს არ გაგვტანჯავს და წყნარად უხმაუროდ დატოვებს 3 ქულას. ბურთებზე არ ვივაჭრებთ, რამდენსაც არ დაინანებს იმდენი იყოს.
ერთი ის მამშვიდებს რომ 15-ე ადგილზეა ხეტაფე და არ ბრწყინავს, ასევე კამპ ნოუზეა თამაში და ბოლოსდაბოლოს ხეტაფეა რა
აუცილებლად მოსაგები თამაშია, აღარაა უკვე დასაკარგი ქულები, ლალიგა უნდა დავდოთ წელს და გაისად მინიმუმ ლიგის ფინალი დაიდოს
აუცილებლად მოსაგები თამაშია
https://www.youtube.com/watch?v=jUwpi3i0Bw8
ბარსას ვარჯიშებიდან არის მონაკვეთი და ფატი კარგად ურტყამს ჯარიმებს და მაგან ურტყას ეგ ჯარიმები
3 შემტევი გვყავს იდეაში რაც ძალიან ცოტაა
ხეტაფესთან ბარსას რთული თამაში ელის თუ წინასწარ არ არის დადგმული, მაგრამ რეალს რო გადაუარეს რატო არსად არ აჩვენეს? რა წესია რეალს რო მოეგო ყველგან ეგ იქნებოდა
რამე არ მიქარო ტაქტიკაში…
ფერანი სავიჩებთან ჩხუბით ნაკლებად თუ დაკავდება და სქილებს მიხედავს, კარგი იქნება. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს თავში აქვს ავარდნილი, გეგონება ყველაფერს მიაღწია უკვე კლუბში და კარიერის ბოლო წლებს ატარებდეს ტკბილად. არ გამოვა ეგრე, ბარსელონაში თამაში ბოლო დროს უბრალოებად იქცა, ამ დროს პრივილეგიაა. ძველ თაობას ეს გათავისებული ჰქონდა, ახალ თაობაში მხოლოდ ზოგიერთებს ვატყობ ეგეთ დამოკიდებულებას
ეს უნდა მოვიგოთ თორე გაგვირთულდება საქმე