იანვარი “ბარსელონასთვის” სეზონის გარდამტეხი თვე უნდა გამოდგეს. “ელ კლასიკო” მოგებულია, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველი ტიტულიც აღვმართეთ თავს ზემოთ და გუნდის თავდაჯერება და განწყობაც გამოკეთდა. რაც მთავარია, ფეხბურთელებმა იგრძნეს, რომ არა მხოლოდ დადებითი შედეგის დაფიქსირება, ძველებურად მაღალი დონის თამაშის ჩვენებაც შეუძლიათ.
უახლოეს ტურებში “ბარსელონასა” და “რეალ მადრიდს” ისეთი კალენდარი ელით, კატალონიელთა მხრიდან ლიდერობის კიდევ უფრო გამყარება არ უნდა გაგვიკვირდეს. ესეც თავდაჯერებისთვის ძალიან კარგი იქნება და თუ ასე მოხდება, ევროპა ლიგაზე “მანჩესტერ იუნაიტედთან” ძალიან რთულ თამაშებს კიდევ უფრო უკეთესი განწყობით შევხვდებით.
თუმცა მანამდე ესპანეთის თასისა და მე-3 დივიზიონში მოთამაშე “სეუტას” ჯერია. მას შემდეგ, რაც კოპა დელ რეიზე ფორმატი შეიცვალა და დაპირისპირებების უმრავლესობა ერთმატჩიანი გახდა, ქვედალიგელ გუნდებს ესპანურ გრანდებთან მეტი შანსი აქვთ და “ბარსელონასაც” და “რეალ მადრიდსაც” პრობლემა არაერთხელ შეჰქმნიათ. არ გაგვიკვირდეს, თუ ხვალაც მსგავსი სიტუაცია იქნება, რადგან მეტოქე ბოლომდე იქნება მოტივირებული, “ბარსას” ფეხბურთელებს კი “ელ კლასიკოს” შემდეგ “სეუტასთან” თამაშზე გადაწყობა, შესაძლოა, გაუჭირდეთ.
სათამაშო ფორმა
“სეუტა” თავისი დივიზიონის უსუსტესი გუნდია და თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, აფრიკის კონტინენტის მკვიდრნი აუცილებლად დაქვეითდებიან. ამ გუნდს პირველ 19 ტურში მხოლოდ 8 ქულა აქვს აღებული, დარჩენილ 19 ტურში კი 14-ქულიანი ჩამორჩენა უნდა ამოქაჩოს, თანაც არაერთ გუნდთან.
“სეუტას” ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო 14 თამაშში მხოლოდ 1 მოგება აქვს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ზედიზედ 9 მატჩის წაგების შემდეგ ხოსე ხუან რომეროს გუნდმა ბოლო 5 შეხვედრიდან მხოლოდ 2 დათმო.
ესპანეთის თასზე კი სხვა სიტუაციაა – მეოთხელიგელი “უტრერას” დამარცხების შემდეგ “სეუტამ” ჯერ სეგუნდა დივიზიონში მოთამაშე “იბიცა”, ბოლოს კი სულაც პრიმერა დივიზიონის წარმომადგენელი “ელჩე” დაამარცხა.
“ბარსელონას” მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ შედეგების მხრივ საქმე კარგად მისდის – კატალონიელებმა ლა ლიგაში ლიდერობა გაიმყარეს. თუ აქამდე ჩავის გუნდს იმას ვუწუნებდით, რომ 90 წუთის განმავლობაში კარგი თამაშის ჩვენება არ შეეძლო, “ელ კლასიკოში” ესეც გამოსწორდა და ახლა ერთი შეხედვით ყველაფერი რიგზეა.
დანაკლისი
“ბარსელონას” ტრავმირებული და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები არ ჰყავს, თუმცა სტუმარი გუნდი რამდენიმე მოთამაშეს მაინც მოისაკლისებს.
ჩავიმ რონალდ არაუხოსა და ფრენკი დე იონგის დასვენება გადაწყვიტა, მემფის დეპაი კი განაცხადს მიღმა “ატლეტიკოში” მისი ტრანსფერის გამო დარჩა.
ურთიერთშეხვედრები
ამ გუნდებს აქამდე 3-ჯერ უთამაშიათ და გასაკვირი არაა, რომ სამივე შემთხვევაში გამარჯვებული “ბარსელონა” გამოვიდა.
პირველი შეხვედრა 2000/01 წლების სეზონში შედგა. ესპანეთის თასის 1/16-ფინალში “ბლაუგრანამ” მეტოქე სტუმრად 3-0 გაანადგურა. იმ მატჩში პირველი ტაიმი ითამაშა “ბარსას” დღევანდელმა მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა.
შემდეგ გუნდები ერთმანეთს 2010/11 წლების სეზონში გადაეყარნენ. კვლავ კოპა დელ რეის 1/16-ფინალში “ბარსამ” ორი მატჩის ჯამში 7-1 იმარჯვა – სტუმრად 2-0 და შინ 5-1. ჩავის ამ შეხვედრებში მონაწილეობა არ მიუღია.
არბიტრი
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ შეხვედრის მთავარ არბიტრად ხუან მარტინეს მუნუერა დაასახელა.
მუნუერა 40 წლისაა. მან მსაჯობა 2006 წელს დაიწყო. 2010 წელს ხუან მარტინესი ესპანეთის ჩემპიონატის მე-2 დივიზიონში დაწინაურდა, 2013 წლიდან კი ლა ლიგაში მსაჯობს.
კარიერის განმავლობაში მარტინეს მუნუერა თამაშში საშუალოდ 26.6 ჯარიმასა და 0.3 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 4.6 ყვითელ და 0.16 წითელ ბარათს უჩვენებს.
ხუან მარტინეს მუნუერას სტატისტიკა “სეუტასა” და “ბარსელონას” თამაშებში:
| სეუტა | ბარსელონა | |
| თამაში | 5 | 31 |
| მოგება | 3 | 21 |
| ფრე | 1 | 6 |
| წაგება | 1 | 4 |
| მოგების % | 60% | 68% |
| სასარგებლოდ დანიშნული პენალტი | 0 | 6 |
| საწინააღმდეგოდ დანიშნული პენალტი | 0 | 3 |
| სასარგებლოდ ნაჩვენები წითელი | 0 | 3 |
| საწინააღმდეგოდ ნაჩვენები წითელი | 0 | 1 |
სტატისტიკა
- “ბარსელონას ბოლო 4 თამაში მოგებული აქვს;
- “ბარსელონას” 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს;
- “სეუტას” ბოლო 9 თამაშიდან შვიდში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
- “სეუტას” ბოლო 9 თამაშიდან შვიდში გოლი ორივე გუნდს გაჰქონდა;
- “ბარსელონა” ბოლო 5 თამაშში ანგარიშის გახსნას ახერხებდა;
- “სეუტა” ბოლო 5 თამაშიდან ოთხში მეტოქეს ანგარიშის გახსნის საშუალებას აძლევდა;
- “ბარსელონა” ბოლო 5 თამაშში პირველი ტაიმის მოგებას ახერხებდა;
- “ბარსელონას” ბოლო 5 თამაშიდან ოთხში გუნდები 11 ან მეტ კუთხურს აწვდიდნენ;
- ტოტალიზატორები “ბარსელონას” მოგებას კოეფიციენტს 1.09 ანიჭებენ, რაც მოგების 92%-იან შანსს უდრის, “ბარსა” კი ასეთი თამაშების მხოლოდ 61%-ს იგებს.
ჩავი მატჩის წინ
მოედანზე ჩვენი უპირატესობა უნდა ვაჩვენოთ. ამაში “ინტერსიტისთან” მიღებული გამოცდილება დაგვეხმარება.
კარგი პერიოდი გვაქვს, ძალიან კარგად ვთამაშობთ, რაც გასულ შეხვედრაშიც ვაჩვენეთ. ასე უნდა გავაგრძელოთ.
სავარაუდო შემადგენლობები
Sport
ბარსელონა (4-3-3): პენია, ბელერინი, გარსია, ალონსო, ალბა, რობერტო, ტორე, კესიე, ტორესი, ლევანდოვსკი, ფატი.
Mundo Deportivo
ბარსელონა (4-3-3): პენია, ბელერინი, გარსია, ალონსო, ალბა, რობერტო, კესიე, ტორე, რაფინია, ლევანდოვსკი, ტორესი.
Marca
ბარსელონა (4-3-3): პენია, ბელერინი, გარსია, ალონსო, ალბა, კესიე, რობერტო, ტორე, ტორესი, ლევანდოვსკი, ფატი.
AS
ბარსელონა (4-3-3): პენია, ბელერინი, გარსია, ალონსო, ალბა, კესიე, რობერტო, ტორე, რაფინია, ფატი, ტორესი.
პროგნოზი
- Sportsmole: 1-4
- Sportskeeda: 0-4
კაია ლევანა მაინც რომ წაიყვანა ფორმიდანაც არ ამოვარდება და თუ რაღაც მეორე ტაიმში შემოვა და თამაშს მოგვაგებინებს შეყრისკიდეც გოლებს
დიდი ეჭვი მაქვს ამ თამაშს მოვიგებთ. თანაც 90 წუთში.