workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დაიო უპამეკანო: ყველაზე უხერხული მეტოქე უსმან დემბელეა

დაიო უპამეკანო: ყველაზე უხერხული მეტოქე უსმან დემბელეა

მიუნხენის “ბაიერნის” ფრანგი ცენტრალური მცველი დაიო უპამეკანო თავის საყვარელ ფეხბურთელსა და ყველაზე რთულ მეტოქეზე საუბრობს და ბევრისთვის მოულოდნელ არჩევანსაც აკეთებს.

beIN SPORTS-სთან საუბრისას უპამეკანოს ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ ვინაა მისი საყვარელი ფეხბურთელი. პასუხი კი არა მესი, რონალდუ ან “ბაიერნის” რომელიმე ვარსკვლავი, არამედ უსმან დემბელე იყო.

კითხვაზე, ვინ არის ყველაზე უხერხული მეტოქე, უპამეკანომ კვლავ დემბელე დაასახელა. დამატებით კითხვაზე, ხომ არ არის ასეთი ფეხბურთელი მესი, დაიომ უპასუხა: “არა, უსმანი. ის ორივე ფეხს კარგად იყენებს და ძალიან სწრაფია”.

უპამეკანოს დემბელეს წინააღმდეგ 3-ჯერ უთამაშია. მისმა “ბაიერნმა” უსმანის “ბარსელონა” სამივეჯერ მშრალად დაამარცხა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • geobcn33
    schedule 18 იან 2023, 23:16
    #6

    La Pulga10,
    მეც ეგ უნდა დამეწერა😀 კიარ შეაქო ტომკად დააჯვა😂

  • Rick Sanchez
    schedule 18 იან 2023, 21:19
    #5

    სირცხვილია უბრალოდ, რეალი ფსიქოლოგიურად ყველას ანადგურებს ჩვენს გარდა. ჩვენ კიდე ბაიერნი გვაჩმორებს

  • nika 54
    schedule 18 იან 2023, 17:39
    #4

    უპამეკანოს დემბელეს წინააღმდეგ 3-ჯერ უთამაშია. მისმა "ბაიერნმა" უსმანის "ბარსელონა" სამივეჯერ მშრალად დაამარცხა.
    გასაგებია რატომაცაა ეს დებილი მისთვის საუკეთესო, გოლს ვერ ვუტანთ დემბელეს ორფეხიანი შეტევებით და იმიტომ.

  • M10 S9 D11
    schedule 18 იან 2023, 15:32
    #3

    კაკ რაზ ლიგაზე შეხვდები მესის და ნახავ ნამდვილი შიში რაცაა

  • რივალდო-მესი
    schedule 18 იან 2023, 14:30
    #2

    გვეკაიფება ეს ჩემისა?😁

  • La Pulga10
    schedule 18 იან 2023, 14:13
    #1

    ისეთი დებილია არასდროს იცი რას გააკეთებს,მაგიტომაცაა საშიში.თავადაც არ იცის.