“ბარსელონა” მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე გაძლიერებას აპირებს, თუმცა ამისთვის ფეხბურთელების გაშვებაც მოუწევს.
კატალონიური კლუბი მემფის დეპაისა და ფრანკ კესიეს, შესაბამისად, იანიკ ფერეირა კარასკოსა და მარსელო ბროზოვიჩში გაცვლაზე მუშაობს.
ნიდერლანდელ შემტევს წასვლა გადაწყვეტილი აქვს და “ატლეტიკოში” გადასვლას სიამოვნებით დათანხმდება. კლუბები მოლაპარაკებებს აგრძელებენ, თუმცა შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ. მადრიდელებს თანხის გადახდა არ სურთ, ამიტომ “ბარსა” სანაცვლოდ კარასკოს ითხოვს, თუმცა “როხიბლანკოს” ბელგიელის დათმობა არ სურს. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბლაუგრანა” იმედოვნებს, რომ კარასკო კლუბზე ზეწოლას მოახდენს და საბოლოოდ გაცვლაც შედგება.
ბროზოვიჩისა და კესიეს გაცვლა “ბარსელონას” “ინტერმა” შესთავაზა. ჩავი ერნანდესი ხორვატის მოყვანას მიესალმება, რადგან მოკლევადიან პერიოდში მას სერხიო ბუსკეტსის კარგ შემცვლელად მიიჩნევს, თუმცა ტრანსფერს კესიეს პოზიცია ართულებს – ნაკლების სათამაშო დროის მიუხედავად, კოტ დ’ივუარელი “ბარსაში” ბედნიერია, რის გამოც შესაძლოა “ნერაძურიში” გადასვლა არ ისურვოს.
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული გაცვლებით “ბარსელონა” ლა ლიგის ფინანსურ Fair Play-ს არ დაარღვევს.




როგორც ვატყობ ამ ზამთარს არაფერი მოხდება.
კარასკო გაასწორებდა, ბროზოვიჩი პას
საერთოდ არ მინდა ბროზოვიჩი, ასაკშია, რომ ვერ გაამართლოს ვერც გავყიდით. კესიე კიდე ახალგაზრდაა შეიძლება გამოუვიდეს რამე, რომც არ გამოუვიდეს გაიყიდება ნორმალურ ფასში
კარასკო ბერნარდო სილვა და 1 კაი მარჯვენა მცველი დახატავდა გუნდს
უმაღლესი დონის ფეხბურთელი გვჭირდება, ჯობია 1 ვიყიდოთ და ნაღდი ვიდრე 3 და საეჭვო. ბროზოვიჩი კარგი ფეხბურთელია მარა ბარსაში ზედმეტია.
პ.ს. ეს საზიზღარი რეკლამები მოაშორეთ საიტს, მომხმარებელს კარგავთ.