ხავი მიგელი “რეალ მადრიდთან” ხვალ გასამართი ფინალისთვის “ბარსელონას” სავარაუდო შემადგენლობას გვთავაზობს.
მისი ცნობით, ჩავი ერნანდესი მადრიდელთა წინააღმდეგ 4 ნახევარმცველის დაყენებას გეგმავს, როგორც “ატლეტიკოსთან” მატჩში გააკეთა.
რონალდ არაუხო მარჯვენა მცველი იქნება, დაცვის ცენტრში კი კრისტენსენი-კუნდეს დუეტს ვიხილავთ. მარცხენა ფლანგზე ჟორდი ალბა ფავორიტია, მაგრამ ჩავი არც ბალდეს დაყენებას გამორიცხავს.
სერჟი რობერტო და რაფინია, რომლებიც “ბეტისთან” სასტარტოში იყვნენ, ხვალ სათადარიგოთა სკამზე დარჩებიან. ძირითადში არ იქნება ანსუ ფატიც, მაგრამ ჩავი ფიქრობს, რომ მეორე ნახევარში მას მატჩზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია.
სავარაუდო თერთმეტეული შემდეგნაირად გამოიყურება: ტერ შტეგენი; არაუხო, კუნდე, კრისტენსენი, ალბა; გავი, დე იონგი, ბუსკეტსი, პედრი; დემბელე, ლევანდოვსკი.
M10 S9 D11,
არ მინდა რო ჩაეძინოს რაა
კი ბატონო, შემოვიდეს ფატი მეორე ტაიმში და გაიტანოს გოლი, ძალიან კარგი იქნება თუ ეს გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდება.
რა მნიშვნელობა აქვს სასტარტოს, ისეთ შეცვლებს გააკეთებს პირღიას დაგტოვებს.
მოვიგებთ თუ შარშანდელივით მიქარავს ანჩელოტი და ახალი ველოსიპედის გამოგონებას დაიწყებს, რაც არა მგონია მოხდეს.
ამ რეალის სასტიკად დამარცხება შესაძლებელია;
ანსუ ალბათ სკამიდან ჯოკერად, 2 ფორვარდიან სისტემაში, ბოლო 2 ფლეი ოფის მატჩში მნიშვნელოვანი შეანდო და ეს კარგია
ბუსკეცი საკმზეე სკამზეეეეეეე
რავიცი რა, არაუხო მარჯვენა მცველად? კუნდემ თუ კიდე დაუშვა შეცდომა დაგვსჯის რეალი
კარგი სასტარტო იქნება ტერ შტეგენი კუნდე არაუხო კრისტენსენი ბალდე ბუსკეცი გავი პედრი დეიონგი დემბელე ლევანდოვსკი
ფატი ლევანდოვსკი დემბელე
პედრი დეიონგი გავი
ბალდე კრისტენსენი არაუხო კუნდე
შტეგენი
ფატი-ლევანდოვსკი-დემბელე უნდა იყოს ძირითადიიი,არმინდაა რაა ეს რაფინია და ტორესიი🥲