სერხიო აგუეროს “ბარსელონას” მაისურით კიდევ ერთხელ ვიხილავთ, მაგრამ არა ესპანური “ბარსელონას” მაისურით.
34 წლის არგენტინელმა კარიერა დაახლოებით ერთი წლის წინ გულის პრობლემების გამო დაასრულა. აგუეროს თქმით მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და ექიმებისგან ამხანაგურ შეხვედრაში თამაშის უფლებაც მიიღო.
კარდიოლოგს გავესინჯე, კარგად ვარ და ვარჯიშიც უკვე დავიწყე.
იმედი მაქვს, მოედანზე ყოფნით სიამოვნებას კვლავ მივიღებ.
– ციტირებს სერხიოს სიტყვებს Football Espana.
28 იანვარს ეკვადორის “ბარსელონა” “ორენსეს” ამხანაგურად დაუპირისპირდება. აგუერო ეკვადორული გუნდის მაისურით ითამაშებს.
ბარსა როგორ გულით უყვარს, ეს დასაფასებელია
ნეიმარს ვინც ვერ აფასებთ ფეხბურთი არ გესმით. ტორესი და რაფინია,რომ გყავთ 5 მილიონიანი ხელფასით ხო აშენდით… ისევ ნეიმარისთვის გადაეხადათ 20 მლნ ჯობდა ვიდრე მის მაგივრად კოუტინიო,გრიზმანი,დემბელე და დანარჩენებში ფული გაეფლანგათ. ნეიმარს კი აქვს 2022 წელს 50 გოლს+ასისტი და თქვენ ითვალეთ ფერანის კარში დარტყმები.
რა თამაში დაჯექი და თავს მიხედე, მთელი ცხოვრება წინა გაქვს მაინცდამაინც მოედანზე გინდა სიკვდილი.