workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი ერნანდესი ინტერსიტისთან მატჩის წინ

ჩავი ერნანდესი ინტერსიტისთან მატჩის წინ

ხვალ, თბილისის დროით 23:55 საათზე “ბარსელონა” კოპა დელ რეის 1/16 სტუმრად მესამე ლიგის გუნდ “ინტერსიტის” დაუპირისპირდება.

ჩავი ერნანდესმა აღნიშნული მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

კოპა დელ რეიზე პირველი თამაში ყოველთვის რთულია. ჩვენ ფავორიტები ვართ, მაგრამ თამაში მარტივი არ იქნება.
ამ ტურნირის მოგება ჩვენი მიზანია. ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ მთავარი ლა ლიგაა, თუმცა კოპა დელ რეი მნიშვნელოვანი ტურნირია და მისი მოგება გვსურს.
ლევანდოვსკიმ ბევრი ითამაშა და მისთვის დასვენება კარგი იქნება, ისევე როგორც პედრისთვის. წინ ძალიან მნიშვნელოვანი თამაშებია.
გამოწვევა იმაში მდგომარეობდა, რომ მოგების შემთხვევაში ფეხბურთელებს დავასვენებდი, თუმცა მოგება ვერ შევძელით, ამიტომ მათ ვარჯიშმა მოუწიათ.
უფრო ეფექტურები უნდა ვიყოთ. რობერტი ყოველთვის ვერ გაიტანს, ამიტომ თავი სხვა ფეხბურთელებმაც უნდა გამოიჩინონ.
არ მინდა, რომ რომელიმე მოთამაშემ დაგვტოვოს. მემფისის ყოლით ბედნიერი ვარ. ის მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება და წუთებს მიიღებს.
არაუხო თამაშს სასტარტოდან დაიწყებს. ის 100%-ით გამოჯანმრთელდა. რონალდი გუნდს ძალიან სჭირდება.
პაბლო ტორე პირველი გუნდის ფეხბურთელია და ხვალ გადამწყვეტ როლს ითამაშებს.
“ესპანიოლის” საჩივარი ლევანდოვსკისთან დაკავშირებით? ჩვენ წესებს მივყევით. მათ შეუძლიათ, რაც უნდათ, ის ქნან.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 05 იან 2023, 17:44

    ციტატა: La Pulga10
    არაუხო რო იქნება ეგ უკვე კაია,მარა ამ თამაშის ყურებას არ ვაპირებ,შეიძლება ცალი თვალით.ნაპოლი-ინტერი ბევრად საინტერესოა.


    ნაპოლიმ წააგო ხო?

  • Chico
    schedule 04 იან 2023, 01:53

    გასაგებია რომ ინაკი პენია და პაბლო ტორე პირველი გუნდის წევრები გახდნენ, მაგრამ გავიზე არაფერი იწერება.
    დაწერეთ თუ ვინმემ იცით რა ხდება.

  • nikusha
    schedule 04 იან 2023, 00:07

    პენია
    ბელერინი-არაუხო-გარსია-ბალდე
    კესიე-დე იონგი-ტორე
    დემბელე-მემფისი-ფერან ტორესი

  • La Pulga10
    schedule 03 იან 2023, 19:08

    არაუხო რო იქნება ეგ უკვე კაია,მარა ამ თამაშის ყურებას არ ვაპირებ,შეიძლება ცალი თვალით.ნაპოლი-ინტერი ბევრად საინტერესოა.

  • me da barca
    schedule 03 იან 2023, 18:24

    წინასწარ ვიცი, რომ სვარკა თამაში იქნება