workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია!

არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია!

არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ხორვატია 3-0 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

არგენტინა 34-ე წუთზე კაპიტანმა ლეო მესიმ პენალტით დააწინაურა, მალევე კი, 5 წუთში ხულიან ალვარესმა შესანიშნავი სოლორეიდის შემდეგ საქმე ბოლომდე მიიყვანა და თავისი გუნდის უპირატესობა გაზარდა.

მეორე ტაიმში “ალბისელესტემ” კიდევ 1 გოლის გატანა შეძლო – ლეო მესის ბრწყინვალე თამაშისა და პასის შემდეგ ხულიან ალვარესმა დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 

მუნდიალის ფინალში არგენტინის მეტოქე დღეს, 23:00 საათზე გაირკვევა – ლიონელ სკალონის შეგირდები გადამწყვეტ მატჩში საფრანგეთს ან მაროკოს 18 დეკემბერს დაუპირისპირდებიან.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (22)

  • nika 54
    schedule 14 დეკ 2022, 15:43
    #22

    ძალიან ისტორიული ფაქტის წინაშე ვდგავართ, ერთი გამარჯვება და ყოველგვარი "ვინ" გაქრება შეკითხვაზე საუკეთესო ფეხბურთელი.

  • Albicelecte
    schedule 14 დეკ 2022, 14:54
    #21

    ცოტა კი ვინერვიულე ტავიდან, მაგრამ ყველაფერი კარგად წარიმართა
    ფინალში შამფურზე არგენტინულად შემწვარი მამალი და გომბეშო არაბულ გრილზე smiley innocent