ემილიანო მარტინესი: მატეუ ლაოსი მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე ცუდი მსაჯია

ემილიანო მარტინესი: მატეუ ლაოსი მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე ცუდი მსაჯია

არგენტინის ნაკრების მეკარემ, ემილიანო მარტინესმა ნიდერლანდებთან მოგებული მატჩის შემდეგ ისაუბრა:

ნახევარფინალში ვართ, რადგან ვნება და გული გვაქვს. ემოციებში ვართ. ეს 45 მილიონი ადამიანისთვის გავაკეთეთ.

მატეუ ლაოსი მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე უარესი მსაჯია. არ ვიცი, მან ბოლო წუთზე ის ჯარიმა რატომ დადო ან შეხვედრას 10 წუთი რატომ დაამატა… მას უნდოდა, ნიდერლანდების ნაკრებს ანგარიში გაეთანაბრებინა.

ვიმედოვნებ, ლაოსი ჩვენს მატჩში არასდროს იმსაჯებს. ის უვარგისია.

ვან გაალმა თქვა, რომ პენალტების სერიაში ნიდერლანდებს უპირატესობა ექნებოდა. ვფიქრობ, მან სიტყვები უნდა გააკონტროლოს.

დღეს ემი გმირი გახდა – მან პენალტების სერიაში 2 დარტყმის მოგერიება შეძლო.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (6)

  • Albicelecte
    10 დეკ 2022, 15:37

    გამწარებული და გადარეული მადრიდისტა, ეგაა ბატონი ლაო ძიანი

  • nika 54
    10 დეკ 2022, 11:46

    ლაოსი რა მსაჯიც არის მისივე ინტერვიუდან მიხვდებით: "ესპანელი მსაჯი, მატეუ ლაოსი ანდრეს ინიესტაზე საუბრობს.

    "ადამიანი, რომელიც ლა ლიგაში ყველაზე მეტად დაგვაკლდება არის ანდრეს ინიესტა. ინიესტა ის ფეხბურთელია, რომელთან ერთადაც მოედანზე თავს ყველაზე არაკომფორტულად ვგრძნობდი. ის ერთადერთი ფეხბურთელი მინდორზე ჩემი მდებარეობით ყოველთვის უკმაყოფილებას გამოხატავდა.
    "ბარსელონა" ისეთ ფეხბურთს თამაშობს, რომ ძნელია, შენი ადგილი შეარჩიო, თუმცა მთავარ ეპიზოდებში ბურთთან ახლოს უნდა იყო". – აცხადებს ლაოსი"

    გუშინაც სულ ბურთთან იყო და ყველაფერზე ყვითლებს არიგებდა. საერთოდ ამ მსაჯს ყველაზე მსახიობ მსაჯს ეძახიან ესპანეთში, იმიტომ რო ძალიან უყვარს ლეგენდების ვითომ არ დანახვა და მათ ფონზე თავის გამოჩენა. გუშინაც სანამ ლეოს ყვითელი არ აჩვენა ვერ მოისვენა.

  • GelaD8
    10 დეკ 2022, 11:14

    მატჩის წინ როცა ვნახე ლაოსი ეგრევე მივხდი რაც მოხდებოდა..უსაზიზღრესი მსაჯია მისი თითქოს სიმკაცრით..ეს ფეხბურთია ემოციებით სავსე შე ნაგავო აქ ცოტა ლაპარაკიც იქნება ციტა გინებაც იქნება ცოტა გაწევ გამოწევა იქნება…მესი ლამის საკაცით გაიტანეს არავის ბარათი არ მისცა ფა ვიღაცამ ხმამაღლა რაღაც გაუპროტესტა ეგრევე ბარათები დაარიგა

  • MARI=BARCA-fan
    10 დეკ 2022, 04:00

    wink wink მოკლედ, ლაოსმა 2-საათნახევარი დოღის ცხენებივით არბენინა გუნდები! მსაჯის მეტი ყველაფერია – ოღონდ უარყოფით კონტექსში..

  • Lazy boy
    10 დეკ 2022, 03:05

    აუ ყველაფერი კარგი აქვს ამ გვერდს, მაგრამ აი ცოტა ჩვენზეც იფიქრეთ და მოაშორეთ ეს 10 რეკლამა, რომ ხტება ერთად და ზოგი არც ჩანს და ეგრევე სხვაგან გადადის და საშინელებაა რა, შემძულდა ამ რეკლამების გამო უკვე აქ შემოსვლა.

  • Alien messi
    10 დეკ 2022, 02:47

    100 % იანია ეგ სლე ლაოსი რო არა წყნარად მოიგებდნენ 90 წუთშივეე