არგენტინა ნახევარფინალშია!

არგენტინა ნახევარფინალშია!

ცოტა ხნის წინ დასრულდა არგენტინასა და ნიდერლანდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გამართული გიჟური დაპირისპირება. 

“ალბისელესტე” ლეო მესის საოცარი პასის შემდეგ ნაუელ მოლინამ დააწინაურა, 73 წუთზე კი “ლა პულგამ” პენალტით თავად გაიტანა და არგენტინელთა უპირატესობა გაზარდა.

83-ე წუთზე ვუთ ვეგჰორსტმა 1 ბურთის გაქვითვა მოახერხა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი დუბლი შეასრულა, და მატჩი დამატებით დროში გადავიდა.

დამატებით ტაიმებში არაფერი შეიცვალა და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, რომლის გმირადაც ემილიანო მარტინესი მოგვევლინა – არგენტინელთა მეკარემ 2 თერთმეტმეტრიანი მოიგერია – მან ვირჯილ ვან დაიკსა და სტივენ ბერგუისს აუღო. თავის მხრივ, ლეო მესიმ, ლეანდრო პარედესმა, გონსალო მონტიელმა და ლაუტარო მარტინესმა პენალტების გატანა მოახერხეს, არგენტინამ 4-3 მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა. 

ნახევარფინალში ლიონელ სკალონის გუნდი ხორვატიას შეხვდება. მატჩი სტარტს 13 დეკემბერს, 23:00 საათზე აიღებს. 

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (6)

  • nika 54
    10 დეკ 2022, 12:02

    ციტატა: kanja
    ეკუთვნის არგენტინას, ეკუთვნის მესის… ახლა მისატკეპნია ხორვატია…


    და მატეო ლაოსია დასამარხი.

  • C.PC5
    10 დეკ 2022, 02:31

    ჰოლანდიასთან ხო წყვეტა იყო მაგრამ თქვენ ნახევარფინალში ნახეთ ცივსისხლიან ხორვატებთან რა თამაში წავა. იმენა ბურთის გულისთვის ხოცავენ ერთმანეთსო მაგ თამაშზე იქნება ნათქვამი ზუსტად, შეიძლება საერთოდ არ იყოს ასე, მაგრამ ამ გადმოსახედიდან სრულიად ლოგიკურია ეს ვარაუდი ჩემი აზრით, ორივე ნაკრები ისეთ ხასიათს ავლენს რომ იმ თამაშში ბოლბოიც ვერ შემოაგდებს ბურთს მშვიდად მემგონი😃 ამიტო კიდე უფრო მეტი ყურადღება მართებს არგენტინას და სკალონიმ კიდევ ჯობია შეცდომების გამოსწორებაზე უკეთ იმუშაოს

  • rivaldo80
    10 დეკ 2022, 02:21

    გილოცავთ არგენტინის ქომაგებს

  • Hyperion
    10 დეკ 2022, 02:20

    სექტას დააღალატა დღეს ჰოლანდიამ ;))
    🇦🇷🏆

  • ანდალუზია
    10 დეკ 2022, 02:14

    ეს მსაჯი..,ჯერ ხომ ლალიგაში გააშრო სისხლი…
    მაგარი თამაში იყო,ბოლო წუთამდე.
    ჯერ ვერაფერს ვწერ..ჯერ ემოციებში ვარ.

  • kanja
    10 დეკ 2022, 02:14

    ეკუთვნის არგენტინას, ეკუთვნის მესის… ახლა მისატკეპნია ხორვატია…