მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, პირველ ოფიციალურ თამაშამდე “ბარსელონას” ამხანაგური შეხვედრის გამართვა სურს, თუმცა კატალონიური კლუბის გეგმები იცვლება.
აქამდე “ბარსას” ხელმძღვანელობას ამხანაგური თამაშის მაღალი დონის გუნდთან გამართვა სურდა. განიხილებოდა “არსენალისა” და “იუვენტუსის” ვარიანტები. თუმცა ორივე შემთხვევაში საუბარი სტუმრად თამაშზე იყო და Sport-ის ცნობით ჩავის არ სურს, მის გუნდს მოგზაურობა მოუხდეს. ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ისედაც გადაღლილები იქნებიან და ჩავის ურჩევნია, სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადება სრულად ბარსელონაში წარიმართოს.
კატალონიური მედიის ცნობით განიხილება ვარიანტი, რომ ჩავის გუნდი “ბარსა ატლეტიკს”, ან გეოგრაფიულად ახლოს მყოფ რომელიმე დაბალი დონის გუნდს შეხვდეს.
ასევე მოსალოდნელია, რომ თამაში “ესპანიოლთან” 31 დეკემბერს გასამართ დაპირისპირებამდე რამდენიმე დღით ადრე შედგება, რადგან მწვრთნელის განკარგულებაში ამჟამად მსოფლიო ჩემპიონატზე მოთამაშე ყველა ფეხბურთელი იყოს.
ჟირონას ეთამაშეთ, ატლეტიკს მაინც ნუ გადაღლით.
პედრის კიდე ამხანაგური უნდა მაინცდამაინც მოედნიდან გასატანი უნდა გახდეს