ტაკეფუსა კუბო: ესპანეთის ნაკრებში ყველაზე მეტად პედრი მომწონს.

ტაკეფუსა კუბო: ესპანეთის ნაკრებში ყველაზე მეტად პედრი მომწონს.

დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩები გაიმართება. ერთ-ერთ მათგანში იაპონია ესპანეთს დაუპირისპირდება.

იაპონიის ნაკრებში თამაშობს 21 წლის შემტევი ნახევარმცველი ტაკეფუსა კუბო, რომელსაც საინტერესო კარიერა აქვს. 2011 წელს 10 წლის ასაკში ის “ბარსას” აკადემიაში ჩაირიცხა, თუმცა 2015 წელს FIFA-მ მას “ბლაუგრანაში” თამაში აუკრძალა და კუბო იძულებული გახდა, სამშობლოში დაბრუნებულიყო. 2019 წელს იაპონელს ესპანეთში დაბრუნების შანსი მიეცა, თუმცა “ბარსას” ამჯერად “რეალ მადრიდი” ამჯობინა, სადაც მისი კარიერა კარგად ვერ განვითარდა. მიმდინარე წლის ზაფხულიდან კუბო “რეალ სოსიედადის” ფეხბურთელია.

“ბარსელონაში” ყოფნის დროს მისი თანაგუნდელი და მეგობარი პატარა ანსუ ფატი იყო, თუმცა დღევანდელი ესპანეთის ნაკრებიდან ტაკეფუსა მაინც სხვა ფეხბურთელს გამოარჩევს.

ესპანეთის ნაკრებში ყველაზე მეტად პედრი მომწონს.

– განაცხადა კუბომ El Larguero-სთან საუბრისას.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (2)

  • me da barca
    01 დეკ 2022, 21:09

    შენი გვარი დავდგი ზალაში, გნიდა. 😆

  • nika 54
    01 დეკ 2022, 14:21

    უდიდესი აღიარებაა, პედრი სამუდამოდ დაიმახსოვრებს პირველად ვინ აღიარა მსოფლიო დონეზე.