ბოლო ტურის წინ – ვის რა ჭირდება 1/8-ფინალში გასასვლელად?

ბოლო ტურის წინ – ვის რა ჭირდება 1/8-ფინალში გასასვლელად?

მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის 2 ტური დასრულდა და დღეიდან 4 დღის განმავლობაში ყველა თამაშში მერვედფინალისტები გამოვლინდებიან.

გთავაზობთ ინფორმაციას, თუ რომელ გუნდს რა ჭირდება მომდევნო ეტაპზე გასასვლელად.

A ჯგუფი

29 ნოემბერი, 19:00

ეკვადორი-სენეგალი

ნიდერლანდები-კატარი

ნიდერლანდები: ნიდერლანდები დღეს არწაგების შემთხვევაში 1/8-ფინალში აუცილებლად გავა. წაგების შემთხვევაშიც გავა, თუ ეკვადორი სენეგალს დაამარცხებს.

ეკვადორი: ეკვადორი დღეს არწაგების შემთხვევაში 1/8-ფინალში აუცილებლად გავა. წაგების შემთხვევაშიც გავა, თუ კატარი ნიდერლანდებს უფრო დიდი სხვაობით დაამარცხებს.

სენეგალი: სენეგალი მოგების შემთხვევაში ჯგუფიდან აუცილებლად გავა. ასევე გავა, თუ ფრედ ითამაშებს, ხოლო კატარი ნიდერლანდებს მინიმუმ 3 ბურთით დაამარცხებს, ან კატარი ნიდერლანდებს 2 ბურთით მოუგებს და საერთო ჯამში სენეგალს ნიდერლანდებზე მეტი გატანილი გოლი დაუგროვდება.

კატარი: კატარს 1/8-ფინალში გასვლის შანსი აღარ აქვს.

B ჯგუფი

29 ნოემბერი, 23:00

უელსი-ინგლისი

ირანი-აშშ

ინგლისი: ინგლისი დღეს არწაგების შემთხვევაში 1/8-ფინალში აუცილებლად გავა. ინგლისს მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი წაგების შემთხვევაშიც ექნება, მაგრამ ბურთების სხვაობის დათვლა იქნება საჭირო.

ირანი: ირანი 1/8-ფინალის საგზურს გაინაღდებს, თუ დღეს აშშ-ს დაამარცხებს, ან ფრედ ითამაშებს და უელსი ინგლისს ვერ მოუგებს.

აშშ: ამერიკა მოგების შემთხვევაში 1/8-ფინალში აუცილებლად გავა, სხვა შემთხვევაში კი აუცილებლად ჯგუფში ჩარჩება.

უელსი: უელსმა აუცილებლად უნდა მოიგოს, მაგრამ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ბრიტანელებს ან 4 ბურთით მოგება სჭირდებათ, ან პარალელურ მატჩში ფრე.

C ჯგუფი

30 ნოემბერი, 23:00

საუდის არაბეთი-მექსიკა

პოლონეთი-არგენტინა

პოლონეთი: პოლონეთი არწაგების შემთხვევაში 1/8-ფინალში აუცილებლად გავა. პოლონეთს მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი წაგების შემთხვევაშიც ექნება, მაგრამ ბურთების სხვაობის დათვლა იქნება საჭირო.

არგენტინა: არგენტინა მოგების შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე აუცილებლად გავა. იგივე მოხდება, თუ ჯგუფის ორივე თამაში ფრედ დასრულდება. თუ არგენტინა ფრედ ითამაშებს, ხოლო მექსიკა საუდის არაბეთს მოუგებს, მეორე ადგილის გამოსავლენად ბურთების სხვაობის დათვლა გახდება საჭირო.

საუდის არაბეთი: საუდის არაბეთი მოგების შემთხვევაში 1/8-ფინალში აუცილებლად გავა. ერთი ქულის აღებითაც გავა, თუ პოლონეთი არგენტინას დაამარცხებს. თუ საუდის არაბეთი ფრედ ითამაშებს, ხოლო არგენტინა პოლონეთს დაამარცხებს, მაშინ ბურთების სხვაობის დათვლა გახდება საჭირო.

მექსიკა: მექსიკას შანსების შესანარჩუნებლად აუცილებლად მოგება ჭირდება, თუმცა შესაძლოა, ესეც არ ეყოს. მექსიკელებს მოუწევთ, არგენტინაზე ან პოლონეთზე უკეთესი ბურთების სხვაობა დააფიქსირონ.

D ჯგუფი

30 ნოემბერი, 19:00

ტუნისი-საფრანგეთი

ავსტრალია-დანია

საფრანგეთი: საფრანგეთი მომდევნო ეტაპზე უკვე გასულია, ქულის აღების შემთხვევაში კი პირველ ადგილსაც გაინაღდებს. იგივე მოხდება, თუ ფრანგები წააგებენ, პარალელურ მატჩში კი ავსტრალია ვერ მოიგებს.

ავსტრალია: მოგების შემთხვევაში ავსტრალია მომდევნო ეტაპის საგზურს გაინაღდებს. იგივე მოხდება, თუ ფრედ ითამაშებს და ტუნისი საფრანგეთს ვერ დაამარცხებს.

დანია: დანიამ აუცილებლად უნდა მოიგოს, მაგრამ თუ ტუნისმა საფრანგეთი უფრო დიდი ანგარიშით დაამარცხა, ევროპელები მაინც ჯგუფში ჩარჩებიან.

ტუნისი: ტუნისს აუცილებლად დიდი ანგარიშით მოგება ჭირდება, ამასთანავე ავსტრალიამ დანია ვერ უნდა დაამარცხოს.

E ჯგუფი

1 დეკემბერი, 23:00

კოსტა რიკა-გერმანია

იაპონია-ესპანეთი

ესპანეთი: ესპანეთი არწაგების შემთხვევაში ჯგუფიდან გავა, მოგების შემთხვევაში კი პირველ ადგილს გაინაღდებს. ესპანელები 1/8-ფინალში ითამაშებენ წაგების შემთხვევაშიც, თუ ჯგუფის მეორე შეხვედრა ფრედ დასრულდება.

იაპონია: იაპონია მოგების შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე ითამაშებს. თუ აზიელები ფრედ ითამაშებენ, მაშინ იმედი უნდა ჰქონდეთ, რომ კოსტა რიკა გერმანიას ვერ დაამარცხებს, თანაც კონკურენტებთან შედარებით ბურთების უკეთესი სხვაობა ექნება.

კოსტა რიკა: კოსტა რიკა მოგების შემთხვევაში 1/8-ფინალის საგზურს გაინაღდებს. თუ ჩრდილო ამერიკელებმა ფრედ ითამაშეს, მაშინ მათ იაპონიასთან ესპანეთის მოგების იმედი უნდა ჰქონდეთ.

გერმანია: გერმანიას აუცილებლად მოგება ჭირდება, მაგრამ თუ პარალელურ შეხვედრაში ესპანეთი ვერ მოიგებს, გერმანელებს ბურთების უკეთესი სხვაობის იმედი უნდა ჰქონდეთ.

F ჯგუფი

1 დეკემბერი, 19:00

კანადა-მაროკო

ხორვატია-ბელგია

ხორვატია: ხორვატია არწაგების შემთხვევაში 1/8-ფინალში აუცილებლად გავა. წაგების შემთხვევაშიც გავა, თუ კანადა მაროკოს დაამარცხებს, მაგრამ ხორვატიას მაროკოზე უკეთესი ბურთების სხვაობა ექნება.

მაროკო: მაროკო არწაგების შემთხვევაში 1/8-ფინალში აუცილებლად გავა. წაგების შემთხვევაშიც გავა, თუ ხორვატია ბელგიას დაამარცხებს, ან პარალელური მატჩი ფრედ დასრულდება და მაროკოს ბელგიაზე უკეთესი ბურთების სხვაობა ექნება, ან პარალელურ მატჩში ბელგია მოიგებს და მაროკოს ხორვატიაზე უკეთესი ბურთების სხვაობა ექნება.

ბელგია: ბელგია მოგების შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე აუცილებლად გავა. ფრის შემთხვევაში ბელგიელებს იმედი უნდა ჰქონდეთ, რომ მაროკო კანადასთან წააგებს, თანაც ბელგიას მაროკოზე უკეთესი ბურთების სხვაობა ექნება.

კანადა: კანადელებს მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი არ აქვთ.

G ჯგუფი

2 დეკემბერი, 23:00

სერბეთი-შვეიცარია

კამერუნი-ბრაზილია

ბრაზილია: ბრაზილია მომდევნო ეტაპზე უკვე გასულია. არწაგების შემთხვევაში “სელესაო” პირველ ადგილს გაინაღდებს.

შვეიცარია: მოგების შემთხვევაში შვეიცარია ჯგუფიდან გასვლას გაინაღდებს. იგივე მოხდება, თუ შვეიცარია ფრედ ითამაშებს, ხოლო კამერუნი ბრაზილიას ვერ მოუგებს.

კამერუნი: კამერუნს აუცილებლად მოგება ჭირდება, მაგრამ აფრიკელებს იმის იმედი უნდა ჰქონდეთ, რომ შვეიცარია სერბეთს ვერ დაამარცხებს. თუ კამერუნმა მოიგო და პარალელური მატჩი ფრედ დასრულდა, მომდევნო ეტაპზე კამერუნი გავა. თუ კამერუნმა და სერბეთმა მოიგეს, მომდევნო ეტაპზე ის გუნდი გავა, რომელსაც ბურთების უკეთესი სხვაობა ექნება.

სერბეთი: სერბეთს აუცილებლად მოგება ჭირდება. თუ სერბებმა მოიგეს და ბრაზილიამ კამერუნთან არ წააგო, ევროპელები მომდევნო ეტაპზე გავლენ. თუ კამერუნმა და სერბეთმა მოიგეს, მომდევნო ეტაპზე ის გუნდი გავა, რომელსაც ბურთების უკეთესი სხვაობა ექნება.

H ჯგუფი

2 დეკემბერი, 19:00

განა-ურუგვაი

სამხრეთ კორეა-პორტუგალია

პორტუგალია: პორტუგალია მომდევნო ეტაპზე უკვე გასულია. არწაგების შემთხვევაში გუნდი პირველ ადგილს გაინაღდებს. იგივე მოხდება, თუ პორტუგალია წააგებს, მაგრამ განა ურუგვაის ვერ მოუგებს.

განა: განას მოგება 1/8-ფინალის საგზურს უნაღდებს. იგივე მოხდება, თუ განელები ფრედ ითამაშებენ და პორტუგალია სამხრეთ კორეასთან არ წააგებს. თუ განა ფრედ ითამაშებს, ხოლო კორეა მოიგებს, ბურთების სხვაობა დაითვლება.

სამხრეთ კორეა: კორეას აუცილებლად მოგება ჭირდება, მაგრამ აზიელებს იმის იმედი უნდა ჰქონდეთ, რომ განა ურუგვაის ვერ დაამარცხებს. თუ სამხრეთ კორეამ მოიგო და პარალელური მატჩი ფრედ დასრულდა, ბურთების სხვაობა დაითვლება. თუ კორეამ და ურუგვაიმ მოიგეს, მომდევნო ეტაპზე ის გუნდი გავა, რომელსაც ბურთების უკეთესი სხვაობა ექნება.

ურუგვაი: ურუგვაის აუცილებლად მოგება ჭირდება. თუ სამხრეთ ამერიკელებმა მოიგეს და პორტუგალიამ სამხრეთ კორეა დაამარცხა, ურუგვაელები მომდევნო ეტაპზე გავლენ. თუ კორეამ და ურუგვაიმ მოიგეს, მომდევნო ეტაპზე ის გუნდი გავა, რომელსაც ბურთების უკეთესი სხვაობა ექნება.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (2)

  • nika 54
    30 ნოე 2022, 14:45

    პოლონეთი: პოლონეთი არწაგების შემთხვევაში 1/8-ფინალში აუცილებლად გავა. პოლონეთს მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი წაგების შემთხვევაშიც ექნება, მაგრამ ბურთების სხვაობის დათვლა იქნება საჭირო.[u][/u]
    ხოდა 1-0 მოუგოს არგენტინამ, ცოდოა პოლონეთი.

    ციტატა: Iniesta_8
    რონალდუ უდიდესი სპორტსმენია მარა თავისი საქციელით ძაან იბანძებს თავს. პიერს მორგანმა თამაშის მერე დამირეკა რონალდუმო და მითხრა გოლი ჩემი იყოო. შეჩემა 800 გაქვს გატანილი რას გადეკიდე მაგ 1 ბურთს აცადე თანაგუნდელს გოლის აღნიშვნა. ხელებს კიარ უნდა პარჭყავდე მაგ დროს, გუნდს გამარჯვებას უნდა ულოცავდე. ახლა დაიწერა პორტუგალია საჩივარს აპირებსო ბრუნოს გოლის რანალუდზე გადასაკეთებლად. მოვუდღან გუნდური სულისკვეთება. იმედია მაგრად იხმარს ვინმე ამ პორტუგალიას.


    აი რას წერს ამ ნაგავზე იბრაგიმოვიჩი:
    იტალიური "მილანის" ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ურუგვაის წინააღმდეგ პორტუგალიის პირველ გოლზე ისაუბრა.

    "შენ ყოველთვის იცი როდის ეხები ბურთს და როდის არა. ყველაზე სამარცხვინოა დაივიწყო ის, რომ არსებობს კამერები, რომლებიც სიმართლეს მაინც გაამჟღავნებენ.
    მე რომ მის ადგილას ვყოფილიყავი, პირდაპირ ბრუნოსკენ გავიქცეოდი, რომ მისთვის მიმელოცა. რონალდუს სურს ყველაფერმა მის გარშემო იტრიალოს. სწორედ ამიტომ გააგდო ტენ ჰაგმა ის მანჩესტერიდან.
    მას არ მოსწონდა, რომ მედიის ყურადღება მესისა და არგენტინისკენ იყო მიმართული და ახლა ის ცდილობს ბრუნოსა და მესის მიმართ არსებული ყურადღება მისკენ მიიპყროს. ფეხბურთი ქურდებისთვის არ არის".",- თქვა შვედმა ფორვარდმა.

  • Iniesta_8
    29 ნოე 2022, 15:18

    რონალდუ უდიდესი სპორტსმენია მარა თავისი საქციელით ძაან იბანძებს თავს. პიერს მორგანმა თამაშის მერე დამირეკა რონალდუმო და მითხრა გოლი ჩემი იყოო. შეჩემა 800 გაქვს გატანილი რას გადეკიდე მაგ 1 ბურთს აცადე თანაგუნდელს გოლის აღნიშვნა. ხელებს კიარ უნდა პარჭყავდე მაგ დროს, გუნდს გამარჯვებას უნდა ულოცავდე. ახლა დაიწერა პორტუგალია საჩივარს აპირებსო ბრუნოს გოლის რანალუდზე გადასაკეთებლად. მოვუდღან გუნდური სულისკვეთება. იმედია მაგრად იხმარს ვინმე ამ პორტუგალიას.