“ვალენსიის” ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება დაპატიჟოს მათი ყოფილი მწვრთნელი, რაფაელ ბენიტესი ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე–4 ტურის მატჩზე, სადაც ისინი კატალონიის “ბარსელონას” დაუპირისპირდებიან, იტყობინება Reuters.
სწორედ ამ სპეციალისტმა მოახერხა და ორჯერ, 2002 და 2004 წლებში მიანიჭა “ღამურებს” ესპანეთის ჩემპიონის სტატუსი. ოცდამეერთე საუკუნეში სწორედ ეს გახლდათ ორი შემთხვევა, როდესაც გამარჯვებული არ გახდა ან “ბარსელონა” ან “რეალი”. დანარჩენ შემთხვევებში, სულ კატალონიელები და მადრიდელები ეცილებოდნენ ერთმანეთს ტიტულისათვის.
აქვე შეგახსენებთ, რომ გასული ტურების შემდეგ, “ვალენსია” 100%–იანი შედეგით პირველ ადგილზეა, ხოლო რაც შეეხება “ბლაუგრანას”, ისინი 2 მოგებით და 1 ფრით მესამე პოზიციას იკავებენ.