workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლეო მესი: ეს მსოფლიო ჩემპიონატი, ალბათ, ჩემთვის ბოლოა

ლეო მესი: ეს მსოფლიო ჩემპიონატი, ალბათ, ჩემთვის ბოლოა

არგენტინის ნაკრების ლიდერი, ლიონელ მესი აცხადებს, რომ მუნდიალზე მეტჯერ, დიდი ალბათობით, აღარ ითამაშებს. 

ეს მსოფლიო ჩემპიონატი ჩემთვის განსაკუთრებულია, რადგან ბოლო შანსი მაქვს, ჩემი უდიდესი ოცნება ავისრულო – ალბათ, კიდევ ერთ მუნდიალზე აღარ ვითამაშებ.

როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.

სასიამოვნოა, რომ ბევრ არაარგენტინელს სურს, მსოფლიო ჩემპიონი გავხდე. ამ სიყვარულისთვის მადლობელი ვარ. 

ხვალინდელ მატჩამდე თანაგუნდელებს ვეტყვი, რომ სიამოვნება მიიღონ, რადგან მათ ასაკში თავად მე ამას არ ვაკეთებდი.

სულ ვთამაშობდი და ბევრმა რაღაცამ შეუმჩნევლად ჩაიარა. ასაკის მატებასთან ერთად ყველაფერს სხვა თვალით უყურებ. დღეს ყურადღებას ყველაფერს ვაქცევ, მთავარი კი სიამოვნებაა.

მზად ვართ. მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ყოველთვის განსაკუთრებული მომენტია. ატმოსფერო, ახალი დასაწყისი მატჩის წინ – ეს განსაკუთრებული რამაა.

არანაირი პრობლემა არ მაქვს. გავიგე, რომ ჭორები გავრცელდა, თითქოს სავარჯიშო სესიის ნაწილი გამოვტოვე. არაფერი მსგავსი, ეს უბრალოდ თავის დაზღვევა იყო.

ამჟამინდელი შემადგენლობა 2014 წლის გუნდს მახსენებს – ის არგენტინაც ძალიან ძლიერი იყო, ისევე, როგორც ახლანდელი. ერთიანი კოლექტივი ვიყავით; ვიცოდით, მოედანზე რა უნდა გაგვეკეთებინა. ყატარში ასეთი ფორმით ჩამოსვლა დიდებულია – ეს თავდაჯერებულობას გვმატებს.

არგენტინის ნაკრები პირველ მატჩს ხვალ, 14:00 საათზე, საუდის არაბეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი წარმოგიდგენთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 22 ნოე 2022, 13:38
    #2

    ციტატა: La Pulga10
    მეფემ ხვალ უნდა გამოისვას ტრაკში არაბები


    სად გამოისვავს არვიცი, მაგრამ არაბები რო ბევრ ტუალეტის ქაღალდს გახარჯავენ იასნია.

  • La Pulga10
    schedule 21 ნოე 2022, 22:30
    #1

    მეფემ ხვალ უნდა გამოისვას ტრაკში არაბები