დღეს ლუის ენრიკემ მსოფლიო ჩემპიონატისთვის ესპანეთის ნაკრების განაცხადი დაასახელა.
ერთ-ერთი ინტრიგა იყო, წავიდოდა თუ არა კატარში აქამდე გუნდის კაპიტანი სერხიო რამოსი. ლუჩომ ვეტერანი ფეხბურთელის გამოძახებაზე უარი თქვა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნაკრების კაპიტანი სერხიო ბუსკეტსი იქნება.
კაპიტნის გარდა სერხიოს კიდევ ერთი სტატუსი აქვს – ის ერთადერთია დღევანდელ ნაკრებში, რომელმაც 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.
იმ გუნდიდან ბევრი ფეხბურთელია, რომელიც ფეხბურთს კვლავ თამაშობს: რაულ ალბიოლი, ანდრეს ინიესტა, სესკ ფაბრეგასი, ხუან მატა, სერხიო რამოსი, სერხიო ბუსკეტსი, პედრო როდრიგესი, ხავი მარტინესი, დავიდ სილვა, ხესუს ნავასი და პეპე რეინა. თუმცა ნაკრებში მოხვედრის შანსი მხოლოდ ორ სერხიოს ჰქონდათ – ბუსკეტსსა და რამოსს. ბუსკეტსის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ იდგა, რამოსის საკითხი კი ლუჩომ ფეხბურთელის საწინააღმდეგოდ გადაწყვიტა.
როგორ არ გაგეცინება კაცს რაულ ალბიოლი მსოფლიო ჩემპიონი იყოს და მესის აყვედრიდნენ სანამ მსოფლიო ჩემპიონი არ გახდება საუკეთესოობაზე ნურც იფიქრებს-ო. ზოგის აზრით ალბიოლი მესიზე უკეთესია, იმიტომ რო მსოფლიო ჩემპიონია.
ხო მაგრამ მაგ დროს ხაბი ალონსო და ცესკ ფაბრეგასი ართმევდნენ ადგილს. თითქმის არც უთამაშია
ფაქტიურად ბარსაა ლუჩოს ნაკრები ::დდდდდ
რა დიდია ბუსი🥰🥰🥰თქვენ ნახეთ რა ითამაშოს