“ოსასუნასთან” მატჩის შემდეგ გამარჯვების გოლის ავტორმა რაფინიამ და მარკოს ალონსომ მედიასთან ისაუბრეს.
ალონსო
დღეს ყველაფერი ჩვენ წინააღმდეგ იყო, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ. ეს უმნიშვნელოვანესი მოგებაა. ახლა დროა, გამარჯვებით სიამოვნება მივიღოთ და დავისვენოთ. სწორედ იქ ვართ, სადაც გვინდა, რომ ვიყოთ – ცხრილის სათავეში.
ჯარიმა ჩემ წინააღმდეგ “ოსასუნას” გოლისას? თუ ეს დარღვევა არაა, მაშინ რა უნდა მოხდეს, რომ ჯარიმა დაინიშნოს…
რაფინია
ფრენკიმ ისე იცის, როგორ აკეთოს ასეთი პასები, როგორც არავინ. მეკარე გამოდიოდა, რადგან ეგონა, რომ ბურთს დაიჭერდა, მაგრამ სწორ მომენტს დაველოდე და ბურთი კარში გადავგზავნე.
რთული თამაში იყო. თუ ლა ლიგის მოგება გვინდა, ასეთ შეხვედრებში უნდა ვიმარჯვოთ.




ალონსოს გამოცდილება აკლია თორე ვფიქრობ არაა ცუდი ცენტრალური მცველი
ყოჩაღ ორივემ კარგად ითამაშეს ამ მსაჯის ხელში.
დე იონგზე რო ვამბობ დღეს ბარსელონაში მხოლოდ ეგ და პედრი არიან თქო გააგდეთ გუნდიდან ეგ ქალაჩუნაო.ტიპი მხოლდ მეკარის პოზიციაზე არ დგას დანარჩენი ყველგან ათამაშებენ და ესენი გუნდიდან აგდებენ.ბარსამანიას რო ექსპერტები ყავს შევე.ი მსოფლიოს ექსპერტებს.საიმედო დაცვა და დე იონგი პედრი გავი მომავალი წლიდან.თუ ბერნანედოც დაიმატეს კანფეტ
ეგ ფულბექობამდე ცენტრალური მცველი იყო კაი ხანი და ადრე ჩავიმაც აღნიშმა რო თუ საჭიროა ამ ფაქტსაც გამოვიყენებთო ხოდა ამიტო თამაშობს ასე ხშირად თორე მთლად სერხი რობერტოს თემა არ განმეორებულა პირდაპირ ნახევარდაცვიდან ფულჰექობა რომ მოუწია.
ხო კი იყო ადრე მაგრამ ჩელსიში მე ხშირად მიყურებია ამისი თამაში და დაცვაში 0 იყო, ყველა ცდებოდა და პოზიციურადაც ცუდი იყო ხოლმე, აქ კიდე პოზიციურად კარგია,მაგრამ დაცვაში მაინც ძაან სუსტია
სხვათა შორის ალონსოს საკმაოდ კარგი თამაში ჰქონდა, ტიპი მარცხენა მცველია რ9მელიც დაცვითი თვისებებით არასდროს არ გამოირჩეოდა, არ კი როგორღაც თამაშობს დაცვის ცენტრში